არქივი

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაჯღაბნი?

ed7d2492a03b
ტელეფონზე საუბრისას, ლექციის მოსმენისას, ან სხვა რაიმე საქმის კეთებისას, თავისდაუნებურად ვჯღაბნით ხოლმე ფურცლის ნაგლეჯზე სხვადასხვა ორნამენტებს ან ნახატებს.

მეცნიერები პლიმუტის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ ეს ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას მოსაუბრეზე და დამახსოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

მაგრამ იცოდით, რომ ნაჯღაბნის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადამიანზე, მის ხასიათზე და განწყობაზე?

ამიტომ ნუ იჩქარებთ ამ ნახატების გადაგდებას, დააკვირდით, შეიძლება რაიმე საინტერესოც აღმოაჩინოთ.
065d88d22207
სპირალი, წრეები – სხვების პრობლემები მაინცდამიანც არ გადარდებთ ან საერთოდ არ გაინტერესებთ. შესაძლოა, თქვენ მსუბუქ კრიზისს განიცდით. ახლა აუცილებელია თავს მიხედოთ, რომ არ აფეთქდეთ და არ მიაყენოთ მოსაუბრეს შეურაცხყოფა.

ყვავილები, მზე, გირლანდები – სინამდვილეში არც ისე მხიარულად ხართ, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. უფრო პირიქით. ყველაზე მეტად ნატრობთ მეგობრობასა და სითბოს ან სინაზეს. ეცადეთ უახლოეს პერიოდში უფრო მეტი დრო გაატაროთ სხვა ადამიანების გარემოცვაში.

ცა, მზე და ღრულები – სიცოცხლისმოყვარული, მხიარული და ენერგიით სავსე ბრძანდებით.

უჯრები – გრძნობთ, რომ მოხვდით სარისკო ან უხერხულ სიტუაციაში. უფრო ხშირად მიდრეკილი ხართ წყენა და გაღიზიანება გულში ჩაიკლათ.

გულების გადაკვეთა – გრძნობებით ხართ აღსავსე. გსურთ მთელ მსოფლიოს მოეალერსოთ. არაა საჭირო ასეთი ცივი და უკარებას როლის თამაში და გრძნობების დამალვა. გამოთქვით და გამოხატეთ ისინი!

შპალერის მსგავსი ორნამენტები – ასეთი ორნამეტი მეტყველებს თქვენს მოწყენილობაზე. ალბათ მოგბეზრდათ ის საუბარი, რასაც ისმენთ ხატვის მომენტში. ან იქნებ ცხოვრების სტილიც?!

ჯვრები – ჯვრები გამოხატავენ დანაშაულის გრძნობას, რაც სავარაუდოდ საუბრის მომენტში გაჩნდა. რაღაცა გაწუხებთ: ან თქვენ თვითონ არ ასვენებთ თქვენს თავს, ან მოსაუბრე გამტყუნებთ და ბრალს გდებთ რაღაცაში.

ადამიანები – ეს უსუსურობის ნიშანია, ან გამოხატავს სურვილს თავი აარიდოთ რაიმე ვალდებულებას.

ლამაზი სახე და პროფილი – გახასიათებთ ჩართულობა და დაინტერესებულობა საქმით, ჰუმანურობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.

საშინელი, მახინჯი სახეები – უსიამოვნო მდგომარეობაზე ან გარკვეული მიზეზის გამო უხასიათობაზე მეტყველებს.

კვადრატები, სამკუთხედები და სხვა გეომეტრიული ფიგურები – ამ დროს ნახატი ნახაზს უფრო გავს. არაა ადვილი თქვენი მოტყუება. თქვენ გაქვთ კონკრეტული მიზნები და რწმენები, თითქმის არასდროს მალავთ საკუთარ აზრებს. ძირითადად ხართ მობილიზებული და ცდილობთ შეხედოთ მოვლენებს მარტივად. თუკი კუთხეები განსაკუთრებით წაწვეტებულია, ეს უკვე აგრესიის ნიშანია, რომლის დაფარვასაც ცდილობთ ხოლმე.

ტალღოვანი ხაზები, ნოტები ან მუსიკალური გასაღები – მუსიკისკენ მიდრეკილებას გამოხატავს.

ფუტკრის ფიჭა – ასეთი ნახატი გამოხატავს სწრაფვას სიმშვიდისკენ, ჰარმონიისკენ და დალაგებული ცხოვრებისკენ. ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ოჯახის შექმნის სურვილს.

ჭადრაკის დაფა – როგორც ჩანს, უსიამოვნო სიტუაციაში, ან გასაჭირში ხართ. თუ ასეთი გამოსახულებები ხშირად ჩნდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარული კომპლექსები გაწუხებთ.

ჩაკეტილი წრეები – მაღალი ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები ჭარბობს თქვენში.

წრეების გადაკვეთა – სტაბილური კავშირი? ჰმ, შეიძლება. მაგრამ ხშირად ასეთ ნახატი გამოხატავს რამეში მონაწილეობის მიღების სურვილს. მოცემულ მომენტში თქვენ გრძნობთ, რომ არ ხართ ჩართული მოვლენებში.

ხეები – თუ ხე თხელია და გაშიშვლებული – დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის ქონაზე მეტყველებს.

ციფრები – კონკენტრირებული ხართ მატერიალურზე უფრო მეტად, ვიდრე სულიერზე. თქვენი აზრები ტრიალებს ფულის შოვნის ირგვლივ. შესაძლოა ვალების გასტუმრების დრო დადგა.

კიბეები – დაურწმუნებლობის და დაძაბულობის აღმნიშნელია.

ვარსკვლავები – ისწრაფვით მიიღოთ ის, რაც არ გაქვთ. თუნდაც აღიარება, ან სიყვარული. ოპტიმისტი ბრძანდებით.

 

გაითვალისწინეთ, აღნიშნული მეთოდიკა არაა აბსოლუტურად სანდო.

პატივისცემით

თიკა ევდეევი

წყარო:  http://www.facebook.com/psychea.georgia
d248ea4aea59

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button