არქივი

ტყვიისებრი ვირუსი – ცოფი

ფაილი:Rabies patient.jpg

ისტორია

ძაღლების ცოფით დაავადების შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცოდნენ. ჯერ კიდევ ჰომეროსის “ილიადაში” ბერძნები ჰექტორს ცოფიან ძაღლს უწოდებდნენ. ჩვ.წ.I საუკუნეში კ.ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება ჰიდროფობია. ეს სახელწოდება ამ დაავადებას მან უწოდა მთავარი და ყველაზე უფრო დამახასიათაბელი სინდრომის მიხედვით: წყლის არა მარტო შეხედვამ, არამედ მისმა ხმაურმა, ხოლო ზოგჯერ სიტყვა წყლის გაგონებამაც კი შეიძლება ავადმყოფში უძლიერესი შეტევა გამოიწვიოს. 1770 წელს ვან სვიტენმა პირველად აღწერა ცოფის პარალიზური ფორმა. 1884 ცინკემ დაამტკიცა დაავადების გადატანის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით. ცოფის ვირუსული ეტიოლოგია 1903 წელს დაამტკიცა პ.რემლენჟემ. 1892 წელს ვ.ბაბოშმა, ხოლო 1903 წელსა.ნეგრიმ განგლიოზურ უჯრედებში აღწერეს სპეციფიური ჩანართები, განსაკუთრებული ციტოპლაზმური სტრუქტურები, რომელთაც შემდგომში ბებეშ-ნეგერის სხეულაკები ეწოდა. მათი აღმოჩენა უჯრედში ცოფის არსებობის უდავო დასტურია.

ცოფის შესწავლის საქმეში და მის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ლუი პასტერს. პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო პირველი აცრა ჩაატარა 1985 წლის 6 ივნისს და სრული წარმატებით დამთავრდა. მიუხედავათ იმისა, რომ მეცნიერმა ვერ აღმოაჩინა ამ დაავადების გამომწვევი აგენტი, მან შეიმუშავა პროფილაქტიკური აცრების შესანიშნავი მეთოდი, ხოლო თვით პრეპარატს ე.ჯენერის პატივსცემად “ვაქცინა” უწოდა.

სტრუქტურა

ცოფის ვირუსს ტყვიისებრი ფორმის სხეული აქვს, სიგრძით — 180 ნმ და განივკვეთის დიამეტრით — 75 ნმ. ერთი ბოლო კონუსურია, ხოლო მეორე — ბრტყელი ან ჩაღრმავებული. ლიპოპროტეინის კაფსიდი[2] დაფარულია გლიკოპროტეინის ურიცხვი ღეროთი, თუმცა ისინი არ ფარავენ ბრტყელ (ჩაღრმავებულ) ბოლოს. კაფსიდისქვემოთ არის მატრიქს[3]პროტეინის ფენა, რომელიც შესაძლოა ინვაგინირებულ[4] იქნეს ბრტყელ ბოლოზე.

ადამიანის ვირუსებს ახასიათებთ კუბური სიმეტრია, თუმცა ცოფის ვირუსის კაფსიდს აქვს მცენარეთა ვირუსებისთვის სახასიათო – სპირალური სიმეტრია, ამითაა გამოწვეული მისი ცილინდრული ფორმაც. ვირუსის ბირთვი შედგება სპირალურად დალაგებული რიბონუკლეოპროტეინისგან[5]გენომი წარმოდგენილია დაუნაწევრებელი ხაზოვანი რნმ-თი. გარდა ამისა გენომში გვხვდება ტრანსკრიპტაზა[6] და ზოგიერთი სტრუქტურული პროტეინი.

Longitudinal schematic view of rabies virus Cross section of Rabies virus

ლინიკური სურათი

საინკუბაციო პერიოდს მოყვება უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც მოიცავს 3 სტადიას:

  • ვირუსის ცხოველქმედების(ცენტრ. ნერვული სისტემის დათრგუნვის) სტადია:
    გრძელდება 1-3 დღე. თან ახლავს მომატებული ტემპერატურა 37,2-37,3 °С-მდე, საერთო მოდუნება, ცუდი ძილი ან უძილობა, ავადმყოფი აღელვებულია. ტკივილი ნაკბენ ადგილზე შეიგრძნობა, ჭრილობის მოშუშების შემთხვევაშიც კი.
  • აღგზნების სტადია:
    გრძელდება 4-დან 7 დღემდე. გამოიხატება ძლიერ მომატებული მგრძნობელობით გრძნობათა ორგანოების მცირე გაღიზიანებისას: კაშკაშა შუქი, ქარის ქროლვა, ხმაური, სხვადასხვაგვარი ბგერები – წყლის ჩხრიალი, იწვევს კუნთების კრუნჩხვებს. პაციენტი ხდება აფორიაქებული, აგრესიული, ეწყებაჰალუცინაციები(მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი), ბოდვა, პარანოია.
  • დამბლის სტადია:
    გრძელდება რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე. ვითარდება თვალის კუნთების და ქვედა კიდურების დამბლა. სუნთქვის დამძიმება:ნაწილობრივი ან სრული მოშლა, რაც თავისთავად უკვე იწვევს პაციენტის სიკვდილს. სიკვდილი როგორც წესი დგება გულის დამბლით.

ავადობის საერთო ხანგრძლივობაა 5-8 დღე, იშვიათად 10-12 დღე.

ფაილი:Rabid dog.jpgცოფი ძაღლებში

ძაღლებში ცოფს ხანგრძლივი ისტორია აქვს. პირველი წერილობითი ცნობები ცოფის შესახებ გადმოცემულია ეშნუნასკოდექსში, დაწერილი ძვ. წ. 1930 წ (ხამურაბის კანონებზე 3 ს.–ით ადრე ), რომელიც ამბობს, რომ ცოფის სიმპტომების მქონე ძაღლის მეპატრონემ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები კბენისგან დასაცავად. თუ ცოფით დაავადებული ძაღლის კბენის შედეგად დაიღუპება ადამიანი, მეპატრონე სასტიკად დაისჯება.

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • მსოფლიოში, ყოველ 15 წუთში ცოფისგან 1 ადამიანი იღუპება[8].
  • სიკვდილიანობის 99 % მოდის ცოფით ავადობაზე: აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 ადამიანი კვდება ცოფისგან.

წყარო: ენციკლოპედია, ინტერნეტი, სკოლა

RaTi3

cnobismoyvare.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button