გამოგონებასაკითხავისასარგებლო

9 ჩიპი, რომელიც მომავალს შეცვლის

9a4ad675221d

1. RFID ჩიპები მცირე ზომისაა, რაც კანქვეშ მათი ჩანერგვის შესაძლებლობას იძლევა. მათი გამოყენება შეიძლება თქვენი კომპიუტერის ან ბინის კარების განბლოკვისთვის; ან კიდევ გააღებს მათ მიახლოებისას და გაგათავისუფლებთ გასაღებების ტარებისგან.

image15464379

2. სამედიცინო სენსორები დროულად აღმოაჩენენ სნეულების საწყის სტადიას და ამცნობენ მის მფლობელს.

image15553596

3. Energy Harvesters-ის ჩიპები წარმოადგენენ მოქნილ პიეზოელექტრონულ აპკს, რომელიც შეიძლება კანქვეშ ჩაინერგოს. აპკი სხეულის მოძრაობას გარდაქმნის ელექტრონულ ენერგიად, რაც გაჯეტთა კვების წყაროდ გამოიყენება.

image15605840

4. შუქდიოდური ჩიპები შეცვლიან ჩვეულებრივ ტატუირებას, შექმნიან დისპლეის კანის ზედაპირზე ან კიდევ შეიძლება გამოყენებული იქნენ ფანრად

image15656057

5. ტელევიზორები უზარმაზარი ეკრანით მალე არავისთვის საჭირო აღარ იქნება, რადგან მალე შეიმუშავებენ საკონტაქტო ლინზებს, რომლებიც პირდაპირ თვალში აწარმოებენ გამოსახულების პროეცირებას.

image15700003

6. ჩიპები, რომლებიც ჩანერგილი იქნება ადამიანის თავის ტვინში შექმნიან პირდაპირ ინტერფეისს ტექნიკასა და ადამიანს შორის. მათ დროს უკვე საჭირო აღარ იქნება არც დისტანციური მართვის პულტები და არც კლავიატურა.

image15752091

7. კიბერნეტიკული პროთეზირება არა მარტო შეცვლის დაკარგულ კიდურებს, არამედ საკუთარი შესაძლებლობებით გადააჭარბებს კიდევაც მათ. ასე, მაგალითად, მექანიკურ ხელის მტევანს შეუძლია 360 გრადუსით შემობრუნება.

image15815350

8. ხელოვნური თვალები შესაძლებლობას მისცემენ ადამიანს ნატურალურზე მილიონობით უფრო მეტ ფერში დაინახონ გარემო, თანაც ნებისმიერ დიაპაზონში.

image15846035

9. ჩიპი Orgasmatrons შემუშავებულია სიამოვნების ცენტრების სტიმულაციის დახმარებით ქრონიკული ტკივილების შესამსუბუქებლად და გააჩნია გვერდითი მოვლენა, რომელსაც ზოგიერთი დედაკაცი განიცდის. ამასთან მოცემულ ტექნოლოგიას მზა პროდუქციის სტატუსი გააჩნია, თუმცა ჯერ-ჯერობით ის მხოლოდ მდიდრებისთვის არის მისაწვდომი. მისი ფასი 12 000 დოლარია.
წყარო: www.apocalypse.ge

მსგავსი ამბები

Back to top button