არქივი

სევდიანი ჰაიტი

9de728b173ba
ბევრი ფიქრობს,მსჯელობს და ცდილობს ამ პრობლემატური ამოცანის – როდის იქნება „აპოკალიფსი“?- ამოხსნას,ასახელებ(დნ)ენ წლებს-2000, 2012…მაგრამ ამ „ფილოსოფოსების“ შეგნება იმას ვერ წვდება რომ არის არაერთი ქვეყანა სადაც უკვე დადგა ეს ანონსირებული დღე და სრული ქაოსია.ასეთი ქვეყანაა სწორედ ჰაიტი,სადაც უმძიმესი მდგომარეობაა და ქაოსი სუფევს.

სულ ცოტაც და კარს გაიხურავს 2010 წელი,გაიხურავს და ისტორიის ნაწილად აქცევს მრავალ ფაქტს,თუმცა მსოფლიო ისტორიაში ამ წლის ყველაზე მძიმე დღედ უდავოდ 12 იანვარი აღიარდება,რადგან წორედ 12 იანვარს მოხდა უდიდესი კატასტროფა ჰაიტიზე,მოხდა 7 ბალიანი მიწისძვრა და საზარელი რეალობა დატოვა.“იძრა მიწა“ ამ უღარიბეს ქვეყანაში და ასიათასობით ადამიანი იმსხვერპლა,დააინვალიდა,დაასახიჩრა და უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა მათ გონებას.ციფრები ასეთია-230 000მდე დაღუპული,331 000მდე დაჭრილ-დასახიჩრებული.ზოგიერთისთვის ეს უბრალო სტატისტიკაა,ზოგისთვის კი უდიდესი ტრაგედია.

de9b2e48bf78

bef0f1fa00c6

60553313be3f

საკმაოდ რთულია აღწერო თუ რა ხდებოდა იმ დღეს ჰაიტიზე,თუმცა შედარებით ადვილი წარმოსადგენია რა ხდებოდა მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰაიტელთა გულებში,ისინი დღეს იწყებდნენ ჩვეულებრივად,ელოდნენ ხვალიდნენ „მზიან“ დღეს თუმცა ბევრ მათგანი ვეღარ მოესწრო იმ მზიან დღეს… „იძრა მიწა“,ადამიანები საკუთარი სახლის ნანგრევებში აღმოჩნდნენ,გარშემო სიკვდილი სუფევს,ისმის გოდება-კვნესა და მშველელთა ხმობა,მაგრამ მშველელი არსად ჩანს,ტყვეობაში მყოფნი აგონიაში ვარდებიან,ნელ-ნელა იკლებს წინააღმდეგობა და სიბნელე ისადგურებს,სიკვდილის მომასწავებელი სიბნელე… მაგრამ ზოგიერთი მაინც აგრძელებს ბრძოლას და მათი გული გამალებით სცემს… გავა რამდენიმე დღე და არაერთ ასეთ სიკვდილთან მებრძოლს ამოიყვანენ ნანგრევებიდან მაშველები…

შემდეგ იყო მსოფლიო თანამეგობრობის გამოფხიზლება,ზევით ნახსენებ მაშველთა მივლინებები,მედიკოსთა მობილიზება,ჟურნალისტთა დესესანტის გადასხმა,მსოფლიო მასმედიის ყურადღება,ოპერატიული დახმარებები და კარავთა გაშლა… დრო გავიდა და შენელდა მასმედიის ყურადღება,შემცირდა ინფორმაციის გაშუქება პორტ-ო-პრენსიდან და სხვა დაზარალებული ქალაქებიდან.დაინტერესება მხოლოდ მიწისძვრის შემდეგ ვიწრო შუალედში აღწევდა პიკს,თუმცა მაინც აღსანიშნავია ის პროგრამები რომელიც ჰაიტის დახმარებას ისახავს მიზნად-დონორ ორგანიზაციათა წამოწყება რაც აიყოლია მრავალმა სახელმწიფომ და დაიწყეს ფინანსური სახსრების მობილიზება,3 წლის განმავლობაში ჰაიტის 10 მილიარდამდე ევროს გადაურიცხავენ დახმარების სახით,რათა აღდგეს ყოველივე დანგრეულ-განადგურებული…

მიუხედავად ამ დახმარებებისა,დაპირებებისა ჰაიტიზე მაინც სრული ანარქიაა,მრავალმილიონიანი უსახლკარო ადამიანების არმია რომელთა საცხოვრებელია კარვები,რომელთა გარშემო ანტისანიტარია და სიბინძურე სუფევს,ადამიანები განადგურებულნი არიან,მათ თვალებში უდიდესი სევდაა,ისინი სხვის იმედზე არიან… „გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო“ სწორედ ეს შეესაბამება იმას რაც ოქტომბერში მოხდა ამ ბედკრულ ქვეყანაში,ყოველივე ზემოთაღნიშნულ უბედურებას დაემატა უმძიმესი დაავადება ქოლერა,რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა. დღევანდელი მონაცემებით ამ დაავადებამ იმსხვერპლა დაახლოებით 2400 მდე ადამიანი,ხოლო დაავადებულთა საერთო რიცხვი 100 000_ს აღმატება.აშშ_ს დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიჩნევენ,რომ ეს დაავადებულთა რიცხვი შესაძლოა 400 000მდე ავიდეს.

