არქივი

სალამანდრა

6284bc127181

სიტყვა სალამანდრა ბერძნულად “ცეცხლში მცხოვრებს” ნიშნავს.პლინიუსი რომის დიდი ნატურალისტი სალამანდრას შესახებ წერდა: “სალამანდრა იმდენად ცივია რომ მასთან შეხებისას ცეცხლიც კი ქრება”

71fe3a0f0f21

პლინიუსი წერდა რომ ცხოველებს შორის ყვეალზე სასტიკი და საშინელი სალამანდრაა.სხვა დანარჩენი ცხოველებისგან განსხვავებით სალამანდრას შეუძლია მთელი სოფელი ისე ამოხოცოს რო ვერც კი გაიგებენ საიდან დაატყდათ უბედურება,თუ სალამანდრა ხეზე ავა მთელი ხილი მოიწამლება,თუ ადამიანს კანზე შეეხება მთელი თმა დასცვივა ეს და ამდაგვარი მრავალი ცრურწმენა ადრინდელ პერიოდში მრავლად იყ სალამანდრებზე.დღესაც კი გაურკვეველია თუ რატომ იწვევდა სალამანდრა ასეთ შიშს და ეს მარტო ერთ კონკრეტულ დასახლებაში კი არა არამედ უძველესი ხალხის ხელნაზერებშიც მრავლად გვხვდება სალამანდრას ამდაგვარი დახასიატებები.ქრიტიანულ რელიგიაში სალამანდრა ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილა რსებად ითვლება.ასეთი მითები და ლეგენდები კი ალბათ იმის ბრალია რომ როდესაც სალამანდრას ცეცხლში აგდებენ მის ტანზე არსებული ლორწოვანი სითხე უფრო აქტიურად გამოიყოფა და ცეცხლი არ ეკარება (ერთგვარი დაცვითი მექანიზმია).ასეთი სანახაობის მომსწრენი კი პირჯვარს იწერდნენ,სწორედ აქედან მოდის ჯოჯოხეთური არსების ასე ვთქვათ “იარლიკი”.

333c63736a14

სალამანდრა უძველეს ტრაქტატებში იხსენიებენ როგორც ჯადოსნურ ცხოველელად ან ბოროტ სულად,საფრანგეთის სასახლეებში კი მისი უამრავი გამოსახულებაა.დღეს-დღეობით სალამანდრა კარგადაა შესწავლილი და შუასაუკუნეების ეს ცრურწმენები უკუქცეულია.იგი გავრცელებულია ევროპაში,აზიაში,ჩრდილოეთ აფრიკაში და ცრდილოეთ ამერიკაში.მოკლედ იქ სადაც ტენიანი ჰავაა იქნება ეს სანაპირო ზოლი თუ ტროპიკული ტყეები.ნესტის გარეშე ის თავს ცუდად გრძნობს მაგრამ გაგიკვირდებათ და მისი სტიქია ცეცხლია.სალამანდრების 40 სახება არსებობს.მილიონობით წლის წინ ისინი დინოზავრებს ენატესავებოდნენ თუმცა მათ დღემდე მოაღწიეს და ტანაც სახეშეუცვლელად (მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები განიცადეს).არის შხამიანი და ასევე უვნებელი ჯიშები.კარპატებში ბინადრობს ყველაზე შხამიანი სალამანდრა.მას შხამი კანზე განლაგებულ ჯირკვლებში აქ ძალიან ძლიერი ეფექტიც გააჩნია.საერტო ჯამში სალამანდრა სახიფატო არაა.მხოლოდ მწერებიტ იკვებებადა წყალშიც იშვიათად ცადის ვინაიდან ცუდად ცურავს.მისი ერტადერტი მტერი ადამიანია ისიც იმიტომ რომ მისი ხორცი დელიკატესია.ამის გამო რამდენიმე სახეობა წითელ წიგნშია შეყვანილი რადგან დელიკატესისთვის ნადირობით კრიტიკულ ზღვარამდე შემცირდა მათი რაოდენობა.მისი სიცოცხლის ხანგძლივოვა 40-50 წელს შეადგენს.

923284db4906

როგორც უკვე ვთქვი არსებობს 40 მდე სალამანდრების სახეობა.ყურადღებას გავამახვილებ ამ ჯიშზე რომელსაც ზევით სურატში ხედავთ.ეს არის ცეცხლოვანი სალამანდრა.ეს სახელი მისი შეფერილობისგან მოდის ვინაიდან სჰავ ფონზე ყვითელი კოპლებიც აქვს.ამ სახის სალამანდრას ეძახდნენ ჯოჯოხეთის არსებას და აიგივებდნენ ცეცხლთან.ეს სახეობა შხამიანია და შეუძლია შხამი ჯირკვლების საშვალებით რამდენიმე მეტრ სიშორეზე ასე ვთქვათ გადააფურთხოს.შხამის სიძლიერეს ბევრი აზვიადებს თუმცა არც მისი დაუფასებლობა შეიძლება.მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ შხამიანობის და მიუხედავად მხოლოდ რამდენიმე სახეობაა აგრესიული,დანარცენები კი სრულიად უვნებელები რასაც ქვემოთ ვიდეოში იხილავთ.

Back to top button