არქივი

გამძვინვარებული ხარი კორიდის დროს მაყურებლებს თავს დაესხა

eca8af5ea9b8
კორიდის სამი მაყურებელი საავადმყოფოში სერიოზული ტრავმებით მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კოლუმბიის ქალაქ სან ანტონიო დე პალმოში გამართულ შოუში მონაწილეობა გადაწყვიტა, იტყობინება სააგენტო ”ასოშიეითიდ პრესი”.

ერთ-ერთი მამაკაცი არენაზე მოტოციკლით გავიდა. გამძვინვარებული ცხოველი მაშინვე მისკენ გამოემართა და მამაც შოუმენს რამდენჯერმე ურქინა.

კორიდის ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც კოლუმბიაში ”კორალეხასს” უწოდებენ, თითქმის ერთ კვირას გრძელდება და პოპულარობით ფეხბურთის მატჩებს არ ჩამოუვარდება.

ხარებთან შერკინების კლასიკური ვერსიისგან ის იმით განსხვავდება, რომ ცხოველებთან ბრძოლაში მაყურებლებსაც შეუძლიათ ჩაბმა. ამასთანავე, ამ შემთხვევაში ხარებს კი არ კლავენ, არამედ უბრალოდ გაჰყავთ სცენიდან და მას მაშინვე ახალი ხარი ცვლის.

ყოველწლიურად ფესტივალის დროს რამდენიმე ადამიანი იღუპება. კოლუმბიის ხელისუფლება ბევრჯერ ეცადა სახიფათო შოუს აკრძალვას, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევდნენ.

4c7ae4ddf585

წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button