ქოლერის ინფექციის გავრცელების ტემპები დღითი დღე მატულობს,მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ ხელის შეშლას მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს.სანამ რაიმე პროგრესი იქნება ქოლერის დაძლევის საქმეში იქამდე თვით ჰაიტელებმა დაიწყეს ზრუნვა იმაზე,რომ დაესაჯათ ამ ინფექციის განმავრცელებელნი,თავდაპირველად იერიში მიიტანეს გაეროს „ცისფერჩაფხუტიანებზე“ და მთავარ ბრალმდებელად სწორედ მშვიდობისმყოფელები გამოაცხადეს,მათ ეჭვს ის ზრდიდა გავრცელებული ინფორმაცია,რომ ქოლერის გავრცელება მოხდა ნეპალელი მშვიდობისმყოფელების მიერ,თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.დაპირისპირებას მსხვერპლიც ახლდა თან.

შემდეგ იყო მორიგი გამოსვლა ჰაიტელთა,ამჯერად მათ მთავარ დამნაშავედ გამოაცხადეს ვუდუს ჯადოქრები,ამას მოჰყვა 12 „კუდიანის“ შეპყრობა და მათი ლინჩის წესით გასამართლება.აქ ჩანს,რომ ჰაიტიზე საინფორმაციო ვაკუუმია და მოსახლეობის უმეტესობა არ ფლობს ინფორმაციას თუ რას წარმოადგენს ქოლერა.

მცირედ ინფორმაციას შემოგთავაზებთ ქოლერის შესახებ: ქოლერა-მწვავე ინფექციური დაავადებაა.მისი გამომწვევია ბაქტერია- ქოლერის ვიბრიონი,რომელიც 1883 წელს აღმოაჩინა კოხმა.ხასიათდება ღებინებით,ფაღარათით,წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევით,თირკმლის ფუნქციის მოშლით ჰიპოვოლემიური შოკის განვითარებით და საკმაოდ მაღალია რისკი ლეტალური შედეგისა.

ნოემბერში ჰაიტის თავს დაატყდა ქარიშხალი „ტომასი“,დაიტბორა რამდენიმე ქალაქი.ეს ტბორები კი აღმოჩნდა ქოლერის ვიბრიონისათვის ინკუბატორის როლის მქონე,სწორედ დამდგარ წყალში მატულობს ამ ინფექციის განვითარების რისკი და ასეც მოხდა,სწორედ ამ ქარიშხლის შემდეგ მოხდა ქოლერის გავრცელების არეალის ზრდა.ყოველივე ამას ემატება სრული ანტისანიტარია კარვების დასახლებაში,სუფთა დასალევი წყლის ნაკლებობა და იხატება საკმაოდ მძიმე სურათი,რომელიც გვაჩვენებს თუ რამდენად მძიმეა სიტუაცია და დახმარების გარეშე პრაქტიულად განწირულია ჰაიტი.
გადაავლეთ თვალი ფოტოებს და თავად დარწმუნდით თუ რამდენად მძიმეა მდგომარეობა ჰაიტიზე

64ac21821270

ee1342b4f1e4

1838f6d90c89

267c8c2b51a7

62e1d8834723

6c29a6d09780

977eb7281c6b

85057f0070c6

0ba2616fe0ea

ddb39f61bbf7

c5354222fccf

a0bdfe2433f9

9a866fe3552a

7584ddbac33c

42e3fc7f6f58

643c9dc5cfac

3f36b1ef7e98

05270dc1a679

3ecbf8be9d2f

d39d13a94499

7dd7b75a47e5

22d01e3868d2

ec4e62fce6b3

03e67e1f7a06

21c0a3d0ed58

1cfda35645ae

08656a23191e

მე მეტს ვეღარაფერს დავამატებ,მეტყველ ფოტოებს უკვე გადაავლეთ თვალი.მე ახლა მორიგ საზარელ რეალობაზე გავამახვილებ ყურადღებას,თუმცა ეს რეალობა მაინც შეიცავს პოზიტიურ მუხტს,მუხტს რომელიც იმაზე მიგვანიშნებს,რომ მიუხედავად ყველაფრისა სიცოცხლე მაინც გრძელდება და უნდა გადავლახოთ ყველანაირი ბარიერი.
მათ დაკარგეს კიდურები,მაგრამ არ დაუკარგავთ ბრძოლის ჟინი.მათ დიდი დარტყმას გაუძლეს და მაინც დაუბრუნდნენ მოედანს,დაუბრუნდნენ და ითამაშეს კიდევაც ფეხბურთი.გუნდის კაპიტანმა განაცხადა:”ინვალიდებს გგონიათ არაფერი შეუძლიათ? ცდებით.მე ფეხბურთის თამაში შემიძლია.”

6cf1016354a6

6f3f47e5f391

1698989d232d

d9ecf308eb2d

7704225bc035

839d59967f49

6b86bf6df6a9

4500984a0436

de340db918dc

e5f6e69fba54

85f6024b27f1

fc2b794869ce

4608d58be5e0

f123b56520f9

P.S. დღეს მათი თვალები ცრემლიანია,თუმცა მცირედი დაკვირვების შემდეგ შუქსაც შენიშნავთ.ეს შუქი იმ კოცონს გავს რომელიც მცირედ ნიავს ელოდება რათა გაღვივდეს და მძლავრ ცეცხლად იქცეს.ეს ნიავი კი იმედია,რომელიც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ჰაიტელთათვის.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button