გასართობისაკითხავისასარგებლო

19 საუკუნის ფრანგი მწერლები (ნაწილი პირველი)

center

19 საუკუნის საფრანგეთში ჩამოყალიბებული მწერალთა ჯგუფის შემოქმედებაში აშკარადაა ნაჩვენები მათი საუკუნისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური, სოციალური და ფილოსოფიური გარდატეხები.

19 საუკუნე მხატვრული ლიტერატურისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხანაა. საფრანგეთში სტენდალის ბალზაკის, ჰიუგოს, ფლობერის, ზოლასა და მოპასანის ნაწარმოები ლიტერატურული ფორმების მრავალფეროვნების შესანიშნავ მაგალითებს წარმოადგენენ. ლიტერატურული ნაწარმოები, რა თქმა უნდა, 18 საუკუნეშიც იქმნებოდა. მათ შორის საუკეთესო, მაგალითად, შოდერლო დე ლაკლოს “სახიფათო კავშირები” (1782), დახვეწილობითა და საზრიანობით გამოირჩევა, ხშირია საზოგადოების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება.

შოდერლო დე დაკლო (Choderlos De Laclos)
center

წიგნი სახიფათო კავშირები
center

მარივოს “მეტიჩარა გლეხი” (1735–36) ბრწყინვალედ აღწერს მუშა კლასის ცხოვრებას. მაშინ როცა პრევოს “მანონ ლესკოს ამბავი” (1731) მხოლოდ სენტიმენტალური რომანია.

აბატი პრევო (ABATI PREVO)
center

წიგნი მანონ ლესკოს ამბავი
center

ყველა ეს ნაწარმოები 18 საუკუნის ძველი სტატიკური მონარქიული ფრანგული საზოგადოების ანარაკელია. მწერლობაში ეს ხანა, ასევე, განმანათლებლობის ხანად არის ცნობილი. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ საზოგადოების ახალი ტიპი უნდა ჩამოყალიბებულიყო, უნდა აღმოფხვრილიყო სოციალური უსამართლობა, რაც ადამიანთა განვითარებას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა, რევოლუცია მოვიდა და წავიდა, მაგრამ ადამიანთა მდგომარეობა არ შეცვლილა. 19 საუკუნის დასაწყისში ფრანგული საზოგადოება სერიოზულ ქაოსში მოექცა. ამ დროის მწერლები არსებული მდგომარეობის ასახვას ცდილობდნენ.

რევოლუციური გარდაქმნა
ახალ საუკუნეში ლიტერატურის განვითარებაზე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტები ახდენდნენ გავლენას. სამრეწველო გადატრიალება ინგლისის შემდეგ საფრანგეთშიც განხორციელდა. ამ ფაქტმა 1930-იანი წლების შემდეგ ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვილებები დააჩქარა. ინგლისის მაგალითზე, დიდი ურბანული ცენტრების ზრდამ ინვესტორების, ბანკირების, მენეჯერების, ქარხნის მუშებისა და საშუალო კლასის წარმომადგენლები წარმოქმნა. სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა, საბოლოოდ, 1830, 1948 და 1871 წლების რევოლუციური გარდაქმნებით დამთავრდა. პარიზი, დროთა განმავლობაში, გართობისა და ხელოვნების ევროპულ დედაქალაქად იქცა. ფრანგული ენა კი დიპლომატიის საერთო ენად და განათლებული ხალხისთვის აუცილებელ პირობად გადაიქცა. ფრანგი მწერლების ნაწარმოები საფრანგეთის საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად იკითხებოდა. რკინიგზის განვითარებამ ლიტერატურის გავრცელებას შეუწყო ხელი. რკინიგზის საშუალებით იოლად ხდებოდა ლიტერატურული ნაწარმოებების გაყიდვაც. იაფი გაზეთები, რომლებიც 1830-იან წლებში გამოჩნდა, პოპულარული მწერლების მხატვრული ნაწარმოებების სერიულ დანაყოფებს მოიცავდა. ახლად შექმნილი საშუალო კლასის მზარდი წარმომადგენლები (ბურჟუაზია) ლიტერატურულ ნაწარმოებებს დიდი ინტერესით კითხულობდნენ, რადგან მათში ახალი განვითარებადი საზოგადოების ანარეკლს ხედავდნენ. საუკუნის მთავარი ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, რომანტიზმსა და რეალიზმს შორის იყო მოქცეული. საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენდა რეალიზმის მძაფრი ფორმა, რომელსაც ნატურალიზმი ეწოდა. უამრავმა მწერალმა ორივე ამ მიმდინარეობის ელემენტები გააერთიანა.

სტენდალი

ჰენრი ბეილი
center

სტენდალის (ჰენრი ბეილის ფსევდონიმი 1783-1842) შემოქმედებაში ასახულია რომანტიზმიც და ნატურალიზმიც. მისი ნამუშევრები მოიცავს ავტობიოგრაფიას, სამოგზაურო ჟანრს, ესეებს მუსიკის, მხატვრობისა და პოლიტიკის შესახებ. მას ეკუთვნის, ასევე, ორი უდიდესი რომანი ” წითელი და შავი”(1930) და “პარმის სავანე” (1839). მესამე შესანიშნავი რომანი “ლუსიენ ლევენი” დაუმთავრებელი დარჩა და 1894 წალმდე არ გამოქვეყნებულა. ამ დროს მისი სიკვდილიდან თითქმის ნახევარი საუკუნე იყო გასული. სტენდალის რომანებში ბევრი თემაა განსახილველი. მათში, ასევე, ბევრი მოქმედი გმირია. მოვლენები, ძირითადად, ჭკვიანი ამბიციური ახალგაზრდა კაცის ირგვლივ ვითარდება, რომლის პირადი ემოციები მის საზოგადოებისაგან გამოყოფას იწვევს და, ამასთანავე, მუდმივაად კონფლიქტშია. ცხოვრებისეული რომანტიზმი სტენდალის ყველა გმირში იგრძნობა. ისინი მთელი ცხოვრება პირადი ღირსებების შესანარჩუნებლად იბრძვიან. სტენდალის რეალიზმი რომანტიზმის მრავალ ნიშან-თვისებას შეიცავს; მისი რომანები, უმთავრესად, ისტორიული და პოლიტიკური ხასიათისაა. იგი ღრმად წვდება თავისი ეპოქის სულს, ქმნის პერსონაჟთა მდიდარ და მრავალფეროვან გალერეას, სადაც სხვადასხვა ფენის, საზოგადოებრივი მდგომარეობის, მორალის, ბუნებისა და ზნეობრივი არსით განსხვავებული ადამიანები არიან წარმოჩენილი. სტენდალი მისი გმირების ბუნებას მელოდრამულ სიტუაციაში ავლენს. “წითელი და შავის” გმირი, ჟულიენ სორელი, ყველაფერს კარგავს და სიცოცხლეს ყოფილი სიყვარულის მკვლელობის მცდელობის გამო ამთავრებს. “ჰარმის სავანეში” არაჩვეულებრივი დრამატიზმით არის წარმოჩენილი ჩრდილოეთ იტალიის პატარა სამთავროს ცხოვრებისა და სოციალური ურთიერთობათა სურათი.

იმედია მოგეწონათ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ მეორე ნაწილს…

სტატია შედგენილია ჩემს მიერ

თეგები
Booking.com

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close