არქივი

ინდირა განდი

83770d2133cc
ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინდი: इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी indirā priyadarśinī gandhī) (დ. 19 ნოემბერი1917 –გ. 31 ოქტომბერი,1984) — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 19661977 და 19801984 წლებში მის მკვლელობამდე. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდის დედა, ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.


გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, თანამედროვე პოლიტიკური სისტემების პირობებში გახშირდა ხელისუფლებაში ქალი-პოლიტიკოსების დაწინაურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ქალი-პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მისი მშობლის, ან მეუღლის მიერ “გაკვალულ ბილიკზე” მოდის. ანუ, ის სარგებლობს მაქვს ვებერის მიერ განსაზღვრული ე.წ. “ისტორიული ლეგიტიმურობით”, როდესაც ძალაუფლების მოპოვება ტრადიციის, “წარსულის ნოსტალგიის” ინერციით არის ხოლმე განპირობებული. მსგავსი მოვლენა განსაკუთრებით ხშირია განვითარებად ქვეყნებში არსებული ერთპიროვნული, პერსონიფიცირებული ძალაუფლების პირობებში, როდესაც ცნობილი პოლიტიკოსის ქალიშვილი, ანდაც მეუღლე მისი საქმეების ბუნებრივ გამგრძელებლად მოიაზრება ხოლმე.
bc1c496066d3
744bdfdfbdd9
1972 წელს განვითარების სოციალისტურ გზაზე მდგომ კუნძულ ცეილონს ოფიციალურად შრი-ლანკა ეწოდა, ხოლო 1976-ში ბანდარანაიკე თავისი პოლიტიკური კარიერის ზენიტში აღმოჩნდა, როდესაც ის არმიერთებული ქვეყნების მოძრაობის თავმჯდომარედ აირჩიეს და მისმა ქვეყანამ ამავე მოძრაობის კონფერენციას უმასპინძლა. ეს კონფერენცია დღემდე მიიჩნევა უმსხვილეს საერთაშორისო ფორუმად, რომელიც ოდესმე ჩატარებულა შრი-ლანკაში. თუმცა, პოლიტიკოსი-ქალის არქეტიპად, ე.წ. “ერის დედის” განსახიერებად, ინდოეთის პრემიერ მინისტრი 1966-77 და 1980-84 წლებში ინდირა განდი გვესახება. თხელი, ფაქიზი სილუეტის მიუხედავად, ინდირა განდიმ სრულად შესძლო თავისი, როგორც პოლიტიკოსის იერსახის დისტანცირება სუსტი სქესის წარმომადგენელთან: “პრემიერ მინისტრის როლში მე ქალი არ ვარ, მე ადამიანი (a human being) ვარ”, ამბობდა ის.
6b0613625986
ამავე დროს საგულისხმოა, რომ ძალაუფლების მწვერვალზე მოსახვედრად ინდირა განდის სწორედ რომ ერთგვარი “ისტორიული ლეგიტიმურობა” უწყობდა ხელს. მამამისმა ჯავაჰარლარ ნერუმ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა და ცენტრალურმა ფიგურამ ინდოეთის გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, ინდირა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში ჩართო პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც პრემიერ მინისტრის არაოფიციალური თანაშემწის როლი უბოძა. “ბავშვობიდანვე ჩემი საყვარელი გასართობი მაგიდაზე აძრომა და შინაურების წინაშე სიტყვების წარმოთქმა იყო. ყველა ჩემი თამაშობა პოლიტიკას უკავშირდებოდა. ჟანა დ’არკივით მუდამ საბრძოლველად შემართული ვიყავი”, აცნობა ინდირამ განდიმ ჟურნალ “ნიუსვიკს” 1975 წელს.მართლაც, პოლიტიკურ მწვერვალებზე ასასვლელად ინდირა, როგორც ჩანს, ადრიდანვე ემზადებოდა. 1940-იანი წლების დასაწყისში მან აიძულა თავისი სპარსული წარმოშობის მეუღლე ფეროზ ხანი, რომ გვარი შეეცვალა ისეთზე, რომელიც საუკეთესოდ მოერგებოდა დამოუკიდებელი ინდოეთის ცნებას. შესაბამისად, როდესაც ფეროზ ხანი განდით გადაკეთდა, მაჰათმა განდისთან ნათესაური კავშირის არარსებობის მიუხედავად, ინდირას, როგორც მომავალი მმართველის “ისტორიულმა” ლეგიტიმურობამ, კიდევ მეტი წონა შეიძინა. პოლიტიკაში ქალის იდენტურობასთან დისტანცირებისა და ტიპიურად მამაკაცური რკინისებური ნებისყოფის გამოვლინება ინდირა განდის მრავალჯერ მოუწია. 1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანის ირგვლივ გაჩაღებული კონფლიქტისას, ინდოეთმა სძლია პაკისტანს და დაიბადა სახელმწიფო ბანგლადეში.
1972 წელს “ჩინეთის ჰეგემონიის” დასაძლევად ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ წამოწყებული პროცესის ფარგლებში, ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი. 1975 წელს ქალაქ ალაჰაბადის უზენაესმა სასამართლომ გაყალბების მოტივით გააბათილა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ინდირა განდის ხელისუფლებაში ყოფნა ხიფათის ქვეშ აღმოჩნდა. შედეგად, განდიმ შემოაღებინა საგანგებო მდგომარეობა, რითაც თითქმის დიქტატორული უფლებამოსილება შეიძინა. ინდურ პრესას “პასუხისმგებლობითი ქცევის” კოდექსი დაუწესდა. ათი ათასობით ოპოზიციონერი პოლიტიკური აქტივისტი დააპატიმრეს. ინდირა განდის მმართველობის უკანასკნელ წლებში მოხდა მისი, როგორც ეროვნული გმირის,ფაქტობრივი იდენტიფიცირება ქვეყანასთან და ინდოეთში პრაქტიკულად პიროვნების კულტი ჩამოყალიბდა. “ინდირა ინდოეთია და ინდოეთი – ინდირაა”, ამტკიცებდნენ მისი მომხრეები. 1984 წელს სიკხების ამბოხების პირობებში, ინდირა განდი მოკლეს საკუთარი დაცვის ორმა სიკხმა წევრმა. მისი დაკრძალვის ცერემონიალის ტელეტრანსლაცია მრავალ ქვეყანაში გადაიცა. მაგრამ, ინდოეთში ჯავაჰარლარ ნერუსა და ინდირა განდის პოლიტიკური ტრადიციები ამით არ ამოიწურა.
47a113340fe7

