ახალი ამბებიგამოგონება

კვანტური კომპიუტერი, ეს რეალობაა!

dwave ones in the lab large

როგორც სტატიებში წავიკითხე უკვე შექმნილია კვანტური კომპიუტერი, რომელიც მუშაობის პრინციპით განსხვავდება ჩვეულებრივი კომპიუტერისგან

ამ კომპანიამ გამოუშვა კომპიუტერი სახელით The D-Wave One. 128 ქუბიტიანი (ქუბიტი კვანტურ კომპიუტერებში ბიტის ანალოგს ქვია) პროცესორი დაცულია კრიოგენულ კეისში (!), ანუ -150 გრადუს ცელსიუს და უფრო დაბალ ტემპერატურაზე. საიტზე ფასი არ წერია, ერთერთი წყაროს ცნობით კომპიტერის ფასია 10 მილიონი დოლარი.

ერთერთი პირველი ვინ ყიდულობს? რა თქმა უნდა გუგლი. როდესაც გუგლმა გაუშვა სურათების ძებნის სერვისი, თვითონ სურათების მიხედვით, მაშინ ძალიან გამიკვირდა, რადგან ამ ყველაფერს ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის უზარმაზარი რესურსი ჭირდებოდა.

გახსენით google chrome გადადით სურათების ძებნაში და საძებნ ზოლთან დააგდეთ სურათი drag and drop მეთოდით.
როდსაც ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას გუგლში სიტყვების მიხედვით, ეს კომპიუტერისთვის შედარებით ადვილია. რამდენი სიმბოლოსგანაც შედგება სიტყვა, იმდენ ბიტ ინფორმაციას ადარებს გუგლი საკუთარ მონაცემთა ბაზებთან და დამთხვევის დროს გვაძლევს ძებნის შედეგებს. ე. წ. key word-ების შემთხვევაში საძებნი გასაღების ზომა არ აღემატება რამდენიმე ათეულ ბაიტს. სურათების შემთხვევაში კი ეს ზომა ზუსტად იმდენია, რამდენიც უწერია მას property-ში, და შეიძლება იყოს 500KB და მეტი. წარმოიდგინეთ რამხელა განსხვავებაა. სავარაუდოდ გუგლი სურათების ძებნის დროს სწორედ კვანტურ კომპიუტერს უნდა იყენებდეს.

ჯერ კიდევ 2009-ში ატარებდა ექსპერიმენტებს ამ პროცესორზე სურათების ძიების ალგორითმის შემუშავებისას.

Google demonstrates quantum computer image search
http://www.newscientist.com/article/dn18272-google-demonstrates-quantum-computer-image-search.html

http://www.dwavesys.com/

კომპანია ეხმარება პროგრამისტებს აითვისონ კვანტური პროგრამირება, რომელიც დაფუძნებული იქნება პითონის ბაზაზე. შეესიეთ, მაქსიმუმ 5 წელში ეს ყველაზე ელიტური და მაღალანაზღაურებადი პროგრამირება იქნება
http://www.dwavesys.com/en/dev-portal.html
ცოტა ხანში ასევე სერვისში გაეშვება თვითონ კომპიუტერიც ონლაინ წვდომისთვის პროგრამირებაში სამეცადინოდ.

————-

მუშაობის პრინციპი არც ისე გასაგებ ენაზე:

ძალიან პოპულარული ენით რომ ვთქვათ, არის ვთქვათ პირობითად, სპინის 2 ძირითადი მდგომარეობა, up და down. ვთქვათ ერთეულოვანი ვექტორი იყურება ზემოთ ან ქვემოთ. თუ ზემოთ იყურება დავარქვათ ლოგიკური 1 და თუ ქვემოთ – ლოგიკური 0. ეს არის კლასუკური ვარიანტი. მაგრამ კვანტურ სამყაროში არის მესამე მდგომარეობაც – ამ ორი მდგომერეობის სუპერპოზიცია. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც განასხვავებს კვანტურ კომპიუტერს კლასიკურისგან (კლასიკურში გახსოვთ არის ძაბვა Dაბალი – ლოგიკური 0 და ძაბვა მაღალი – ლოგიკური 1).

როცა საჭიროა ინფორმაციის ამოღება/წაკითხვა კვანტური სისტემიდან, იმის გამო(ც) რომ კვანტური სისტემის მდგომარეობა ალბათურია და მანამ სანამ ინფორმაციის წაკითხვას შეეცდები სისტემა სუპერპოზიციის მდგომარეობაშია. როორც კი ეცდები ინფორმაციის ამორებას სისტემა კოლაფსირდება ერთერთ მდგომარეობაში, რომლებიც სუპერპოსიცირებდნენ. გადასვლის ალბათობა თითოეულისკენ შეიძლება თანაბარი იყოს, და ხშირ შემთხვევაში ასეცაა.
ამიტომ ხშირად ხდება განუზღვრელობა და მსგავსი პრობლემები.

როგორც ვიცი ზოგადად ალგორითმი არსებობს და მარტივ ოპერაციებსაც ასრულებს. მაგრამ, არ ვიცი რამდენად მართალია შენს მიერ დადებული ლინკები და ის რომ გუუგლე იყენებს მას. მემგონი ამ დონემდე ჯერ არ მისულან.
რამოდენიმე დღის წინ ყველაზე რეიტინგულ ჟურნალში “ნატურე” გამოჩნდა სტატია http://www.nature.com/news/first-universal-quantum-network-prototype-links-two-separate-labs-1.10441 კვანტურ ნეთვორკზე.

ერთი სიტყვით უნდა ველოდოთ, რომ მალე გვექნება ზემძლავრი კომპიუტერი.

წყარო : Forum.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close