საკითხავისასარგებლოსურათები

ელექტრონული მოწყობილობები

center
ელექტრონიკა ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. ამ პოსტში შეძლებისდაგვარად მოგიყვებით მის განვითარების ისტორიას და მრავალ ნიმუშს!

კომპლექსური ელექტრული წრედების კომპონენტებს შეადგენს მარტივი რეზისტორი და კონდენსატორი. რეზისტორი ელექტრონული წრედის სტრუქტურული ელემენტია, რომლის ძირითადი ფუნქციური დანიშნულებაა, ძაბვისა და დენის ძალის რეგულირების მიზნით, გაუწიოს გარკვეული წინაღობა ელექტრულ დენს. იმის ხმიხედვით, თუ რა მასალისგანაა დამზადებული რეზიტორის დენგამტარი ნაწილი, რეზისტორი შეიძლება იყოს ლითონის, ნახშირბადოვანი, თხევადი, კერამიკული და ნახევრად გამტარი. კონდენსატორი, ძირითადად, შედგება ლითონის ორი კორპუსისგან, რომლებიც ერთმანეთისგან საიზოლაციო მასალით, მაგალითად ჰაერით, ქაღალდით ან პლასტმასით არიან დაცილებული. თუ კონდენსატორის კორპუსები ელექტრულად დაიმუხტა, მუხტი მანამ დარჩება, სანამ წრედში თანდათანობით არ დაიკარგება. ელექტრული მუხტისა და შესაბამისი ელექტრული ენერგიის დაგროვების უნარის გარდა, კონდენსატორს სხვა უამარავი დანიშნულება აქვს.

ინდუქტორი
ინდუქტორი შედგება კაბელის ხვეულასაგან, რომელიც, ხშირ შემთხევაში, ლითონის გულანაზეა დახვეული. ინდუქტორის მთავარი ნაწილებია მაინდუქცირებული გამტარი, რომლის მეშვეობით იქმნება ცვლადი მაგნიტური ველი, ასევე მაინდუქცირებელი გამტარის ელექტრული ენერგიის წყაროსთან შესაერთებელი დენმიმყვანები. როდესაც მასში დენი გადის, ინდუქტორი მაგნიტდება. ინდუქტორის გარშემო შექმნილი მაგნიტური ველის მოქმედების შედეგად დენის ძალა უცვლელი რჩება და ინდუქტორში გამავალ მუდმივ დენს მხოლოდ კაბელის შედარებით დაბალი წინაღობა ხვდება, რასაც ვერ ვიტყვით ცვალებად დენზე, რომელსსაც მეტი წინაღობა აქვს. ტიპური ტრანსფორმატორი ერთ გულანაზე დახვეული ორი ინდუქტორისაგან შედგება. პირველ სხვეულაზე ცვალებადი ძაბვის გამოყენება ცვალებად მაგნიტურ ველს ქმნის ეს მეორე ხვეულაზეც ცვალებადი ძაბვის გაჩენას იწვევს. ძაბვის სიძლიერე დამოკიდებულია ხვეულების რიცხვზე. ასეთი სახის საშუალება ერთ ცვალებად ძაბვას მეორედ გარდაქმნის. სქემები, ძირითადად, ინდუქტორზე დამაგრებული კონდენსატორისაგან შედგება. ასეთი ტიპის წრედი იკვრება რადიო და ტელევიზორის სიგნალებისთვის. განსაზღვრულ სიხშირეზე, რომელსაც რეზონანტული სიხშირე ეწოდება, სიგნალები წრედში შედარებით დიდ ძაბვას წარმოქმნიან. სხვადასხვა სადგურზე გადასართველად სქემის რეზონანტული სიხშირე უნდა შეიცვალოს. ცვლადი ტევადობის კონდენსატორების კორპუსები ლითონისაგან შედგება. ცვლადი ტევადობის კონდენსატორების სიდიდე შეიძლება ვმართოთ მექანიკურადაც და ელექტრულადაც. ასეთია, ძირითადად, აირიანი, თხევად და მყარ ნივთიერებებიანი კონდენსატორები.

