არქივი

ადამიანთა საოცარი შესაძლებლობები

0fd72f65b287

რამდენიმე უცნაური და საოცარი ფენომენი გაგრძელებაში

სამწუხაროდ,რეალური ფოტოები არ მოგვეპოვება ინტერნეტ სივრცეში

ადამიანების განგური

ზოგი ადამიანი რეპტილიების მსგავსად კანს იცვლის.”საიენსში” 1891 წელს ნათქვამია,რომ ს.ო. ბასკირკი,კლარკების საგრაფოდან,იცვლიდა კანს დაბადებიდან,1850 წლიდან.ეს ხდებოდა ზაფხულის პერიოდში,ხუთი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე დღეს – 27 ივნისს.თავიდან კანი უხეშდებოდა,შემდეგ კი ნაჭრებით ჩამოდიოდა ხელებიდან.ხელებიდან და ფეხებიდან კანი ხელთათმანებივით და წინდებივით ჩამოდიოდა.როდესაც კანი მთლიანად ჩამოსცილდებოდა,ეპიდერმისის ახალი ფენა წარმოიქმნებოდა,რბილი და ვარდისფერი – ზუსტად ისეთი,ახალშობილებს რომ აქვთ.მისტერ ბასკირკს სუვენირების შესანიშნავი კოლექციები გააჩნდა,მათ შორის თეთრი ხელთათმანის მსგავსი ”ხელების” კოლექცია.ბასკირკი ყველა მხრით ჯანმრთელი იყო ახალი ზელანდიელი ქალის მსგავსად,რომელსაც კანი ყოველწლიურად ასეთივე მეთოდით სცილდებოდა.

209fec723b8c

თითების ზრდა

1974 წელს,შეფილდელმა სინტია ილინგვორტმა აღნიშნა,რომ მრავალ ბავშვს,11 წლამდე,რომლებმაც თითების ნაწილები დაკარგეს უბედური შემთხვევის დროს,გააჩნდათ უნარი გამოეზარდათ თითები თავიდან.ილინგვორტმა ეს მაშინ შეამჩნია,როდესაც ერთ ბიჭს თითი მოსძვრა.მას ჭრილობა არ გაუკერეს,არამედ შეუხვიეს და სახლში გაუშვეს.როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს,თითმა ზრდა დაიწყო და გახდა ჩვეულებრივი თითი ანაბეჭდებითა და ფრჩხილებით.ამის შემდეგ ექიმმა გადაწყვიტა ჭრილობები არ გაეკერა ასეთი ბავშვებისათვის და 1974 წლისათვის ასამდე თითის გაზრდის შემთხვევაა დარეგისტრირებული.

0fd72f65b287

ლუმინესცენტნური ნათება

1934 წელს,ასთმით დაავადებული ანა მონარო გადაიქცა „პირანოელ მანათობელ ქალად”.ავადმყოფობის პერიოდში კვირების განმავლობაში,ყოველ ღამე მისი მკერდიდან ცისფერი ნათება გამოდიოდა.ფერი ხანდახან მწვანე ან წითელი ხდებოდა,რაც მრავალმა ექიმმა დაადასტურრა და ვერც ერთმა მათგანმა სულ ცოტათი ლოგიკური ახსნაც კი ვერ მოუძებნა ამ ფაქტს.
ყველაზე ხშირად ლუმინესცენცია დაკავშირებულია ავადმყოფურ მდგომარეობასთან.მრავალი ტოქსიკოლოგიის სახელმძღვანელო აღნიშნავს ჭრილობების ნათების შემთხვევებს და ასევე ცხედრის ნათების ვარიანტებსაც.თუმცა,ჯანმრთელ ადამიანებსაც აღენიშნებათ ნათებები.ამის შესახებ დაწერილია ჟურნალ ”ინგლიშ მექანიქის” 1869 წლის ერთ-ერთ სერიაში.ბოსტონის მკვიდრი ქალი ერთ ჩვეულებრივ საღამოს მიდიოდა დასაძინებლად,როდესაც დაინახა,რომ მისი მარჯვენა ფეხის ერთი თითი ანათებდა.ქალი ფეხის ბანას მოჰყვა,რამაც ნათების არეალი გაზარდა და უკვე მთელი ტერფი უნათებდა.ფოსფორირებას თან ცუდი სუნი ახლდა.საგულდაგულო რეცხვამ ვერაფერი უშველა,ხოლო 45 წუთის შემდეგ ყველაფერმა თავისით გაიარა.ლუმინესცენცია როგორც ადამიანებს,ასევე ცხოველებსაც აღენიშნებათ.

