არქივი

რა უნდა იცოდეს ყველა მოზარდმა?

ce9805bae4f7
1.  ის, რომ ამ ასაკს თან ახლავს ცვლილებები ყველა სფეროში: ფიზიკური, ფიზიოლოგიური,  სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური და ეს ნორმალურია.
2.  ის, რომ გარეგნობის გაუარესება, ცხვირის, ყურების, თითების არაპროპორციული ზრდა, კანზე ფერიჭამელების მომატება და გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, თმიანობის მომატება, უცნაური ხმა – მალე გადაუვლის და ისეთივე ჩამოყალიბდება, როგორც უმეტესობა ზრდასრული ადამიანი.
a8edd7b0cb75

3.  ის, რომ 10-12 წლის ასაკში გოგონებს ეწყებათ მკერდის ზრდა, გათმოვანება და მენსტრუაცია და ეს ნორმალურია. როდესაც გოგონა შემზადებულია ამისთვის, როცა მასთან უსაუბრია დედას ან სხვა ავტორიტეტულ პიროვნებას მენსტრუაციაზე, მისი დაწყება დაკავშირებულია უფრო მეტ პოზიტიურ ემოციასთან, იმის განცდასთან, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და უკვე ბავშვი აღარაა.
4.  ის, რომ 11-15 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც მოხდება სიმაღლეში ზრდისას დიდი ნახტომი, ბიჭებს ეზრდებათ სასქესო ორგანო, ეწყებათ გათმოვანება მთელ სხეულზე, ეცვლებათ ხმა და რაც მთავარია, აქვთ ე.წ. ,,სველი სიზმრები”, როდესაც ძილში გამოიყოფა სპერმა, ანუ ხდება ეაკულაცია. და ეს ნორმალურია.
5.  ის, რომ გოგონებსაც და ბიჭებსაც სასქესო ჰორმონები გამოუმუშავდებათ, რაც პირველ ლტოლვებს აჩენს. ეს კი მასტურბაცით კმაყოფილდება. და ეს ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოურ მედიცინაში, ონანიზმი პათოლოგიების და ავადმყოფობების სიაში შედიოდა, თანამედროვე მეცნიერება ამას კატეგორიულად უარყოფს და არანაირად არ თვლის რაიმე სახის ჯანმრთელობის ან ფსიქოლოგიურ დარღვევად. ამიტომ დანაშაულის გრძნობაც არ უნდა არსებობდეს. გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო მეტ დროს უთმობენ ოცნებებს, წარმოსახვებს.
2f2c262d8260

6.  ის, რომ ნახევარზე მეტი მოზარდი უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით და ისურვებდა რამის შეცვლას. ამის მიზეზი ერთის მხრივ მასმედიით პროპაგანდირებული გარეგნობის სტერეოტიპია, სადაც სტანდარტული პარამეტრები არსებობს ქალებთან და მამაკაცებთან. ყველაზე ადვილად კი ამ გავლენას ზუსტად მოზარდები ექვემებარებიან. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკმაყოფილება კომპექსი საკუთარი გარეგნობის გამო გადადის და წინა პლანზე სხვა ღირებულებები მოდის.
7.  მართალია სპერმის გამოყოფის უნარი და მენსტრუაციის ქონა საკმარისია იმისთვის, რომ ჩაისახოს ბავშვი, მაგრამ რეალურად ჩვენს (და ბევრ სხვა) საზოგადოებაშიც, ამ ასაკის ადამიანები არ არიან მორალურად და სოციალურად მზად მშობლის როლი იტვირთონ. ამიტომ ბევრ ქვეყანაში (და ალბათ საქართველოშიც. უბრალოდ სტატისტიკა არ ვიცი) 20 წლამდე გოგონები ხშირად იკეთებენ აბორტს.
8.  ყველამ უნდა იცოდეს კომეპტენტური წყაროებიდან და არა მხოლოდ ტელესერიალებიდან ან ფილმებიდან, თუ რა არის სექსი. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი წარმოდგენა ამის შესახებ იყოს სწორი. მოზარდს უნდა ესმოდეს, რომ თანამედროვე სამყაროში სექსი არა მხოლოდ რეპროდუქციის ფუნქციის მატარებელია და არანაირად არაა ტრაბახის საფუძველი ან პრივილეგირებულობის ნიშანი, ესაა ფიზიკური კონტაქტი, რომელიც ორი ადამიანის ემოციურ კავშირს უფრო ამყარებს და სასიამოვნოს ხდის. უნდა იცოდნენ, როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა და როგორ უნდა დაიცვან თავი, როდესაც არ არიან მზად ოჯახისთვის და შვილისთვის. ასევე აუცილებელია ინფორმირება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.