ელექტრონული წრედის სქემის სიმბოლოები

1.
center

2.
center

ელექტრომილაკები
1904 წელს ჯონ ფლემინგმა გამოიგონა ელექტრონმილაკი. ამ ელექტრული ხელსაწყოდან ამოტუმბულია ჰაერი, ანუ შექმნილია ვაკუუმი. ვაკუუმის გამო დენით გახურებული ხელსაწყოს ნაწილები დაცულია ჟანგვისგან და ელექტრონებისა და იონების დაუბრკოლებელი მოძრაობაა უზრუნვეყლოფილი. უმარტივეს ელექტროვაკუუმი–ან ხელსაწყოს წარმოადგენს ვარვარის ნათურა, რომელშიც შექმნილი ვაკუუმი გავარვარებულ მავთულს ჰაერის ჟანგბადით დაჟანგვისგან იცავს. ელექტრონულ მილაკებში შექმნილი ვაკუუმი ვარვარის კათოდს დაჟანგვისგან იცავს, ამავე დროს, ელექტრონების საჭირო მიმართულებით დაუბრკოლებელი მოძრაობის საშუალებას იძლევა. ელექტროვაკუუმიან ხელსაწყოებს რადიოტექნიკაში, ხელსაწყოთმშენებლობაში, ავტომატიკაში, მედიცინასა და სხვა დარგებში ფართოდ იყენებენ. მათი საშუალებით ენერგიის ერთი სახის მეორე სახედ გარდაქმნა შეიძლება.

მნიშვნელოვანი აღმოჩენა
დე’ფორესტის მიერ გამოგონილი სამელექტოდიანი ელექტრონული მილაკი ტრიოდეს სახელითაა ცნობილი. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნა რადიოს, ტელევიზორისა და უამრავი სხვა ელექტონული მოწყობილობების განვითარება. 1948 წელს უილიამ შოკლიმ, ჯონ ბარდინმა და უალტერ ბრატეინმა გამოიგონეს ტრანზისტორი. ელექტრონმილაკის მსგავსად, მას სიგნალების მართვა შეუძლია. იგი ძალიან მცირე სიდიდის არის და ბევრად ნაკლები სიმძლავრე სჭირდება. ტრანზისტორი ელექტრონმილაკისაგან განსხვავებით, კრისტალის ფუძეზე მზადდება და მთლიანად მასიური მასალისაგან შედგება. მათ ნახევარადგამტარებსაც უწოდებენ. დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებული ნახევრადგამტარია კაჟბადი იგივე კრემნიუმი. სწორედ მასში შემავალი შენარევების რაოდენობა განსაძღვრავს გამავალი დენის მიმართულებას.

ადრინდელი მიკროპროცესორი
ადრინდელი მიკროპროცესორის მიკროსქემა-თანამედროვე კომპიუტერის გული. იგი 10 000-მდე კრემნიუმის კომპონენტისაგან შედგება. ამ მიკრომინიატურული მოწყობილობის ელემენტები ერთმანეთთან ელექტრულადაა შეერთებული და კონსტრუქციულად განუყოფელია.

იხილეთ სურათი:
center
ეს არის არის პირველი მიკროპროცესორის ნიმუში

კრემნიუმიანი მიკროსქემები
ელექტრონმილაკები და ტრანზისტორები, სიგნალების გაძლიერების გარდა, კომპიუტერულ წრედებში ჩამრთველ-გადამრთველის ფუნქციასაც ასრულებენ. ასობით ათასი ტრანსისტორი და სხვა კომპონენტები მათი გამაერთიანებელი ხაზით შესაძლოა მოთავსდეს ძალზე პატარა კრემნიუმიან მიკროსქემაზე, რომელსაც ინტეგრალური სქემა ეწოდება. ამ მიკრომინიატურული მოწყობილობის ელემენტები ერთმანეთთან ელექტრულადაა შეერთებული და კონსტრუქციულად განუყოფელია. ნახევრადგამტარიანი და ჰიბრიდული სქმემები ელექტრული მახასიათებლებით ერთმანეთს ავსებენ, ამიტომ ერთსა და იმავე მოწყობილობაში მათი ერთდროულად გამოყენება არის შესაძლებელი.

სტატია შედგენილია ჩემს მიერ

სულ ეს იყო იმედია მოგეწონებათ დიდი მადლობა დროის დათმობისთვის…

თეგები

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close