საკითხავისასარგებლო

კრიპტოგრაფია

როცა იულიუს კეისარმა გაუგზავნა გზავნილი გენერალს, იგი არ ენდო საკუთარ ხელქვეითებს, ამიტომ გზავნილში ყოველი სიმბოლო A შეცვალა D-თი, ყოველი B შეცვალა E-თი და ასე ბოლომდე. შედეგად, მხოლოდ მას შეეძლო გზავნილის წაკითხვა , ვინც იცოდა, რომ გზავნილში სიმბოლოები წინ გადაწეული იყო სამი ბიჯით.
მაშ ასე, ვიწყებთ….

ენკრიპტაცია და დეკრიპტაცია
მონაცემებს, რომელთა წაკითვაც და გაგებაც შეიძლება ყოველგვარი სპეციალური მექანიზმების გარეშე, ეწოდება ღია მონაცემები (Plaintext/Cleartext). მეთოდს, რომელიც „შენიღბავს“ ღია მონაცემებს და გახდის გაუგებარს წასაკითად სპეციალური „გასაღების“ გარეშე, ეწოდება შიფრაცია (ენკრიპტაცია). შიფრაცია (ენკრიპტაცია) გამოიყენება იმაში დასარწმუნებლად, რომ მონაცემებს წაიკითხავს მხოლოდ ის პირი, ვინც არის ავტოპრიზებული და ვისთვისაც არის განკუთვნილი იგი. მეთოდს, რომელიც დაშიფრულ მონაცემს ისევ დაუბრუნებს პირვანდელ სახეს, ანუ ისევ გახდის ღია მონაცემად, ეწოდება დეკრიპტაცია.

რა არის კრიპტოგრაფია?
კრიპტოგრაფია არის მეცნიერება, რომელიც მათემატიკის გამოყენებით ახდენს მონაცემების შიფრაციასა და დეკრიპტაციას. კრიპტოგრაფია საშუალებას გაძლევთ, ფასეული მონაცემები გააგზავნოთ დაუცველი ქსელით, განათავსოთ დაუცველ სისტემაში და სხვა.

თუ კრიპტოგრაფია ემსახურება მონაცემთა დაცვას, კრიპტანალიზი ემსახურება ამ დაცვის „გატეხვას“ და კრიპტოგრაფიაში სისუსტეები აღმოჩენას, მისი გაუმჯობესების მიზნით.
კრიპტოლოგია მოიცავს ორივეს: კრიპტოგრაფიასაც და კრიპტანალიზსაც.

ძლიერი კრიპტოგრაფია
„მსოფლიოში არსებობს ორი ტიპის კრიპტოგრაფია: პირველი რომელიც თქვენს ფასეულ მონაცემებს დაიცავს თქვენი შვილებისგან და მეორე, რომელიც ფასეულ მონაცემებს დაიცავს გამოცდილი კომპიუტერული კრიმინალებისგან“.
კრიპტოგრაფიის სიძლიერე განისაზღვრება დროითა და რესურსებით, რომლებიც დაიხარჯება მის „გატეხვაზე“. ძლიერი კრიპტოგრაფიის შედეგია შიფრი, რომელსაც ვერ „გატეხავს“ ერთად აღებული ყველა კომპიუტერის სიძლიერე და მილიარდობით წლები – სამყაროს აღსასრულამდე.
მაშინ იფიქრებთ: თუ შეიქმნა ასეთი ალგორითმი, რა საჭიროა კრიპტანალიზი? მაგარამ რეალურად გვჯერა ასეთი ალგორითმის შექმნისა? არავის დაუმტკიცებია, რომ ყველაზე ძლიერ კრიპტოგრაფიასაც კი შეუძლია გაუძლოს „ხვალინდელ დღეს“.
ასე რომ, ასეთი „შეუვალი“ კრიპტოგრაფიული ალგორითმის ძიებას, ჯობია იყოთ მომზადებულნი და გამოიყენოთ პრაქტიკაში დანერგილი და ფართო გამოყენებაში მყოფი ალგორითმები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close