არქივი

უკანასკნელი სიტყვები… (2)

f86a6744d4cc

მგონი დაგაინტერესებთ ეს ყველაფერი,   :(  ყოველ შემთხვევაში, მათ მაინც ვისაც წინა პოსტი მოგეწონათ. :yes:

1…
35d55f66c143

“ტაში მეგობრებო, კომედია დასრულებულია.” _ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
(ამ სიტყვებში კარგად ჩანს კომპოზიტორის შინაგანი განწყობა სიცოცხლის ბოლოს, მისი ცხოვრების უკანასკნელი ოცდაათი წელი სავსე იყო სხვადასხვა პიროვნული ტრაგედიით. მგონი ზედმეტი განმარტებაც აღარ არის საჭირო…)

2…
83dbc5397527

“ღმერთო დაეხმარე ჩემს საბრალო სულს” _ ედგარ ალან პო
(სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი ძალიან იტანჯებოდა. მის ისედაც საკმაოდ მორყეულ ჯანმრთელობას, აუარესებდა ალკოჰოლის მუდმივი მოხმარება და სტრესი. მისთვის უდიდესი ტრეგედია იყო მეუღლის გარდაცვალება, რამაც დიდ დეპრესიაში ჩააგდო)

3…
cff164f834b4

“ახლა მხოლოდ წამებაა ჩემს გარშემო, მას კი არავითარი გრძნობა არ გააჩნია”_ ზიგმუნდ ფროიდი.
(ფსიქოანალიზის ფუძემდებელი გამოუსწორებელი მწეველი იყო, დღეში დაახლოებით 20 სიგარას ეწეოდა. ეს მის ჯანმრთელობაზეც აისახა.მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცდაათამდე ოპერაცია გაუკეთდა, მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სიცოცხლის ბოლომდე აუტანელი ტკივილებით იტანჯებოდა. უამრავი სამედიცინო პროცედურით გაწამებულმა ფროიდმა ერთხელ განაცხადა: ” საშინელებაა, როცა ადამიანი საკუთარ სხეულზე მეტხანს ცხოვრობს”-ო. ის ერთ-ერთი ოპერაციის დროს კომაში ჩავარდა, და მეორე დღეს გარდაიცვალა.)

4…
18acabe0a504

“მოიცადეთ, მოვაგვარო ჩემი პრობლემები!”_ არქიმედე.
(არქიმედე სირაკუზაში დაატყვევეს და შემდეგ მოკლეს რომაელმა ჯარისკაცებმა, მას შემდეგ რაც ქალაქი დაიპყრეს. სწორედ სიკვდილის წინ მიმართა ამ სიტყვებით მეცნიერმა დამპყრობლებს.)

5…
e33f7f160cd7

“მე ვიცხოვრე, როგორც ფილოსოფოსმა და ვკვდები, როგორც ქრისტიანი”_ კაზანოვა.
(მას საკმაოდ ბობოქარი და დაუდეგარი ცხოვრება ჰქონდა. უამრავი ცხოვრებისეული შტორმის გადალახვის და მოგზაურობის შემდეგ, ის ბოჰემიაში დასახლდა,სადაც სიცოცხლის ბოლომდე (1798 წლამდე) ბიბლიოთეკაში მუშაობდა.)

6…
9e555a9ecc54

“რატომაც არა? ყოველივე ამის შემდეგ, ხომ ის მაინც მისი საკუთრებაა.!”_ ჩარლზ ჩაპლინი.
(როდესაც მომაკვდავ გენიას მღვდელმა ჰკითხა: “შეიწყალებს ღმერთი თქვენს სულს?”, ჩაპლინმა მიუგო: “რატომაც არა? ყოველივე ამის შემდეგ, ხომ ის მაინც მისი საკუთრებაა!”)

