გართობაუცნაური

ცრურწმენები ფუტკრებზე

b143f7247997

დღეს, ალბათ ვერ ვნახავთ ბევრ ადამიანს, რომელიც შეინახავს ფუტკარს თავის საფულეში. მაგრამ გაზაფხულზე პირველი დანახული ფუტკრის დაჭერა მიჩნეულია, რომ წარმატებების მოტანის ნიშანია. და, თუ თქვენ შეინახავთ ამ ფუტკარს თქვენს საფულეში, არასდროს მოგაკლდებათ ფული. ალბათ, იმიტომ, რომ უბრალოდ შეგეშენდებათ საფულის გახსნა. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ ცრურწმენებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ფუტკრებთან. გააგრძელეთ კითხვა…

 

4c3425f60af4

 

თუ თქვენს ფანჯარასთან დაინახავთ მფრინავ ფუტკარს, მაშინ თქვენ ცოტა ხანში გესტუმრებათ სტუმარი. მაგრამ კარგად დააკვირდით ფუტკარს, თუ მას წითელი ბოლო აქვს, თქვენი სტუმარი იქნება კაცი. თუ თეთრი ექნება, მაშინ ქალი. თუ მოხდა ისე, რომ ფუტკარი თქვენს სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან ბზუის, მოგიწევთ საჭმლის მომარაგება, რადგან სტუმარი დიდი ხნით აპირებს დარჩენას. რაც მთავარია არ გააგდოთ ფუტკარი სახლის გარეთ, რადგან ეს მოგიტანთ დაუჯერებლად დიდ წარუმატებლობას. ფუტკარს განსაკუთრებით არ უყვარს ცუდი ქცევა, თქვენს სახლს არ გაეკარება არც ერთი ფუტკარი, თუ თქვენს ოჯახში გამუდმებით კამათი და ჩხუბია. 1850-იანი წლების ჟურნალში ეწერა, რომ “თუ ქალი და კაცი ჩხუბობენ, ფუტკრები დატოვებენ მათ”. უცენზურო სიტყვებით არ უნდა ისაუბროთ იმ ადგილას, სადაც ფუტკრების სკაა ან ისინი იქ დიდი რაოდენობით არიან, რადგან ეს მათ აღზიანებთ, მყუდროებას ურღვევთ და თაფლის დამზადების პროცესს ანელებს. მიჩნეულია, რომ ფუტკარი არის ზრდილობიანობის მაგალითი. ასევე ფუტკრებს უყვართ სისუფთავე. ჯერ კიდევ ჩვ. წ. 77 წელს პლინიუსი თავის წიგნში “ბუნების ისტორია” აფრთხილებდა თავის მკითხველებს: “განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ ადამაინი, რომელიც იღებს თაფლს, უნდა იყოს კარგად დაბანილი და გასუფთავებული”. ფუტკრები შესამჩნევად ღიზიანდებიან, როცა ხედავენ ჭუჭყიან ხელებს, თავიანთ სუფთა თაფლში.

 

bfe042a6b936

 

განსაკუთრებით ბევრი ცრურწმენა ფუტკრების შესახებ გავრცელებული იყო მე-17 საუკუნეში. მიჩნეული იყო, რომ თუ სკების პატრონი გარდაიცვლებოდა, ყველა ფუტკარი მოკვდებოდა ან წავიდოდა სხვა ადგილას. მაგრამ თუ იმ ადგილას სადაც სკაა მოხვდებოდა გარდაცვლილი მეპატრონის რაიმე ნივთი, მაშინ ფუტკრები გადარჩებოდნენ. ასევე იყო ასეთი ჩვეულება ქორწილის და დაკრძალვის დროს- ფუტკრებს აძლევდნენ საქორწინო ტორტის ან დაკრძალვის ბისკვიტის ნაჭერს და ეუბნებოდნენ დაქორწინებულის ან გარდაცვლილის სახელს. თუ ფუტკრებს არ ეცოდინებოდათ ვინმეს დაქორწინების შესახებ, მაშინ ისინი ძალიან გაბრაზდებოდნენ და ვისთანაც მიაღწევდნენ იმათ დანესტრავდნენ და თუ მათ კვლავ არ გააგებინებდნენ ასეთ ამბავს მაშინ დაქორწინებულები დასნეულდებოდნენ და შეიძლება მომკვდარიყვნენ კიდეც.

ასე, რომ სხვა დროს თუ თქვენ იმყოფებით მაღაზიის რიგში და ფუტკარი ამოფრინდა ქალის საფულიდან, არ გაგიკვირდეთ- ის გიჟი არა არის, ის უბრალოდ ცრუმორწმუნეა.

Back to top button