41ecfc616045
9.  ის, რომ მშობლებს ძალიან გაუჭირდებათ მათთვის თავისუფლების იმ დოზით მიცემა, რომლითაც ითხოვენ. ამიტომ საჭიროა ურთიერთგაგება და ნდობა, რათა მოხერხდეს ხანდახან მეგობრების წრეშიც ტრიალი, გვიანობამდე დაბადების დღეზე დარჩენაც და არჩევანის გაკეთებაში თავისუფლების მიცემაც.
10.  ის, რომ აზროვნების განვითარება ხდება საკმაოდ ჩქარ ტემპებში და შეინიშნება ზრდა წინა პერიოდებთან შედარებით. ჩნდება ინტერესი სხვადასხვა საკითხებისადმი: პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა, კონკრეტული მუსიკალური ჟანრი, ფოტოგრაფია და სხვ. ამასთან ნელ-ნელა მორალური განვითარებითაც ადიან უფრო მაღალ დონეზე. უყალიბდებათ განსაზღვრული იდეალები და ღირებულებები.
11.  ის, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება ,,მოზარდის ეგოცენტრიზმი”, რაც მოიაზრებს იმას, რომ მოზარდს უჭირს გაავლოს ზღვარი საკუთარ თავსა და სხვებს შორის და დაინახოს, რომ ისინი ისე არ არიან დაინტერესებული მათი შინაგანი სამყაროთი, როგორც თვითონ. მათ ხშირად გონიათ, რომ არიან ყურადღების ცენტრში და ამას ,,მოჩვენებითი აუდიტორია” ეწოდება, რადგან რეალურად ეს მხოლოდ მოზარდების წარმოსახვის ნაყოფია. ისინი გამოდიან ,,მოჩვენებით სცენაზე” სხვადასხვა პოზიციით და სიტყვით. ხანდახან ეს სიმორცხვის გაჩენის მიზეზიც ხდება.
12.  ის, რომ მოზარდები ჩაფლულები არიან თავიანთ ემოციებში და გრძნობებში და თვლიან, რომ მათი ეს განცდები უნიკალურია და განუმეორებელი, რომ არავინ მეტი მსგავს ტკივილს ან სიხარულს არ განიცდის დედამიწაზე. ისინი იქმნიან წარმოდგენას, რომ არიან გამონაკლისი ყველა კანონში და წესში, არიან ერთადერთნი ასეთნი და იცოცხლებენ მუდმივად.
13.  ის, რომ ხანდახან ,,ნაპოვნი შვილის” იდეები მოსდით, როდესაც თვლიან, რომ ამდენი ნაკლის მქონე მშობლებს გამორიცხულია ყოლოდათ ასეთი დავეწილი, მგრძნობიარე და უნიკალური ინდივიდუუმი, როგორიც თვითონ არიან.
66fc73ae8961

