მერლინი
მერილინ მონრო დაიბადა 1 ივნისს, 1926 წელს, ლოს ანჯელესის საერთო საავადმყოფოში. მას დაარქვეს Norma Jeane Mortenson.
მონროს ცხოვრების ყველაზე დიდი დარტყმა იყო ის, რომ არ ჰყავდა მამა, რომელიც დაეხმარებოდა, დაიცავდა. პატარა გოგონა ყოველთვის ეკითხებოდა დედას მამის ამბავს. მონროს ოთახში კედელზე სურათი ეკიდა, რომელზეც ლამაზი და მიმზიდველი მამაკაცი იყო გამოსახული. დედა ეუბნეოდა, რომ სწორედ ის იყო მამამისი.
Norma Jeane, როდესაც წამოიზარდა ცდილობდა ტელეფონით დაკავშირებოდა მამას. მაგრამ, როგორც კი გაიგო, რომ შვილი ურეკავდა ტელეფონი გათიშა. გოგონა მაინც ცდილობდა დაკავშირებას და კალიფორნიაში ჩააკითხა, მაგრამ კაცმა არ ისურვა მისი ნახვა.
მერლინის დედას ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა და ბოლოს მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მერლინს ბებია უვლიდა, რომელიც ძალიან მორწმუნე ქალი იყო და ბავშვიც ტაძარში ხშირად მიყავდა. თუმცა ის ძლიერ მოხუცებული იყო და მალევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ მერლინი წაიყვანეს უპატრონო ბავშვთა სახლში. მოგვიანებით მონრო იხსენებდა : “მე დავიწყე ტირილი, ‘გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, წამიყვანეთ სახლში მე არ ვარ ობოლი, დედაჩემი არ არის მკვდარი. მე არ ვარ ობოლი – უბრალოდ, ის საავადმყოფოშია. გთხოვთ … ”
Marilyn ორი წლის განმავლობაში ბავშვთა სახლში აუტანელ პირობებში იყო. იგი იძულებული იყო გაერეცხა 100 ჭიქა, ამდენივე თეფში და დანა-ჩანგალი . ამ წლებს მონრო დიდი ტკივილით იხსენებდა მას ჰქონდა ოცნება დიდი და ბედნიერი ოჯახი. იგი იყო მარტო, მიტოვებული და დაუცველი.
მან ბავშვთა სახლში 2 წელი დაჰყო. შემდეგ იგი იშვილა ოჯახმა. მათ მალევე შეცვალეს გადაწყვეტილება და მერლინი კვლავ ბავშვთა სახლში დააბრუნეს. ამის შემდეგ მერლინი გადადიოდა ოჯახიდან ოჯახში აღსაზრდელად. ამ პერიოდმა საშინელი კვალი დატოვა მის სულში. როგორც შემდეგ აღნიშნა მონრომ, იგი გააუპატიურა იმ ოჯახის ახლო მეგობარმა, სადაც ცხოვრობდა. როდესაც მერლინი დედას გამოუტყდა, ამ უკანასკნელმა არ დაუჯერა და დატუქსა გოგონა.
მოგვიანებით მერლინს მიაკითხა ოჯახის შორეულმა ახლობელმა, რომელსაც გოგონა დეიდა ანას უწოდებდა. ქალმა გადაიყვანა მერლინი თავისთან და სკოლაშიც შეიყვანა.ასე გავიდა რამოდენიმე წელი. გოგონა კარგად სწავლობდა და არ უჭირდა სასკოლო პროგრამის დაძლევა. დეიდა ანა ქრისტიანი მორწმუნე ქალი იყო და ცდილობდა გოგონასთვის არაფერი მოეკლო. Norma Jeane შევიდა Van Nuys უმაღლეს სკოლაში სექტემბერში 1941წელს. მაგრამ დეიდა ანა ვეღარ ახერხებდა ოჯახის შენახვას.
გარკვეულწილად, ამან განაპირობა მერლინის ცხორებაში მამაკაცის გამოჩენა. რადგან უკვე ძალიან უჭირდათ გოგონას ბავშვთა სახლში დაბრუნება ელოდა. მერლინს კი ამის გაგონებაც არ უნდოდა. ამიტომ გამოსავალი ადვილად მოიძებნა და 16 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 21 წლის ჯიმ Dougherty-ს. ბიჭი ქარხნის მუშა იყო ამიტომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდა. ისინი ცალკე ცხოვრობდენენ. დადიოდნენ კინოში, პიკნიკებზე, სათევზაოდ. ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერები იყვნენ.
