არქივი

გავრცელებული მცდარი წარმოდგენები

pugoj

ფართო საზოგადოებაში ხშირად ბევრი ინფორმაცია დამახინჯებული სახით ვრცელდება ან უბრალოდ მითს წარმოადგენს. პოსტში წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას.

adg74

  • როცა ადამიანი ბრაზდება, სახის კანი კი არ წითლდება, არამედ ფერმკრთალდება.
  • 869gw

  • Ford Model T გარდა შავი ფერისა, სხვა ფერისაც არსებობს. თუმცა იმის გამო, რომ 1914-1925 წლებში მხოლოდ შავის ყიდვა იყო შესაძლებელი, მცდარი მოსაზრება გავრცელდა.
  • mkzaf

  • მოსაზრება, რომ პოლარული დათვები ცაციები არიან, ისტორიას დარჩა. მეცნიერების მიერ რამდენიმე წლიანმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ეს არსებები ორივე მხარის კიდურებს თანაბრად იყენებენ.
  • 9gffl

  • ე.წ. “შავი ყუთი”, რომელიც ყველა თვითმფრინავში მოიძევება, სინამდვილეში მოწითალო-ნარინჯისფერია.
  • 8cs36

  • ხმა, რომელიც თითების გატკაცუნებისას ისმის, არის არა ხახუნის ხმა, არამედ შუათითის მირტყმის ხმა ცერის ფუძესთან.
  • 4215m

  • მეკობრეები დასასჯელთა მიმართ არ იყენებდნენ ფიცარზე თვალებახვეულ მდგომარეობაში გაყვანის მეთოდს. ვინმეს მოშორება თუ უნდოდათ, უბრალოდ გემბანიდან აგდებდნენ შუაგულ ოკეანეში.
  • 076el

  • 2002 წელს ამერიკელმა სტუდენტმა ბრიტნი გალივანმა დაამტკიცა, რომ ფურცელი შეიძლება გადაკეცო უფრო მეტჯერ, ვიდრე 7. მან რამდენიმე საათიანი მცდელობის შედეგად, ქაღალდი 12-ად გადაკეცა.
  • q6fqj

  • დახურული ხიდები შენდებოდა არა იმისთვის, რომ ხალხი დაეცვათ, არამედ თავად ხიდის დასაზღვევად. ადრე ხიდების ძირითადი მასალა ხე იყო, რის გამოც ამ ხერხით იცავდნენ დალპობისგან.
  • ksico

  • ალბერტ აინშტაინმა მიიღო ნობელის პრემია, მაგრამ არა ფარდობითობის თეორიის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თეორიის, სინათლის ფოტოელექტრიკული ეფექტის გამო.
  • ნახატს “ვისტლერის დედას” სინამდვილეში სხვა სახელი ჰქვია. მისი ორიგინალი დასახელება იყო “არანჟირება ნაცრისფერსა და შავში, No. 1: ფერმწერის დედის პორტრეტი”. მოგვიანებით ვისტლერმა გადაარქვა სახელი და უწოდა “დედაჩემის პორტრეტი”, საზოგადოებაში კი ზემოთხსენებული სახელით გავრცელდა.
  • v9vfw

  • ტელეფონი გამოიგონა არა ალექსანდრ გრაჰამ ბელმა, არამედ გერმანელმა მეცნიერმა ფილიპ რაისმა ბელზე 15 წლით ადრე. ფილიპის შექმნილ მოწყობილობას შეეძლო საკმაოდ მკვეთრად გადაეცა მუსიკალური ტონები და მკრთალად – ადამიანის ხმა.
  • vb6fr

  • მიჩნეულია, რომ ძველ რომსა და საბერძნეთში ქანდაკებები ყოველთვის თეთრი ან ნაცრისფერი იყო. რეალურად, არქეოლოგების კვლევამ დაადგინა, რომ ზოგჯერ არამარტო ფერად ქანდაკებას აკეთებდნენ, არამედ ძვირფასეულობითაც კი რთავდნენ. უბრალოდ, მაშინ მიიჩნეოდა, რომ ფერები არ იყო აუცილებლობა სილამაზის გამოსახატავად, ამიტომ ნამუშევრები ძირითადად ღია ფერის იყო.
  • გავრცელებული მითის მიხედვით, ძუძუმწოვრებიდან მხოლოდ სპილო ვერ ხტება. თუკი ჩავთვლით, რომ ახტომა ეს არის მდგომარეობა, როცა მიწას სცილდები ზემოთა მიმართულებით და ფეხები არ ეხება მიწას, მაშინ მართლაც არ შეუძლია. მაგრამ მსგავსი რამის გაკეთება ასევე არ შეუძლია ბეჰემოთსა და მარტორქას. ხოლო სწრაფი სირბილისას ნებისმიერ მათგანს შეიძლება ოთხივე ფეხი ჰაერში ჰქონდეს.
  • k6g7i

  • მურა დათვი მხოლოდ შავი ფერის არაა. არსებობს ჯიშები, რომელთაც აქვთ თეთრი, ყავისფერი, დარიჩინისფერი და ლურჯი ბეწვიც კი.
  • yt2sn

