არქივი

მკვლელების ფსიქოლოგია

e8a004b690ca

სიკვდილის ანგელოზები- ექიმები.. სწორედ მათზე გვექნება საუბარი დღევანდელ პოსტში და დაიმახსოვრეთ, ეს ძალიან საინტერესოა.

დიდი ხანია ამ პოსტს ვწერ და როგორც იქნა მოვაბი თავი პირველ ნაწილს, იმედია არ დამეზარება და გავაგრძელებ : ))

პ.ს. ამ პოსტით გილოცავთ სიყვარულის დღეს :D

სხვათაშორის სერიულ მკვლელთა რიგებში პროფესიის მხრივ ექიმი არც ისე იშვიათად გვხვდება. შესაბამისად საინტერესოა, თუ რატომ მოქმედებენ ესოდენ განათლებული, წესით პაციენტის დასახმარებლად მომართული ადამიანები ასე?! კითხვას პასუხი რომ გავცეთ,სჯობს გამოვყოთ მოტივები.

მოტივი: ნაწილი I

როგორც წესი მკვლელები ექიმის პროფესიას არა ადამიანის დასახმარებლად და მხარში ამოსადგომად ირჩევენ, არამედ პირიქით. ამით თითქოს უფრო იადვილებენ საქმეს. ჯერ ერთი იმიტომ,რომ მსხვერპლი მუდამ ახლოსაა, და მისი შორს ძიება არ უწევთ. მეორე იმიტომ, რომ ადვილია მკვლელობის დამალვა და მიჩუმათება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მსხვერპლი მოხუცი ან მძიმე ავადმყოფი იყო.

1. ჰეროიზმი– ეძებენ გზას,რომ ისინი დრამატული მაშველი რგოლი გახდნენ, რა თქმა უნდა ცდილობენ ამაში მთავარი როლი ითამაშონ. პაციენტი რომ კვდებოდეს, გამალებით ცდილობენ ყველა ძალ-ღონის ცდას და რისკზე წასვლასაც, რათა შემდგომ სხვების თვალში გმირად გამოჩნდნენ.

2. შეუსაბამო სიბრალული: ექიმი ჯონ ბოდკინს ადამსი 1957 წელს 21 პაციენტის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ მოხუცი ავადმყოფი ქალები მორფინზე ან ბარბიტურატებზე იყვნენ დამოკიდებულები ექიმ ჯონის წყალობით. თურმე ექიმს ისინი ებრალებოდა და სიკვდილის მარტივ გზას უწერდა.. თავად ჯონი ამას მკვლელობად არ მიიჩნევდა.

3. სხვა დანაშაულით გადაფარვა: (ვიდრე წინა გამოირკვეოდეს, მალევე სჩადიან იგივე დანაშაულს) ქირურგი ტონი პროტოპაპაზმა წამლის ზედმეტი დოზით სამი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი მოკლა მიყოლებით. ექიმმა მარსელ პეტიოტმაც ბევრი პაციენტი გამოასალმა სიცოცხლეს, იგი 24 მკვლელობისთვის გაასამართლეს, თუმცა თვითონ განაცხადა, რომ 63 ჰყავდა მოკლული. 1940 წელს მან მდიდარი ებრაელი პაციენტიც მოჰკლა სტრიქნინით, რადგანაც მისი სიმდიდრის მითვისება უნდოდა.

4. მკვლელობა ჩუმი თანხმობით: XVIII-XIX საუკუნეებში სამედიცინო დაწესებულებსა და სასწავლებლებს ცხედრები ესაჭიროებოდათ პრაქტიკისთვის. რადგანაც ხშირად ვერ შოულობდნენ გვამებს, ამიტომაც ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა ახალი საფლავების ძარცვა. მოიპარავდნენ მკვდარს და მიჰქონდათ გასაყიდად. თუმცა როცა ეს საქმიანობა მეტად შესამჩნევი გახდა და შესაბამისი ზომების მიღებაც სცადა პოლიციამ, ზოგიერთი კი ვითარებას არ შეეპუა და ნამდვილი მკვლელობათა სერია გააჩაღა. ერთ-ერთ ასეთ ადამიანს წარმოადგენდა უილიამ ბერქი, მისი პარტნიორი კი უილიამ ჰერი გახლდათ.