ჯიმიმ შემდეგ ინტერვიუში განაცხადა რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო, თუმცა მერლინმა უარყო და თქვა, რომ ერთად ცხოვრების მანძილზე მან რამოდენიმეჯერ სცადა თავის მოკვლა. წყვილი მხოლოდ 4 წელი ცხოვრობდა ერთად.
ერთხელ ქარხანას არმიის ფოტოგრაფი დავით Conover ეწვია. მას სურდა გადაეღო აქ მომუშავე გოგონების სურათები ჟურნალ for Yank-ისთვის. ამ დროს ქარხანაში მერლინი იყო მისული. ფოტოგრაფის თვალს არ გამოეპარა მისი ელეგანტური და გლამურული სხეული და შესთავაზა სურათების გადაღება, რაზეც თანხმობა მიიღო. ასე დაიწყო მერლინის კარიერა. მალე მისი ფოტოები ჟურნალის ყდაზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ მას და სამუშაო შესთავაზეს. საათში 5 დოლარს უხდიდნენ. იგი იყო თავისუფალი მოდელი და იღებდნენ არმიის ჟურნალებისთვის. მერლინი ძალიან მონდომებული იყო და მთელი ენთუზიაზმით უდგებოდა საქმეს. მას ჰქონდა თანდაყოლილი ბუნებრივი ქარიზმა, რომელიც ფოტოებშიც კი ჭარბად იგრძნობოდა.
ამის შემდეგ მისით სხვა ჟურნალებიც დაინტერესდნენ. ახლა უკვე საათში 100$-ს უხდიდნენ. იგი ნელ-ნელა მიიწევდა მწვერვალისკენ. თანდათან იპყრობდა მამაკაცის გულებს. მისი ღიმილი ჟურნალების სამარკო ნიშანი იყო. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა გარეგნობბაში ცვლილებები შეეტანა და თმები ქერად შეიღება. ასე გახდა პირველი ქერათმიანი მოდელი, რამაც კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა. დაიწყეს მისი გადაღება ფილმებშიც.
1949 წელს მერლინის სამოდელო კარიერამ პიკს მიაღწია. იგი გადავიდა ჰოლივუდში.
ცნობილი ფოტოგრაფი Moran აღნიშნავდა: “მან ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, მისი მოძრაობები, მის ხელშია, ის შინაგანად კიდევ უფრო დიდ სილმაზეს აჩვენებს. დიდ ემოციას უშვებს კამერისაკენ . ”
მაგრამ იგი ამით არ კმაყოფილდებოდა მის ამბიციებს საზღვრები არ ჰქონდა. მას სურდა გამხდარიყო კინოვარსკვლავი. ასეც მოხდა, აღმოჩნდა კინოინდუსტრიაში. ეკრანზე მას ჰქონდა განუმეორებელი ხიბლი. 1950 წელს იგი გადაიღეს ორ კომედიური ჟანრის ფილმში. ეს ფილმები ძალიან პოპულარული გახდა, ხოლო მერლინი კი სექს სიმბოლოდ აღიარეს.
ასეთ წარმატებულ ადამინებს პირად ცხოვრებაში ყოველთვის პრობლემები აქვთ, არც მონრო იყო გამონაკლისი. 1954 წელს იგი ცოლად გაყვა ბეისბოლის მოთამაშე ჯო DiMaggio-ს, რომელთანაც მხოლოდ 9 თვე იცხოვრა.მას შემდეგ იყო დრამატურგი არტურ მილერი. 1956 წელს მოხდა მათი შეუღლება თუმცა ისევე კრახით დამთავრდა 1961 წელს. ამ წლებში მან მიიღო ჯილდო ოქროს გლობუსი.
მერლინმა ვერ ააწყო პირადი ურთიერთობები, ამის გამო ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში. იგი ცდილობდა თავი გამოეყვანა ამ მდგომარეობიდან და გადიოდა მკურნალობის კურსებს.
ამას თან დაერთო მისი ავადმყოფობებიც. მან გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. ასევე ჰქონდა პათოლოგიური სისხლდენა რის გამოც მოხვდა Los Angeles-ის საავადმყოფოში გინეკოლოგიური ქირურგიის ბლოკში.
