უცნაური

თეთრი სახლის ჯოჯოხეთური მკვიდრები

0159b63d06cd

ჩემო კარგო უცნაურელებოო, თქვენ არ იცით როგორ მომენატრეთ. აი ზუსტად გუშინ მოვრჩი 8–ვე გამოცდას და რადგანაც 1 თვის მანძილზე მცალია, შევეცდები რამე საინტერესო მოგითხროთ… მაშ ასე… ვიწყებ

მოჩვენებების სიმრავლით თეთრი სახლი არ ჩამორჩება ინგლისის ძველ ციხესიმაგრეებს.

“ერის სახლის” მშენებლობა დაიწყო 1792 წელს.მას აშენებდნენ მონები პლანტაციებიდან და ემიგრანტები.პირველი პრეზიდენტი, რომელმაც აქ ღამე გაატარა იყო ჯონ ადამსი. ეს ისე, ცოტაოდენი ინფორმაცია :)

ლინკოლნის მოჩვენება

4516bf82fc84

თეთრი სახლის ყველაზე მთავარ მოჩვენებად შეიძლება ჩაითვალოს აბრაამ ლინკოლნის ფანტომი, აშშ-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტის. ის ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს ნანახი, მათ შორის ნიდერლანდების დედოფალ ვილგელმინას.
პირველად მოჩვენება დაინახა გრეის კულიჯმა, ლინკოლნის შემდგომი პრეზიდენტის ცოლმა.მან აღმოაჩინა ის ოვალურ კაბინეტში,სადაც ის ფანჯარასთან იდგა და ჩაფიქრებული იყურებოდა.ლინკოლნს სიცოცხლეში უყვარდა ასე დგომა.

ყველაზე ხშირად ლინკოლნის მოჩვენება ჩნდებოდა ფრანკლინ რუზველტის დროს. რუზველტის ერთ-ერთმა მდივანმა დაინახა, თუ როგორ იჯდა ის საწოლზე და იკრავდა თასმებს. შემდგომ კი იმავე ოთახში ბუხრის ანთებას ცდილობდა.

მაგრამ ყველაზე შეშინებული ნიდერლანდების დედოფალი ვილგელმინა დარჩა.1914 წელს ის ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუზველტს.იგი დაასახლეს ლინკოლნის საძინებელში.როდესაც დედოფალმა ოთახი შემოაღო, დაინახა რომ სიბნელიდან მას ცილინდრდახურული ლინკოლნი უყურებდა.ეტყობა ყოფილმა პრეზიდენტმა ჩათვალა საჭიროდ ასეთი სტუმარი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა.მაგრამ დედოფალმა ეს ჯენტლმენური ჟესტი ვერ გაიგო და გული წაუვიდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა უარი თქვა თეთრ სახლში გაეტარებინა ღამე, მას შემდეგ რაც ლინკოლნის მოჩვენება დაინახა.უინსტონი ახლად გამოსულიყო აბაზანიდან, ჯერ კიდევ შიშველი,სიგარით , როცა დაინახა როგორ აჩაღებდა ცეცხლს ბუხარში ლინკოლნი .

არა მარტო ლინკოლნი არის “ჩაწერილი” თეთრ სახლში. ასევე მისი შვილი, რომელიც 12 წლის ასაკში გარდაიცვალა,იულიამ ლინკოლნი ხშირად დაძრწის სახლის კედლებში.მისი დედა ყვებოდა “ის ყოველ ღამე მსტუმრობს და ჩემს საწოლთან დგას ”

მოუსვენარი დონ ჟუანი

899571607ead

ბევრი ხათაბალა ასევე დაკავშირებულია სხვა მოჩვენებასთან- პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონთან.სიცოცხლის დროს ის არ იყო გულგრილი მდედრობითი სქესის მიმართ და სიკვდილის შემდეგაც დარჩა ასეთად.მისი მოჩვენება ხშირად ეფლირტავება ახალგაზრდა მდივნებს და მოახლეებს.მისი საძინებელი იყო ე.წ. ვარდისფერ ოთახში და როდესაც თეთრი სახლის მაცხოვრებელი ქალბატონები ჩაუვლიან ამ ოთახს, ხშირად ესმით მისი კისკისი.

ქალის კვალი

079e2df7e2c9

თეთრ სახლში ბევრი ქალი მოჩვენებაა.ყველა მათგანი ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ შენობასთან. ვარდების ბაღში დასახლდა დოლი პეინის- ჯეიმს მედისონის ცოლის  სული.ეს ბაღი მან თვითონ გააშენა და როდესაც 100 წლის შემდეგ, ვუდრო ვილსონის ცოლმა გადაწყვიტა გაენადგურებინა ეს ბაღი, დოლის სულმა საკუთარი კატეგორიული “არა” გამოხატა.მუშები ყვირილით მივარდნენ ელენ-ლუიზა ვილსონთან და უთხრეს, რომ ბაღში დოლის სულია და ეჭინააღმდეგება ბაღის განადგურებას.ეს ბაღი დღემდე არსებობს.

გამჭვირვალე აბიგაილ ადამსს,პრეზიდენტ ჯონ ადამსის ცოლს,ხშირად ხედავნ თუ როგორ მიდის გამოწვდილი ხელებით, თითქოს თეთრეული უჭირავსო, საძინებლისკენ.

ჯოჯოხეთური კატა

7a9a3f08929a

ალბათ თეთრი სახლის ყველაზე საშინელი მოჩვენება, გაგიკვირდებათ და კატაა.არის ვერსია, რომ ის ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაჩნდა იმ კატების არმიასთან ერთად, რომელიც 1800 წელს შეუშვეს თეთრ სახლში, თაგვების გასანადგურებლად.ეს მოჩვენება სახლოს თეთრი სახლის სარდაფში.
ყველა, ვისაც ის უნახავს, ამბობს რომ შავი ფერისაა ცეცხლოვანი თვალებით.საკუთარი მსხვერპლის წინ ჩნდება ჯერ როგორც საყვარელი პატარა კნუტი,შემდეგ კი დიდი ზომის და აგრესიული ხდება.ეს კატა თავს ესხმის ადამიანებს და ისეთ ჭრილობებს უტოვებს, რომლებიც ძნელად ხორცდება.
საინტერესოა, რომ კატა ნაციონალური პრობლემების პერიოდში ჩნდება. ის ნახეს 1929 წელს საფონდო ბირჟის კრახის დროს,ჯონ კენედის სიკვდილის წინ და სხვა სერიოზული დრამატული ამბების დროს.

აი ასეთი ამბები ხდება თეთრ სახლში. იმედია პოსტი მოგეწონათ :* მიყვარხართ ყველა :)

BY ნაწკა

NataLie Tarashvili | Create Your Badge
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

Back to top button