უცნაური

ვუდუ (voodoo)

Image Hosted by ImageShack.us


რაარის ვუდუ ??? ზოგმა იცის ზოგმა არააა, ზოგს გვსმენია რაღაც რაღაცეები, მოდით ვისაც გაინტერსებთ და ვინც არიცის, ერთად გავიგოთ რაარის ვუდუ. ვუდუ არის რელიგიის თუ მიმდევრობის დასახელება რომელიც გაჩნდა შავკანიან მონებში რომლებიც გადაყავდათ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. “დაგომეის” ხალხის მიერ რელიგია ვუდუ გავრცელდა ჰაიტიზე, შემდეგ კუბაზე, და ბრაზილიაში. ბრაზილიაში ასევე არის ისეთი რელიგიები როგორიცაა უმბანდა, კიმბანდა, კანდომბლე. ჰაიტელ ვუდუებს სჯერათ ღმერთის არსებობის (Bondieu – კეთილი ღმერთი) რომელიც არ ერევა თავისი ქმნილებების ცხოვრებაში. ვუდუების რწმენით ადამიანში ცხოვრობს რამდენიმე სული, დაბადებამდე და სიკვდილის მერე მასში ცხოვრობს გვინეის ანგელოზი როგორც ამბობენ. ვუდუისტების რაოდენობა 50 მილიონამდეა. ისინი მრავლად არიან ჰაიტიზე, ბრაზილიაში, ტრინიდადში, ა.შ.შ.-ში (ნიუ ორლეანის შტატში), კუბაში, იამაიკაში. რაც შეეხება ვუდუს რიტუალებს, ბოროტისგან განწმენდას შველის მსხვერპლშეწირვა და თილისმები, მუსიკა და ცეკვა რიტუალის ერთერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ეკლესიად კი ირჩევენ ჩვეულებრივ სახლს.

800px Wudu toy
ვუდუს თოჯინა:ეს თოჯინა გამოიყენება ვუდუს ჯადოქრობაში, რომელსაც კავშირი აქ გარკვეულ ადამიანთან, რომლის საშუალებითაც ხდება ადამიანზე ზემოქმედება, თუ რამე ზიანს მივაყენებთ თოჯინას ადამიანსაც გარკვეული ზიანი ადგება. ამ თოჯინის დამზადება ხდება მსხვერპლის რომელიღაც ნაწილისგან, (თმისგან, ტანსაცმლისგან და სხვა). თოჯინის დასრულების მერე ის უნდა იყოს ახლოს მსხვერპლთან, ასევე პროცედურის დროსაც.

434px Zombie haiti ill artlibre jnl
ვუდუს ზომბი: მოკლედ ვუდუში ეს არის გაცოცხლებული მიცვალებული, რომელსაც არ გააჩნია აზროვნების უნარი, რომელსაც არშეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და იფიქროს, ის იმისთვის იქმნება რო შეასრულოს დამაარსებლის ბრძანებები ანუ (ჯადოქარის).

გრი გრი: ესარის თილისმა რომელიც მფლობელს იცავს ავისგან. გრი გრი არის პატარა ქისა, სადაც მოთავსებულია, ბალახეული, ზეთი, ქვები, ძვლები, თმები, ფრჩხილები და სხვადასხვა კომპონენტები. გრი გრის არასდროს ატარებენ თან იმიტომ რომ გრი გრიში ასევე მოთავსებულია საფლავის მიწა და მისი ტარება სახიფათოა.

სტატია შექმნილია peppe_N -ს მიერ.

peppe_N

If You Don't Wanna Die Keep You'r Hands High....

მსგავსი ამბები

Back to top button