0a9cf6159ded
დიახ, ეს ორი მშვენიერ ტანდემს წარმოადგენდა ერთად, ძირითადად მთვრალებს არჩევდნენ ხოლმე მსხვერპლად და შემდეგ ყელში ხელის წაჭერით გუდავდნენ. ზოგჯერ კი გულმკერდზე აჯდებოდნენ, უხშობდნენ პირსა და ცხვირს და ელოდებოდნენ გაგუდვას. ამ ხერხით 16 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. შემდეგ მიდიოდნენ და სამედიცინო სკოლაში ედინგბურგსა და შოტლანდიაში აბარებდნენ მკვდრებს, საშუალო ფასი 10 ფუნტი გახლდათ. ექიმმა რობერტ ნოქსმა შეამჩნია, რომ მოტანილი ცხედრები აშკარად ახალი იყო, თანაც დამარხვის არანაირი კვალი არ ეტყობოდათ, იგი რა თქმა უნდა მიხვდა ყველაფერს, მაგრამ ზედმეტი კითხვებით თავი არ შეუწუხებია. ალბათ იმით იმშვიდებდა სინდისს, რომ მხოლოდ ყიდულობდა ,,პროდუქტს”, თუმცა ეს დანაშაულში მონაწილეობას და მდუმარე თანხმობას ნიშნავს.

87be0b68bc1e
5. ოჯახური საკითხები: ამ მხრივ ჰარვი ჰოული ქრიფენის საქმე ერთ-ერთ ცნობილ მკვლელობას წარმოადგენს. ჰარვი ჰომეოპათიაში იყო განსწავლული და ექიმი გახლდათ. ორი ცოლი ჰყავდა თავისი ცხოვრების განმავლობაში. პირველი ადრე დაეღუპა, შემდეგ კი მეორე მოიყვანა- კორა თერნერი, იგივე ბელლა ელმორი. თუმცა შემდგომში ცოლის მოსამსახურე გოგონა შეუყვარდა და ბელლას თავიდან მოცილება გადაწყვიტა. ერთ ღამეს მოწამლა საბრალო ქალი, შემდეგ კი თავში ესროლა, მერე სხეული დაანაწევრა და სარდაფში დამარხა. მეგობრებსა და დაინტერესებულ პირებს განუცხადა,რომ ცოლმა მიატოვა და ამერიკელ საყვარელთან გაემგზავრა. ამ განცხადებამ ვერ მოატყუა სკოტლენდ იარდის ინსპექტორი, თანაც ჰარვის ახალმა საყვარელმა ბელლას ტანსაცმლითა და სამკაულებით დაიწყო სიარული. საბოლოოდ ინსპექტორმა დაკითხა ექიმი, რის შემდეგაც ის ვაჟბატონი სახლიდან გაიქცა. გაჩხრიკეს სახლი და სამხილებსაც მიაგნეს. ჰარვი კი იპოვნეს, გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს.

980921279e9a

თითქმის იგივე ისტორია მეორდება ექიმ სემ შეფარდის შემთხვევაშიც. იგი 1923 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. ბრალი ცოლის მკვლელობაში დაედო, ყველაფერი კი ასე განვითარდა. 1954 წლის 4 ივლისს მისი ფეხმძიმე ცოლი მერილინი მოკლეს, თავად სემი სასტიკად უარყოფდა ყველანაირ ბრალს და აცხადებდა, რომ მათ თავს დაესხნენ ნიღბიანები, რომლებმაც ხელკეტით სცემეს მერილინი, რის შემდეგადაც ის მოკვდა, ხოლო სემს კი თავში ჩაარტყეს და მან გონება დაკარგა. პოლიციამ ამ ,,ზღაპრებს” არ დაუჯერა ორი გარემოების გამო, მეზობელ ოთახში ეძინა სემის შვილს, რომელსაც არ გაღვიძებია, ასევე იმ ოთახშივე იყო ძაღლი, რომელსაც ასევე მშვიდად ეძინა.
ამიტომაც სემი ციხეში ჩასვეს. თუმცა ყველაფერი აქ არ დამთავრებულა, 1966 წელს კვლავ გაასაჩივრეს განაჩენი და ძალიან ძლიერმა ადვოკატმა ლი ბეილიმ მოიგო ეს საქმე, შეფარდი კი გაათავისუფლეს. მან გათავისუფლებიდან 3 დღეში იქორწინა : ) თუმცა ეს არ ყოფილა მისი უკანასკნელი ქორწინება. სიცოცხლის ბოლო წლებში გალოთდა და 1970 წელს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არავინ იცის დაზუსტებით რა მოხდა იმ ღამეს, მართლა მოკლა თუ არა მან მეუღლე, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ სემს ცოლად საყვარლის მოყვანა სურდა, რაც შესაძლოა მკვლელობის მიზეზი ყოფილიყო.

მოტივი: ნაწილი II

მოტივთა წინა ნაწილში არცერთი ექიმი არ იყენებდა თავის პროფესიას მკვლელობებში, ამ ნაწილში კი იხილავთ ისეთ მკვლელებს, რომლებიც უშუალოდ ექიმის პოზიციას იყენებდნენ.

1. ექსპერიმენტები: შესაძლოა მკვლელი ,,თანდაყოლილად” იყოს დაინტერესებული ადამიანის სხეულით და მხოლოდ ამიტომ გახდეს ექიმი. ხოლო ექსპერიმენტების ჩატარება მსხვერპლზე, ისე რომ ეს ამბავი ვერავინ შენიშნოს, მხოლოდ მსხვერპლის მოკვდინებითაა შესაძლებელი.
5182d8390fdf

ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ ჰენრი ჰორვარდ ჰოლმსი.. ასევე ჯეკ მფატრავი, თუმცა ამ უკანასკნელზე მხოლოდ ვარაუდი არსებობს, რომ შესაძლოა ექიმი ყოფილიყო.

