გართობაუცნაური

მაჰმუდ ფარშჩიანი

39afeec16177
უძველესი ირანული მხატვრობის ამაღორძინებელი და ირანული მხატვრობის სკოლის შემქმნელი მაჰმუდ ფარშჩიანი (სპარსულად- محمود فرشچیان) დაიბადა 1930 წლის 24 იანვარს, ირანის ქალაქ ისპაჰანში, სწორედ ამ ქალაქში შეისწავლა მან მხატვრობა და სკულპტურა. გააგრძელეთ, პოსტში იხილავთ ფარშჩიანის გენიალურ ნახატებს…

ფარშჩიანის მამა, ხალიჩის გამყიდველი, შეყვარებული იყო ხელოვნებაზე და მისი სიყვარული თავის შვილსაც ჩაუნერგა. მაჰმუდმა საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოავლინა ინტერსი ხელოვნების მიმართ, მას სხვადასხვა დროს ასწავლიდნენ იმამი ჰაჯი მირზა-აღა და ისა ბაჰადორი. ისპაჰანში სახვითი ხელოვნების სკოლის დამთავრებისა და დიპლომის აღების შემდეგ, ის გაემგზავრა ევროპაში, სადაც შეისწავლა ევროპული მიმართულებები მხატვრობაში და ხელოვნებაში.
ირანში დაბრუნების შემდეგ, მაჰმუდმა მუშაობა დაიწყო სახვითი ხელოვნების ეროვნულ ინსტიტუტში. ცოტა ხანში ის დაინიშნა ეროვნული ხელოვნების დეპარტამენტის დირექტორად და გახდა თეირანის სახვითი ხელოვნების პროფესორი. ფარშჩიანის შესანიშნავი ნამუშევრები მალევე გასცდა ირანის საზღვრებს და მოიცვა მთელი მსოფლიო. მაჰმუდ ფარშჩიანის ნახატების 57 ინდივიდუალური და 87 ჯგუფური გამოფენეა მოეწყო ირანში, ევროპის, ამერიკის და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. მას მიღებული აქვს 10-ზე მეტი პრიზი სხვადასხვა ხელოვნების ინსტიტუტებისა და კულტურული ცენტრებისგან. მას ასევე აქვს დოქტორის ხარისხი მინიჭებული ირანულ და ისლამურ მხატვრობაში.
მაჰმუდის ვაჟი ალიმორად ფარშჩიანი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ქალიშვილი ლეილა, არის ქცევის ანალიტიკოსი და ცხოვრობს ნიუ ჯერსიში.
მაჰმუდ ფარშჩიანმა დაარსა საკუთარი სკოლა ირანულ მხატვრობაში. ახლა კი იხილეთ მისი ნამუშევრები…

76547c83ad86

 

43b7a4332eda

 

13564d0cef7c

 

14e91f9d58db

 

74e13b929322

 

7c68701555d3

 

be9206bf6402

 

c17c6d698946

 

73fa9b4883fb

 

5e538fdaf62f

 

9c16e409b870

 

8a4b1c3c9263

 

de170f29b715

 

2665aa75cb74

 

5d0f537db572

 

4c058b29161c

 

9a91138fe950

 

55d8f297ede1

 

2eacc2e407c8

 

cc5b4288a030

 

1b85062fd981

რაც პოსტს ადევს არის ჯალალ-ედ დინ რუმის ლექსი- “Kashkeshani Az Noor”

აი ამ ლექსის მაგალი თოდუასეული ქართული თარგმანი-

ღმერთი არა გწამთ? მითხარით, ვინ ვარ?
ჩემს გაოგნებას დაუდე ზღვარი.
არც მუსლიმანი გახლავართ გულით,
არც ქრისტიანთა გზაზე ვარ მდგარი.
არც მაღრიბელი არა ვარ, ვიცი,
არც მაშრიყელთა მზითა ვარ მთბარი,
არც ზღვის ჭიპია სამშობლო ჩემი,
არც ეს ხმელეთი, ესოდენ მყარი.
არ მომდგამს მიწა, არ მომდგამს წყალი,
არ მომდგამს ცეცხლი, არ მომდგამს ქარი,
არავითარი ამ ქვეყნის ნივთი,
არავითარი ამ ნივთთა დარი.
არც ინდოელთა მოვსულვარ მთებით,
არც გამივლია ბოლღართა ბარი,
არც ვარ ჩინელი, არც ხორასნელი,
არცა ვარ მკვიდრი ერაყის მხარის.
არც იმ ედემის იმედი მალხენს,
არც ჯოჯოხეთის არ მზარავს ზარი,
ადამი არ ვარ და ევაც არ ვარ,
არც მხიბლავს მათი სამოთხის კარი.
სამკვიდრო ჩემი არ არის არსად
და ყველგან ჩემი სამკვიდრო არი.
არავითარი ნიშანი არ მაქვს
და მარადისი წინ მიდგას დარი.
იმ გაორებას ვაქციე ზურგი, _
მე რომ მაწვნია დღეები მწარი,
ერთს ვეძებ მხოლოდ, ერთს ვეძებ მხოლოდ
და ენაც მხოლოდ ერთისთვის ვძარი.
ის არს პირველი, ის არის ბოლო,
ის არის ჩემი არსობის ფარი,
მხოლოდ ის ვცანი მე შორის სხვათა,
მხოლოდ მას აქებს დღეს ჩემი ქნარი.
ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი.
მე სიყვარულმა ჩამიდგა სული,
მიპკურა გულზე ციური ცვარი
და სჯობს, ტრფიალით ვცოცხლობდე, ვიდრე
უსიყვარულოდ ძირს ვეგდო მკვდარი.
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი..

როგორც ხედავთ მაჰმუდ ფარშჩიანის შემოქმედება გაჟღენთილია სუფიზმით, მისტიციზმით. ჯალალ-ედ დინ რუმი კი მსოფლიოს უდიდესი მისტიკოსი პოეტია. მაჰმუდი ხშირად ხატავდა მას, იგი თვლიდა, რომ რუმასა და შამსს შორის იყო განსაკუთრებული სულიერი კავშირი.

მსგავსი ამბები

Back to top button