ელექტრო-ადამიანები

ჩვეულებრივი ადამიანის ტვინს გენერირება შეუძლია,მაგრამ არა ელექტროენერგიის შენახვა,თუმცა ზოგიერთი ადამიანი ელექტრულ გველთევზას მოგვაგონებს.მათ შეუძლიათ დააგროვონ ელექტრობა,შემდგომ კი ერთბაშად გამოდევნონ რაიმესთან შეხებისას.

ხალხი ასეთი ნიჭით განსაკუთრებულ შემთხვევებში იბადება,მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ნიჭი ქრება.1953 წლის ჟურნალ ”ფრედიქშენ”-ში მოთხრობილია ელექტრულ ბავშვზე,რომელმაც ბებიაქალს დენი დაარტყა.ასეთი მუხტი მასში რამდენიმე დღე-ღამე რჩებოდა.ბავშვს ლეიდენის ქილის – ელექტროენერგიის დაგროვების ხელსაწყოს დამუხტვაც კი შეეძლო.

უფრო ხშირად,ამ შესაძლებლობას ადამიანი თავის თავში მოგვიანებით პოულობს.ერთი ასეთი შემთხვევა 1988 წელს მოხდა.36 წლის ხუ დიბომ,ურუმჩიდან(ჩინეთი),რომელიც საქვაბეში მუშაობდა,უცნაური შეგრძნებები ჰქონდა და შემდგომ აღმოაჩინა,რომ როგორც კი ხალხს მიეკარებოდა,მათ მაშინვე დენი არტყავდათ და ძირს ვარდებოდნენ.

b44244848935

მაგნიტური ხალხი

ზოგიერთ ელექტრო-ადამიანებს დამატებით მაგნიტური შესაძლებლობებიც გააჩნიათ.ერთ-ერთი გახმაურებულია ამბავია ფრენკ მაკკინსტრისთან დაკავშირებული.მასაც მაგნიტური ძალა ჰქონდა.მისი ძალა დილას განსაკუთრებულად დიდი იყო.უბედურ მაკკინსტრს დილაობით ფართხა-ფურთხით უწევდა საქმეების კეთება და სწრაფად უნდა ემოძრავა,რადგან ერთი წამით შეყოვნებაც კი მიწაზე გაკვრით მთავრდებოდა.ამას ყოველთვის ვერ გაურბოდა და შველას ითხოვდა ფეხების მიწიდან ”მოძრობისთვის”.

სხვა შემთხვევები ერთი შეხედვით ასეთი გამაოგნებელი არაა.ხშირად ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს იმის შესახებ,რომ შეიძლება რაიმე უჩვეულო ძალას ფლობდეს.1994 წელს,დიასახლისმა ერიკა ცურ სტირნბერგმა,ბოხუმიდან,თავისი მაგნიტური ძალა რუსული ქალის მაგნეტიზმის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ყურების შემდეგ აღმოაჩინა.მან ხუმრობით,მკერდზე კოვზი დაიდო და თავისდა გასაკვირად კოვზი მკერდზევე შერჩა.ამგვარად,მან ექსპერიმენტირება გააგრძელა მანამდე,სანამ მთელი სამზარეულოს აღჭურვილობა არ მიიმაგრა ტანზე.

მაგნიტური ხალხი თურმე სულაც არ ყოფილა იშვიათობა.1991 წელს სოფიოს ინფორმაციის სააგენტომ განაცხადა,რომ 300-ზე მეტი ადამიანი ეჯიბრებოდა ერთმანეთს მეტალის ნივთების სხეულზე გაჩერების ხანგრძლივობაში.