6cf1ccc28cb9

5d5f43a7b931
1984 წელსვე პრემიერის პოსტზე გარდაცვლილი ინდირა განდი მისმა შვილმა, რაჯივ განდიმ შეცვალა. თავის მხრივ, რაჯივ განდის მკვლელობის შემდეგ (1991 წელს), ქვეყნის ორიდან ერთი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის, “ინდოეთის ეროვნული კონგრესის” (Indian National Congress) მესვეურებმა პარტიის თავმჯდომარობა რაჯივ განდის ქვრივს, სონიას შესთავაზეს. 1946 წელს იტალიაში, ვიჩენცას მახლობლად დაბადებულმა სონია განდიმ (ნამდვილი სახელია ანტონია ალბინა მაინო) თავდაპირველად შორს დაიჭირა ეს წინადადება, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა პარტიის პრეზიდენტობაზე 1998 წელს.

bc5d58dcc411

362a9b9e9edf

4e5eee093428

d527cebfdb51

80ef4722a384

ca243915b93d
1966 წელს, როდესაც ის პირველად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად, მეტოქეებმა”სულელი თოჯინა” შეარქვეს. აღმოჩნდა, რომ მწარედ ცდებოდნენ. გოგონა სახელად “მთვარისქვეყანა” (სწორედ ამას ნიშნავს მისი სახელი)

http://www.youtube.com/watch?v=5DuIm70lIm8

წყარო: ვიკიპედია, 24saati.ge

diadema

ჭეშმარიტება მრავალწახნაგოვანია, სამაგიეროდ – სიცრუე მრავალხმიანია.
Back to top button