1962 წელს Marilyn-ს მისმა ფსიქიატრმა დოქტორ რალფ Greenson, ურჩია რომ ეყიდა ახალი სახლი, ძალიან მყუდრო და ნათელი, რომელიც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა.
მონრომ მართლაც შეიძინა პატარა მყუდრო სახლი და გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ვერც ამან უშველა და კვლავ დაუბრუნდა მავნე ჩვევებს. ყველაფერს ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა და საშინელ დეპრესიაში ვარდებოდა, ერთადერთ მშველელად კვლავ ნარკოტიკი ესახებოდა.
ამ წელს მას შესთავაზეს როლი, რომელიც მის ცხოვრებაში ბოლო აღმოჩნდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად ქალი დათანხმდა როლს.
მონროს ცხოვრებაში ბევრი მამაკაცი იყო ცნობილები და ნაკლებად ცნობილები. მათ რიგებში იყო ფრენკ სინატრა. ისინი მრავალი წლის განმავლობაში მეგობრობდნენ. ქალი ხშირად სტუმრობდა მას და რჩებოდა კიდეც.
მერლინი ყოველდღიურად სტუმრობდა დოქტორი Greenson-ს და იღებდა დიდი რაოდენობით საძილე აბებს, მას სტანჯავდა უძილობა.
1960 წელს მერლინით დაინტერესდა ახალგაზრდა სენატორი ჯონ კენედი. თუმცა იყო ჭორები რომ მათ ახლო ურთიერთობა ჯერ კიდევ 5 წლით ადრე ჰქონდათ. მის მიმართ ასევე გულგრილი არ იყო ჯონ კენედის ძმა. რობერტ კენედი იყო ახალგაზრდა პროკურიორი. დაადგინეს აუარებელი ზარები, ისინი ღამეებს საუბარში ატარებდნენ. მერლინი ხშირად გამხდარა ძმების წაკინკლავების მიზეზი. ამაზე ძალიან ღელავდნენ ჯონ კენედის მრჩეველები და სთხოვდნენ გაეწყვიტა ურთიერთობა, არანაკლებ საფრთხეს უქმნიდა ქალი რობერტსაც.
36 წლის ასაკში, მერილინ მონრო გარდაიცვალა 5 აგვისტოს, 1962 წელს საკუთარ სახლში. მისი ცხედარი აღმოჩენილი იქნა საძინებელში.
საწოლში იუპოვეს წამალ pills-ის ცარიელი ბოთლი. მისი დაკრძალვა მოხდა 8 აგვისტოს, Westwood მემორიალურ პარკში Chapel in Westwood, California.
მერლინის სიკვდილი საიდუმლოებებითაა მოცული
არსებობს სამი ვარიანტი: პირველი მან შემთხვევით დაუშვა შეცდომა და მიიღო იმაზე დიდი დოზა, ვიდრე შეიძლებოდა. მას ყველაზე ძალიან უძილობა სტანჯავდა და შესაძლებელია, ეფიქრა, რომ თუ დოზას გაზრდიდა წამალი უკეთესად იმოქმედებდა.
მეორე ვერსიაა, რომ მან თავი მოიკლა. მერლინი თავს მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქალად თვლიდა, ამიტომ ეს ვერსიაც არანაკლებ სარწმუნოა,
და მესამე იგი მოკლეს. დღეს უმეტესობა სწორედ ამ ვერსიას იზიარებს. მან იცოდა უამრავი საიდუმლო, რითაც შეეძლო ძმები კენედების პოლიტიკური მოღვაწეობისათვის წერტილი დაესვა.
არსებობს ინფორმაცია რომ მერლინმა წინასწარ იცოდა სიკვდილის შესახებ. მან წინა საღამოს დაურეკა ყველა მეგობარს, თითქოს დაემშვიდობა მათ.
დიდხანს გრძელდებოდა გამოძიებები, პოლიციის თუ კერძო დეტექტივების მიერ მაგრამ უშედეგოდ. მონრომ თავისი სიკვდილის საიდუმლო თან წაიღო. ოფიციალურად დასკვნაში კი გადაჭარბებული დოზით ნარკოტიკული საშუალებების მიღებაა დადგენილი.
მონრომ ძალიან მცირე ხანს იცოცხლა ამქვეყნად. მაგრამ იგი დღესაც პოპულარულია. მონროს ფილმებმა $ 200 მლნ. მოუტანა.
მან მხოლოდ 30 ფილმში მოასწრო გადაღება.