ყველაზე გასაკვირი ისაა,რომ ზოგიერთ მაგნიტურ ადამიანს შეუძლია ასწიოს არა მარტო მეტალი.”საიენსი” წერდა 1889 წელს უ.სიმონის მიერ ბალტიმორელ ლუის ჰამბურგერზე ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ.ლუის ჰამბურგერის თითის წვერები – სუფთა და მშრალ მდგომარეობაში- ეკვროდა მეტალს,ქვას,რეზინას,ხეს,მინასა და სხვა მატერიალს და ოდნავი შეხებითაც კი შეეძლო საგნის აწევა.მაგალითად,მან ასწია 5 ფუნტიანი რკინით სავსე ქილა ისე მსუბუქად,თითქოს ბამბუკის ჯოხი ყოფილიყოს.

0195fa371e21

cc391f1450fc

ცეცხლის სუნთქვა

1882 წელს,ექიმმა ლ.კ. ვულმენმა გამოიკვლია 27 წლის უ.მ. ანდერვუდი,პო-პო-დან,მიჩიგანი.ანდერვუდს არაჩვეულებრივი სიმპტომი აღენიშნებოდა – ცეცხლის სუნთქვა.”საინთიფიქ ემერიქენ” მოწმობს,რომ მას ცხვირსახოცებისა და ქაღალდის აალება შეეძლო მათზე ოდნავ დასუნთქვით.იგი სანადიროდ ასანთის გარეშე დადიოდა.ტყეში აგროვებდა მშრალ ფოთლებს და მათზე დასუნთქვით კოცონს აჩაღებდა,შემდეგ კი თავის წინდებს იმაზე აშრობდა.მან თავისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობების გარეშე სრულიად შემთხვევით გაიგო – ძლიერად დასუნა სუნამომისხმულ ცხვირსახოცს და დაწვა.

ექიმმა ვერ ახსნა ფენომენი,მაგრამ ირწმუნებოდა,რომ არანაირ ტყუილს არ ჰქონდა ადგილი,რადგანაც დემონსტრაციის წინ ანდერვუდმა გაიხადა,პირი გაისუფთავა,დაიბანა ხელები და საგულდაგულო გამოკვლევა ჩაატარებინა სპეციალისტებს.

b0228f3840ba

რენტგენული ხედვა

მეოცე საუკუნის ბოლოს ორი შემთხვევაა დარეგისტრირებული რენტგენული ხედვისა.ერთი დაკავშირებულია 31 წლის პეკინელ სენ სიან-ლინთან.იგი მოგზაურობდა დასავლეთით 1988 წელს,თავისი ოსტატობის დემონსტრირებისათვის.სენი ეხმარებოდა ექიმებს ერის განმათავისუფლებელი არმიის შტაბში და განაცხადა,რომ შეუძლია დაინახოს პაციენტის ორგანოები და ძვლები სრულ ფერებსა და მესამე განზომილებაში.მის პაციენტებში იყო ბევრი ჩინელი ხელმძღვანელი,მათ შორის დენ სიაოპინი.

უფრო საოცარი შემთხვევაა ყოფილი დონეცკელი მეამწეკრანის,იულია ვორობიევის შემთხვევა,რომელიც ”იზვესტიი”-ში იყო 1987 წლის 14 ივნისს აღწერილი.1978 წლის მარტში 37 წლის იულიამ მიიღო 380 ვოლტიანი დენის დარტყმა.მისი სიკვდილი დააფიქსირეს და მორგში დააწვინეს.თუმცა,როდესაც გაკვეთა დაიწყო და სისხლი წამოვიდა,”ცხედარი” გაცოცხლდა.ვორობიევამ აღნიშნა,რომ 6 თვის განმავლობაში წესივრად არ უძინია,და ბოლოს და ბოლოს ღრმა ძილით ჩაეძინა,რომლის შემდეგ დასვენებულად გრძნობდა თავს და უცნაურობებს პოულობდა თავის თავში.როდესაც პურის საყიდლად გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი ქალი დაინახა,განცვიფრებისგან გაქვავდა – მას შეეძლო დაენახა მისი შიგნეულობა თანსაცმლისა და კანის მიღმაც კი.

ისევე როგორც სენმა,ისიც მედიკოსი გახდა და დონეცკის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა,სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა,განსაკუთრებით კი სახელი ჰქონდა განთქმული კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დიაგნოსტიკით.კოლეგების თქმით ვორობიევა არასდროს ცდებოდა დიაგნოზის დასმისას.

32a4c47cb813

პოსტი საკონკურსეა,იმედია მოგეწონათ

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა
100001979419114.1059.2017624992

იხილეთ ასევე
Close
Back to top button