7…
4d1be3a4caaa

” როდესაც უკვე სიკვდილის აჩრდილთა ხეობაში ხარ, მაშინაც კი არ ხდება ორჯერ ორი ექვსი.”_ ლევ ტოლსტოი.
(იგი ცხოვრობდა ასკეტური ცხოვრებით და განუდგა მართლმადიდებლურ ეკლესიასაც. როდესაც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა უკანასკნელად სცადა მისი დარწმუნება შერიგებოდა ეკლესიას და კვლავ “მოქცეულიყო”. სწორედ ეს პასუხი მიიღო მისგან)

8…
495198a2ff98

“კმარა, შემეშვით! უკანასკნელი სიტყვები იმ სულელებისაა, როემლთაც ჯერ კიდევ არაფერი უთქვამთ!”_ კარლ მარქსი.
(ასე უპასუხა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სოციალიზმის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, მოახლის სულელურ შეკითხვას, როდესაც ეს უკანასკნელი დაინტერესდა ხომ არ სურდა რაიმეს თქმა სიცოცხლის ბოლოს.)

9…
88ee53786eec

“არაფერია სიკვდილზე კომფორტული”_ მარია ტერეზა.
(სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მან სკამზე გაატარა, რადგანაც მწოლიარეს სუნთქვა უჭირდა. მისი შვილი ჯოზეფი შეეცადა შეემსუბუქებინა მდგომარეობა დედისთვის ერთ-ერთი მტანჯველი სპაზმის შემდეგ. “თქვენო უმაღლესობავ , ასე უფრო კომფორტულად ხომ არ იგრძნობთ თავს?” და სცადა დედისთვის ხელი შეეშველებინა. რამდენიმე წუთში დედოფალი აღესრულა კიდეც.)

10…
486c1e48f5b0

“გახსენით მეორე დარაბაც, რათა მეტი სინათლე შემოვიდეს”_ იოჰან ვოლფგანგ ვონ გოეთე.
(გოეთეს უკანასკნელი სითყვები, მისმა მოსწავლემ ეკერმანმა ჩაიწერა, რომელიც გოეთეს გარდაცვალებას ესწრებოდა. თუმცა ასევე არსებობს მეორე მოსაზრებაც, თითქოს გოეთემ თავის ქალიშვილს მიმართა,” მოდი ჩემთან ჩემო პატარავ და მომეცი შენი პატარა თითი.)

11…
db9444ca32ad

“ღამე მშვიდობის!”_ ჯორჯ ბაირონი
(ბაირონი სიკვდილამდე ძალიან ცუდად იყო , გონებაზეც იშვიათად მოდიოდა, მან უკანასკნელად მიმართა თავის ახლობლებსა და მეგობრებს : “საკმარისია, ახლა შემიძლია დავიძინო. ღამე მშვიდობის.” ამ სიტყვებიდან, დაახლოებით ოცდაოთხ საათში გარდაიცვალა.)

12…
99195b801b90

“დაშავდა ვინმე?”_ რობერტ კენედი.
(მიმართა თავის ცოლს რამდენიმე წამით ადრე, სანამ კომაში ჩავარდებოდა.)

13…
58a40ac4c292

“ერთი სული მაქვს, დავტოვო ეს ცოდვილი სამყარო, მე ხომ აქ აღარ დავბრუნდები!”_ფრიდა კალო.
(საკმაოდ ტრაგიკული ადამიანი. სუსტი ჯანმრთელობის პარტონი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში 32 ოპერაცია გაუკეთეს. სიცოცხლის ბოლო წლებში საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. სავარაუდოდ მან ამდენ ტკივილს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ეს სიტყვები კი მის მიერ დაწერილი უკანასკნელი წერილიდანაა.)

P.S.
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ამა თუ იმ ადამიანმა სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა. ისინი უბრალოდ ლეგენდებად შემოგვრჩა დღემდე. მაგრამ თითოეულ მათგანში მაინც კარგად ჩანს პიროვნების ინდივიდუალური შეხედულება, სახე, ცხოვრების განვლილი გზა.. მე ძალიან დამაინტერესა.. :boli: :boli: :yes:

მსგავსი ამბები

Back to top button