  • როგორც ამბობენ, ძაღლის 1 წელი ადამიანის 7 წელს უდრის. საშუალოდ, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 78 წელია, ხოლო ამ გათვლით ძაღლისა გამოდის 90, რაც რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთს არ ესადაგება. ამასთან, ძაღლის სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ასაკს აღწევს, დაწყებული 6 წლიდან, დამთავრებული 13-ით და მეტით. მათ აქვთ საკმაოდ მოკლე “ბავშვობა” და გრძელი “შუახნის პერიოდი”, რაც ამ შედარებას კიდევ უფრო უადგილოს ხდის.
  • ujd7i

  • მილიონობით ადამიანს სჯერა, რომ ნიუტონმა გრავიტაციის კანონი აღმოაჩინა მაშინ, როცა ბაღში ჯდომისას თავში ვაშლი დაეცა. მაგრამ ეს აზრი დიდი მეცნიერის სიკვდილიდან 60 წლის შემდეგ გავრცელდა. სავარაუდოდ, ეს გამოიწვია ჯონ კონდიტის ჩანაწერმა: “ბაღში ფიქრისას მას თავში მოუვიდა აზრი, რომ მიზიდულობის ძალა, რომელიც ხიდან ვაშლს აგდებს მიწაზე, შეზღუდული კი არაა დედამიწიდან რაღაც მანძილზე, არამედ გაცილებით მეტი არეალი აქვს სამოქმედოდ”. სერ ისააკ ნიუტონი, გარდა მეცნიერული შრომებისა, დაინტერესებული იყო ბიბლიითაც და დიდი დრო მიუძღვნა მისი უძველესი ხელნაწერების კვლევას. მისი განცხადებით, წმინდა წერილს ღვთის სიტყვად მიიჩნევდა და ყოველდღე სწავლობდა მას.
  • 8jo2o

  • აზრი, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა, რაც კოსმოსიდან ჩანს, რამდენიმე მიზეზის გამოა არასწორი. თუკი ხედავ ზემოდან ჩინეთის დიდ კედელს, დაინახავ ასევე საგზაო ქსელებს და სხვა დიდ ობიექტებსაც. ფაქტიურად, არ არსებობს დაშორება დედამიწიდან, რომლიდანაც მხოლოდ დიდი კედელი გამოჩნდება. ხოლო რამდენიმე ათასი კმ-ის სიმაღლეზე როცა ადიხარ, ადამიანის ქმნილებიდან ვეღარაფერს დაინახავ, კოსმოსიდან მითუმეტეს.
  • 5cfpt

  • 1935 წელს გაზეთში “გინდ დაიჯერეთ, გინდ არა” გავრცელდა ცნობა ალბერტ აინშტაინის შესახებ, რომ დიდი მეცნიერი ბავშვობაში მათემატიკას ვერ სწავლობდა. წარუმატებელი სტუდენტების ნაწილი დღემდე ამ ამბით იმშვიდებს თავს, მაგრამ ალბერტი პატარაობიდანვე ავლენდა განსაკუთრებულ ნიჭს, მათ შორის მათემატიკის სფეროშიც. როცა მეცნიერმა სტატია იხილა, გაეცინა და თქვა: “მათემატიკის სწავლა არასდროს მიჭირდა. 15 წლის ასაკში დიფერენციალური და ინტეგრალური კალკულუსი მქონდა ათვისებული”.
  • ტიტანიკმა გამოიყენა არამარტო შეტყობინება S.O.S, არამედ C.Q.D.-იც. თუმცა სიგნალი S.O.S პირველად გამოიყენა ლაინერმა “სლავონიამ” 1909 წლის 10 ივნისს. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, SOS და CQD არ იშიფრება. ფრაზები – “save our ship” (გადაარჩინეთ ჩვენი გემი), “save our souls” (იხსენით ჩვენი სულები), “Come Quick, Danger” (ჩქარა მოდით, საფრთხეში ვართ), “Come Quick – Drowning!” (ჩქარა მოდით, ვიძირებით) – მოგვიანებით გაჩნდა, რათა თავიდან აერიდებინათ ასოების არასწორი დამახსოვრება.
  • nasoa

  • პანდა მხოლოდ ბამბუკს არ მიირთმევს, ის ყველაფრისმჭამელებს მიეკუთვნება და როცა შესაძლებლობა აქვს, პატარა ცხოველებსაც და მძორსაც ეტანება. არასწორი აზრის გავრცელება იმან გამოიწვია, რომ პანდების საბინადრო არეალში ბევრი ბამბუკია და მათ ძირითად საკვებს წარმოადგენს, თუმცა ვერ ნაყრდებიან და ამიტომ ბევრის ჭამა უწევთ. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ თუ პანდას იხილავთ, ის ბამბუკის ნარჩენების ღეჭვის პროცესში იქნება.
  • ზი ენდ :mamao:

    მსგავსი ამბები

    იხილეთ ასევე
    Close
    Back to top button