გართობაუცნაური

233 წლიანი პოპულარობის დაკარგვა ერთი ადამიანის მიერ

c42dc209a0d8

მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი სტატიაა და ვფიქრობ საინტერესო ამბით დაწყება არ იქნება ურიგო.

ნიკ ლესსონის ცხოვრება დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად, იყო მუშათა კლასის ოჯახის წარმომადგენელი და სკოლა ისე დაამთავრა რომ დიპლომიც კი ვერ აიღო. წლების განმავლობაში იგი უბრალო მოხელედ მუშაობდა სხვადასხვა ბანკებში. ბოლოს კი”ბარინგში” შემორჩა. ეს არის მსოფლიოში ცნობილი ბანკია, სადაც მან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და დაწინაურდა კიდეც.

მანამ სანამ “ბარინგს” მილიონებს დააკარგვინებდა, ბანკის მომავალი უფროსების დავალებით იაპონიის საფონდო ბირჯაზე მუშაობდა. შემდეგ კი ისევ ბანკში დააბრუნეს.ლონდონში ის უკვე უფრო მეტი ნდობით და კუალიფიკაციით დაბრუნდა. 1993 წლის ბოლოსთვის ბანკის მთლიანი მოგებიდან მან საიდუმლო ხრიკებით მოგების 10%, მიისაკუთრა. 1994 წლის დეკემბერში მისი პირადი ანგარიში უკვე 512 მილიონს შეადგენდა. ბანკმა არ იცოდა რომ მას ჰქონდა საიდუმლო ანგარიში სადაც ის ბანკის დანაკარგებს და მის შემოსავალს აბადნდებდა.

რაც მეტად იზრდებოდა ბანკის შემოსავალი ლესსონის პირადი ანგარიში მით მეტად ღრმავდებოდა და საბოლოოდ კი ლესსონმა მიაღწია საკმაოდ კოლოსალური და წარმოუდგენელი თანხა დაეკარგვინებინა ბანკისთვის, რომელიც შეადგენდა 1.3 ბილიონ აშშ დოლარს. და რაღათქმა უნდა ბანკი გაკოტრდა.

შედეგი ნათელია, რომ ლესსონმა წაშალა და მიწასთან გაასწორა ბანკის 233 წლიანი სახელი, რომლიც ამაყობდა იმით რომ თვით დედოფალი იყო მისი მომხმარებელი. ინვესტორებმა ვისაც ბანკთან ჰქონდათ თანამშრომლობა დაკარგეს თავიანთი ფულად-დაბანდებები, 12000-მა თანამშრომელმა კი სამუშაო ადგილი.

რა ბედი ეწია ლესსონს? მას შემდეგ რაც ბანკიდან გაიქცა, იგი მსოფლიოში ყველაზე “დიდ ძებნილად” გამოცხადდა. 1995 წელს, ერთერთი რეისის დროს როდესაც იგი ბეისბოლის ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა მან საკუთარი სახელით შეიძინა ბილეთი და სწორედ აქ დაესვა წერტილი მის თავისუფლებას. სამართალდამცავემბა დააპატიმრეს და გამოუტანეს მეტად შეუსაბამო განაჩენი იმის გატვალისწინებით თუ რამდენი ადამიანი გააუბედურა მისმა საქციელმა. მას 6 წელი მიუსაჯეს.

45381bf9c4e5

პატიმრობაში ყოფნის დროს რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს იგი მისდევდა სპორტულ ცხოვრებას და ღმერთსაც სწორედ აქ, უსაქმურად ყოფნის დროს დაუახლოვდა.

ab5d9fdc854f

მასშემდეგ როდესაც ციხიდან გამოვიდა აღმოაჩინა რომ, მარტოსულ და უსაქმურ ადამიანად გრძნობდა თავს. მან გადაწყვიტა მისი ისტორიის გაყვიდვით ერჩინა თავს, რისი გამოყენებითაც წიგნებს ან სტატიებს წერდნენ. რათმაუნდა მე მისგან არ მიყიდია ამბავი რომელიც დღეს თქვენთვის დავწერე :)

მოკლედ ეს იყო ფაქტი რომელმაც ერთი სიტყვით ბანკს წარმოუდგენელი ზარალი მოაყენა. ფაქტია, რომ იგი სულაც არ ნანობდა ჩადენილ დანაშაულს.

maya

var 20 wlis, batumidan. vswavlob tbilisshi, ucxo enebsa da psiqologiaze.

მსგავსი ამბები

Back to top button