არქივი

იუდეის ომი და ებრაელთა მასიური მიგრაცია მსოფლიოში

5fb8c11e3d26

ალბათ ბევრ თქვენგანს აინტერესებს რატომ არიან ებრაელები მიმობნეული მთელ მსოფლიოში, რა უძღოდა ამ მოვლენას წინ. მე ისტორიკოსი არ ვარ და შესაბამისად, ხელთ არ მეწიფება უფრო ვრცელი სტატია მივუძღვნა ამ თემას, მაგრამ მაინც შევეცდები მოკლედ და გასაგებად ვისაუბრო ამ მოვლენებზე…

386a4fe8f21d

პირველი აჯანყება ებრაელებმა წამოიწყეს 66 წელს, ეს არის წლები ყველასთვის კარგად ნაცნობი დიქტატორი ნერონისა, ამას წინ უძღოდა ნერონის აკვიატება რომლის თანახმადაც მთელს იმპერიაში უნდა დადგმულიყო ნერონის ბიუსტი, ებრელები ამის წინააღმდეგნი გამოვიდნენ რაც აჯანყებაში გადაიზარდა, აჯანყებულებმა რომაული გარნიზორები გაჟლიტეს. იუდეველთა გასანადგურებლად და იერუსალიმის ასაღებად არმიით გაეშურა სირიის მაშინდელი ლეგატი გაიუს ცესტიუს გალუსი, მაგრამ იგი დამარცხდა, ხოლო აჯანყება კიდევ უფრო გაფართოვდა და გამძვინვარდა. მაშინ ნერონმა პალესტინაში გაგზავნა ტიტე ფლავიუს ვესპასიანე, რომელმაც 67 წელს ხელთ იგდო მთელი გალილეა, ხოლო 68 წელს იუდეის უმეტესი ნაწილი და საიერიშოდ მიადგა თვით იერუსალიმს.

7ea3d40c77b5

მას შემდეგ, რაც ვესპასიანე რომში გაემგზავრა, აჯანყებულ იუდეველებთან ბრძოლას მისი ვაჟი ტიტე ჩაუდგა სათავეში. 70 წლის აპრილში ტიტემ ეგვიპტიდან ახალი საომარი ძალები მიიღო და იერუსალიმს გარს შემოადგა. საიერიშოდ ქალაქს სამრიგოვანი თავადაცვითი ზღუდეები და ფანატიკურად თავგანწირული მრავალრიცხოვანი მოსახლეობა იცავდა. რომაელებმა გაჭირვებით აიღეს პირველი და მეორე კედელი, მაგრამ ქალაქის ძველი ნაწილი და თვითონ იერუსალიმის ცნობილი ტაძარი უდიდესი თავზეხელაღებულობით განაგრძნობდნენ თავდაცვას. აგვისტოს მიწურულში, საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რომაელებმა ტაძარი აიღეს, ძვლებამდე გააშიშვლეს, ხანძარს მისცეს და ნაცარტუტად აქციეს.

c02c8b10c6c3

ამას მოყვა ზედა ქალაქის დაცემაც, ნაბუქოდანოსორის შემოსევის შემდეგ იერუსალიმს ასეთი კატასტროფა არ მოსწრებია. რომაელებმა თელი ქალაქი საძირკვლამდე დაანგრიეს და მოშალეს. აჯანყება სავსებით ჩაქრა, როცა უკანასკნელად დაეცა მასადა აქ რომაელებმა ციხე სიმაგრე ალყაში მოაქციეს და შესასვლელად მიწაყრილის შენება დაიწყეს, მასადაში მყოფმა ყველა ებრაელმა მასიური თვითმკვლელობა მოაწყეს მათ ერთმანეთი დახოცეს რადგან თვითმკველობას რელიგია უკრძალავდათ ბოლოს ერთმა დარჩენილმა კი თავი მოიკლა. რომაელებმა იუდეა სირიისგან გამოჰყვეს, ცალკე პროვინციად გამოაცხადეს, ძლიერი გარნიზორები ჩაუყენეს და მოსახლეობაზე სულადობრივი გადასახადი გააწერეს. 71 წელს ტიტემ ამ გამარჯვების აღსანიშნავად, მამა-იმპერატორთან ერთად, რომში ბრწყინვალე ტრიუმფი გადაიხადა.

