გასართობიკრეატივისასარგებლო

დეკონსტრუქტივიზმის მამა!

ფაილი:Weisman Art Museum.jpg

გერის სტილი გვიანდელ მოდერნიზმზს ეფუძნება. მისი დეფორმირებული სტრუქტურები მოდერნისტული არქიტექტურის დეკონსტრუქტივიზმის (დეკონ) სკოლის გამოხატულებად მიიჩნევა. დეკონის მიმდინარეობა მოდერნიზმიდან გადახვევაა, რაც სოციალურ მიზანთა და ფუნქციონალურ საჭიროებაზე ყურადღების არიდებაში გამოიხატება. ადრეული მოდერნისტული სტრუქტურებისგან განსხვავებით დეკონის სტრუქტურები არ საჭიროებენ სპეციფიურ სოციალურ იდეათა ასახვას (მაგ. სიჩქარე ან ფორმის უნივერსალობა) და ისინი არ ემყარებიან რწმენას, რომ ფორმა ფუნქციას მოსდევს. დეკონი, რომელსაც გერი თავად უფრო ხვეწს, ასევე ცნობილია, როგორც სანტა-მონიკას არქიტექტურული სკოლა. ამერიკის ამ რეგიონმა შექმნა ექსპერიმენტთა უდიდესი სპექტრი დეკონის დიზიანის დარგში და მოიცავს ამგვარ სტრუქტურათა უდიდეს კონცენტრაციას.

ამჟამად პროფესიულ წრეებში გერი თანამედროვე არქიტექტურის ხატად მიიჩნევა. ის დაკავშირებულია კომპანია ეპლის დიზაინის ფილოსოფიასთან. მისი შენობები, საკუთარი სახლის ჩათვლით, ტურისტთა ღირშესანიშნაობებად იქცა. მრავალი მუზეუმი, ფირმა და ქალაქიც კი ცდილობს გერის საკუთარი პროექტებით დაინტერესებას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება არქიტექტორის საბოლოო პროდუქტი.

ფაილი:Guggenheim-bilbao-jan05.jpgსიეტლის მუსიკის მუზეუმი განასახიერებს ამ ფენომენს მის ექსტრემალურ ფორმაში. მაიკროსოფტის პოლ ალენმა არქიტექტორად გერი აირჩია მუსიკის ისტორიის ნიმუშთა კოლექციისთვის ურბანული სტრუქტურის დიზაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი უდაოდ უნიკალური გამოვიდა, კრიტიკოსთა რეაქცია უკიდურესად მწვავე იყო. თვალისმომჭრელი ფერების, გარემოს არქიტექტურისა და ბუნების ჰარმონიის იგნორირებისა და მამონტის ჩონჩხის მაგვარი კონსტრუქციის გამო კრიტიკოსებმა მას უბრალოდ “დიდი შეცდომა” შეარქვეს. თუმცა შენობის მომხრეებს გვიანდელ მე-19 საუკუნეში ეიფელის კოშკის ისტორია მოჰყავთ მაგალითად და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში არის შესაძლებელი შენობის მხატვრული ღირსების შეფასება.

ფაილი:DG Bank Interior, Berlin.jpg

ბოლო დროს გერის აკრიტიკებენ საკუთარი თავის განმეორების გამო, თითქოს ლითონის დანაწევრებული პანოებით აკოწიწებული კონსტრუქციები, რომელიც გერის სამარკო ნიშანი გახდა, ზედმეტად ხშირად გამოყენებადი იყოს. მის ბოლოდროინდელ ნამუშევართა უმრავლესობა ბილბაოს გუგენჰაიმის ნაირსახეობად მიიჩნევა. მიუხედავად ყველაფრისა, გერის კრიტიკოსები და დამცველები გულდასმით ადევნებენ თვალყურს არქიტექტორის შემოქმედების, იმის მოლოდინში, შეძლებს თუ არა იგი ახალი განსხვავებული იდიომის შთამბეჭდავი ფორმების შექმნას.

ფაილი:PBLlobby.JPG

წყარო: ვიკიპედია

თეგები

RaTi3

cnobismoyvare.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close