14.  ის, რომ დაახლოებით 16 წლის ასაკში წინა სამ პუნქტებში აღწერილი შემთხვევები საბედნიეროდ გადასდით, მშვიდდებიან და ემორჩილებიან ჩვეულებრივ რიტმს და ბუნების კანონებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერი შემაფერხებელი იქნებოდა ეს სამყაროს ობიექტური აღქმის პროცესში.
15.  ის, რომ დამოუკიდებლობის გაზრდილი მოთხოვნილება ხანდახან ცოტა საშიშია, რადგან სწორედ გარდამავალ ასაკში იწყება სხვადასხვა ქცევითი დარღვევები და ასოციალური გამოვლინებები. მატულობს ნარკომანიის შემთხვევები ან საეჭვო იდეების მატარებელ ჯგუფში/სასტავში მოხვედრის შანსი, რამაც მოზარდის ცხოვრება რადიკალურად შეიძლება შეცვალოს უფრო ხშირად ნეგატიური მიმართულებით და ხანდახან დამღუპველი გავლენაც კი იქონიოს. ამიტომ მშობლების კონტროლის სრული მოხსნა არ იქნება სწორი. თუმცა კონტროლთან ერთად, მათგან აუცილებლად უნდა გრძნობდნენ სიყვარულს, სითბოს, გაგებას და მხარდაჭერას. როდესაც ეს იგრძნობა ოჯახში, გარდამავალი ასაკის გადატანა გაცილებით უფრო ადვილი ხდება ყველასთვის.
d248aa521e9c

16.  ის, რომ მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ხდება მოზარდებისთვის. როგორც წესი ამ ასაკში უკვე სტაბილურ 1-2 მეგობარს იჩენენ, რომლებთანაც ხანგრძლივად ურთიერთობენ, უყვებიან თავის თავზე და დახმარებას უწევენ ერთმანეთს.
17.  ის, რომ მატულობს დეპრესიების რიცხვი და პიკს აღწევს ხოლმე 15-19 წლის ასაკში. დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს: უკმაყოფილება გარეგნობით, ცხოვრების ნეგატიურ ფერებში ხედვა, არასასურველი ოჯახური სიტუაცია და ურთიერთობები, მატერიალური სიდუხჭირე, დაბალი პოპულარობა თანატოლებს შორის, ხანდახან ცუდი აკადემიური მოსწრება. გოგონებთან დეპრესია უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებთან, რადგან ბიჭები ახერხებენ განმუხტვას ასე თუ ისე, გოგონბი კი იკეტებიან თავის თავში, ეცემათ თვითპატივისცემა, თვითშეფასება.
18.  ის, რომ დეპრესიის შანსი კლებულობს, როდესაც მოზარდებს აქვთ მშობლებთან მშვიდი და დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა, როდესაც არიან დაკავებული რამე საქმით (სპორტი, ხელოვნება, წრეებზე დადიან) და ასევე როდესაც არიან რამეზე ან ვინმეზე პასუხისმგებელი (მაგ, გუნდის კაპიტანი, სახლში აბარიათ უმცროსი და-ძმა და სხვ.).
19.  ის, რომ დეპრესია, სუსტი თვითკონტროლი, ფეთქებადობა, აგრესიულობა, ემოციურობა დროებითია და სულ ცოტა ხანში აუცილებლად უკეთ იგრძნობენ თავს, არასასურველ ქცევებსაც დახვეწენ და გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რაც მათთვის უფრო სასარგებლო იქნება, მისაღები და მომგებიანი.
1e7089671384

ამ სტატიის დაწერა და გამოქვეყნება ძალიან დიდი ხანი მინდოდა. იმედია, რამდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს და ეს დაეხმარება ამ რთული ასაკის გადატანაში. ძალიან ხშირად მომმართავენ მოზარდები პრობლემებით. და მე კარგად მესმის მათი, რადგან მახსოვს ჩემი თავი ამ ასაკში. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ეს ჩემს ცხოვრებაში და ამის მიზეზი ნაწილობრივ არაინფორმირებულობა და არასაკმარისი მზაობა იყო. ამიტომ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ეს ცოდნა თქვენთვის. მისი გაღრმავება კი თითოეული თქვენგანისთვის მომინდვია. საბედნიეროდ არის საკმარისი წიგნები და ინტერნეტ რესურსები ყველაფერზე დეტალური პასუხის მისაღებად.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნებისმიერი საკითხით მეც მომმართოთ.

პატივისცემით
თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button