533b73561c8f

ებრაელების აჯანყებამ კვლავ იფეთქა იმპერატორ ტრაიანეს მართველობის უკანასკნელ წლებში (115-117) აჯანყდნენ კირენაში ეგვიპტესა და კვიპროსზე. ისინი სასტიკი მესისხლეობით სპობდნენ იტალიელებს, მაგრამ უარესის სისასტიკით გაჟლიტეს მაშინ აჯანყებული ებრაელები რომაელებმა ტრაიანეს სარდლების ლუციუს კვიეტიუსისა და მარციუს ტურბონის მეთაურობით

ახალამა აჯანყებამ ამჯერად იმპერატორ ადრეანეს დროს იფეთქა, გამოსვლის საბაბი შეიქმნა დანგრეული იერუსალიმის აღდგენა რომაულ ყაიდაზე, სახელდობრ როგორც ითქვა, აქ უნდა დაარსებულიყო რომაული კოლონია ელია კაპიტოლიუმელის ( Aelia Capitolina) სახელწოდებით, ხოლო თვით იეღოვას ტაძრის ადგილზე უნდა აღმართულიყო იუპიტერ კაპიტოლიუმელის ტაძარი.

f4d20abc690e

აჯანყება დაიწყო 135 წელს. მას სათავეში ჩაუდგა ვინმე ფანატიკოსი სიმონი, რომელმაც თავი გამოაცხადა მესიად ( ეს იესო ნაზარეველის შემდეგ მეორე შემთხვევა იყო როდესაც ებრაელმა გამოცხადა საკუთარი თავი მესიად)  მხსნელად და მიიღო სახელწოდება ბარ-კოხბა – “ძე ვარსკვლავისა”. სახელწოდებაც და მესია მხსნელობაც მას გამოჰყავდა ძველი აღთქმის “რიცხვთა” წიგნებიდან (XXIV, 17), სადაც ნათქვამია: “ამოვა ვარსკვლავი იაკობისა და აღსდგება კვერთხი ისრაელისა და მოსრავს მთავართა მოაბისა და გაანადგურებს ყველას ძეთა სითოისა” სიმონმა საკუთარი მონეტაც კი მოაჭრევინა, რომლის ერთ მხარეზე ეწერა “ბარ-კოხბა”, მეორეზე – თავისუფლება იერუსალიმსა”. სიმონის “ვარსკვლავშვილობა” და “მესიაობა” დაადასტურა მოსეს კანონმდებლობის დიდმა მცოდნემ, მოძღვარმა აკიბამ.

8683480b625d

იუდეაში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც აჯანყებაზე ხელის აღებას და რომაელებთან შერიგებისკენ მოუწოდებდნენ, სიმონის შარლატანობას ამხელდნენ და ბარ-კოხბას ნაცვლად მას “ბარ-კოზიბას” (ძე სიცრუისა) უწოდებდნენ. მაგრამ აჯანყება დაიწყო: დაიწყო დიდი ფანატიზმით და თავგანწირვით. ადრიანემ დაუყონებლივ გაგზავნა პალესტინაში რჩეული ლეგიონი რჩეული სარდლის იულიუს სევერუსის მეთაურობით. ბრძოლა სამი წელი გაგრძელდა. რომაელებმა მთელი პალესტინა ააოხრეს და გააპარტახეს, გაძარცვეს და დააქციეს ყველა სოფელი, ქალაქი და ციხესიმაგრე.  ბოლოს აიღეს თვითონ აჯანყების ბელადის თავშესაფარი, ციხესიმაგრე ბეტერა. ბარ-კოხბა მისმა თანამებრძოლებმა მატყუარად ცნეს და თავისი ხელით მოკლეს, აკიბა როამელებმა დასაჯეს სიკვდილით.

9866a9102bf2

ომი დამთავრდა (138წ) საშინელმა ხოცვა ჟლეტამ 580.000 ებრაელის სიცოცხლე შეიწირა. გადარჩენილები ჩალის ფასად გაიყიდნენ მონაათა ბაზრებზე. ასირიელებისა და ბაბილონელებისგან დაწყებული ებრაული დიასპორა (განთესვა)  ადრიანემ ახალი ბრძანებით დაასრულა: ყოველ ებრაელს ამიერიდან ეკრძალებოდა იუდეაში ცხოვრება . ისინი იმპერიის სხვადასხვა კუთხეში უნდა მიმოფანტულიყვნენ. იერუსალიმის ადგილზე რომაული  Aelia Capitolina აშენდა. ქალაქის ალაყაფთან ებრაელთა დასაცინად ღორის გამოსახულება დადგეს. იერუსალიმის ტაძრის ნაცვლად იმპერატორის ტაძარი აღიმართა. ადრიანემ, რომელმაც უარი თქვა ტრიუმფზე “საზიზღარ ებრაელ მონებზე”  გამარჯვებისთვის, ახლა პირადად მიიღო მონაწილეობა ახალი, რომაული იერუსალიმის საზეიმო გახსნაზე.

2a1e90abf42e

ასე დასრულდა ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი ტრაგედია. შემდგომში მათ მოიპოვეს ერთადერთი უფლება: ყოველ წელს, მხოლოდ ერთ დღეს, 10 აგვისტოს, ტიტეს მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის დღეს მისულიყვნენ სიონის მთაზე და სამგლოვიარო თალხებით მოსილთ დაეტირათ ოდინდელი ძლიერება თავიანთი ქვეყნისა და “წმინდა ქალაქის” – იერუსალიმისა….

kornelius

I am kornelius

მსგავსი ამბები

Back to top button