2. ფინანსური სარგებელი: ზოგიერთი ექიმი წინასწარ გათვლილი სქემის შესაბამისად მუშაობდა. ეს სქემა კი მოიცავდა შემდეგს, კლავდნენ პაციენტებს და შემდეგ სადაზღვევო კომპანიებს გამოტყუებდნენ ფულს. ექიმმა მორის ბოლბერს ორგანიზებული ჰგუფი ჰყავდა ასეთი სამუშაოს შესასრულებლად ფილადელფიაში 1930 წელს. სავარაუდოდ 50-მდე პაციენტი მაინც ჰყავთ მათ მოკლული.

3. სისხლის წყურვილი: ზოგიერთი მკვლელისთვის ჩადენილი ძალადობრივი მკვლელობა სექსუალურ სურვილებთან იყო დაკავშირებული. ისინი მკვლელობით განსაკუთრებულ აღტყინებასა და სექსუალური ენერგიის მოზღვავებას გრძნობდნენ, ასევე ზოგიერთს მოწონდა გარდაცვლილის ახლობლების რეაქციები.
c349c0689d0c

მაგალითად მაიკლ სვანგო მდიდარი ფანტაზიებით აღწერდა ჩადენილ დანაშაულებს და ამატებდა, რომ განსაკუთრებით მოწონდა როგორ უნდა ეთქვა გარდაცვლილის ახლობლებისა და მშობლებისთვის შვილის სიკვდილის შესახებ. ეს პროცესი ისე სასიამოვნოდ ეჩვენებოდა, რომ ერექცია ეწყებოდა..

4. ქმედითი მიზნებისთვის: ცნობილი ექიმი იოზეფ მენგელეს, ( ვისაც არ ახსოვს ვინაა, წაიკითხოს ეს პოსტი: ბმული ) ღრმად სჯეროდა, რომ მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები ერთადერთი გზა იყო, გამოეყენებინა სამედიცინო მეცნიერება ნაცისტების მიზნის მისაღწევად, ადამიანთა რასის განსავითარებლად. იოზეფის მისიას კი მკვლელობა წარმოადგენდა და მეტი არაფერი..

7501a1cd0948
5. სასჯელი და ძალაუფლება: ექიმმა ტომას ნილ კრიმმა 4 ქალი მოწამლა, მათი ყურებით ის სადისტურად იღებდა სიამოვნებას, ასევე უყურებდა ქალების ამორალურ ქცევას და მმართველობდა.. კანადაში სწავლობდა სამედიცინო სკოლაში, შემდეგ იძულებული გახდა ერთი ქალი მოეყვანა ცოლად და ინგლისში დაბრუნდა. თუმცა გავიდა დრო და კვლავ ჩავიდა კანადაში, სადაც ერთი მოახლე ქალი მოკლა, რომელიც მასთან აბორტის გასაკეთებლად იყო მისული. ტომასი ჩაიკაგოში წავიდა, სადაც კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა ამ ვაჟბატონთან აბორტის გაკეთებას. ამის მერე კრიმმა კაცი მოკლა, რომელსაც ეპილეფსიაზე მკურნალობდა. თან მკვლელობის მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ კაცს კარგი ცოლი ჰყავდა და მისი შეშურდა. ამაზე უკვე დაიჭირეს და 10 წელი გაატარა ციხეში. 1891 წელს 4 მეძავი ტრიქნინით მოწამლა. დაიჭირეს და გაასამართლეს, ჩამოახრჩვეს 1892 წელს. სხვათაშორის ტომასი სიცოცხლის გვიან წლებში ირწმუნებოდა, რომ ლეგენდარული ჯეკ მფატრავი თვითონ იყო.

fcf4e7b64dfd

6. საკუთარ თავთან ბრძოლის შემსუბუქება: იყო ასეთი ექიმი ჰაროლდ შიფმენი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა მისი საქმე გაუხსნელი არ დარჩენილა, სასამართლოს წინაშე წარსდგა და იქაც გამოავლინა საკუთარი სახე. იგი აბსოლუტურ გულგრილობას გამოხატავდა გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ და მეტიც აბუჩად იგდებდა სასამართლოს. მისი ასეთი ქცევა სოციოპათიასთან გააიგივეს. ცნობილი ფსიქოლოგის კრის მისენის აზრით შიფმენს ჰქონდა საკუთარი საიდუმლო მე, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა თავისი თავის სიბრალულით. როცა ჰაროლდი 17 წლის გახლდათ, დედის სიკვდილს შეესწრო,რამაც როგორც ჩანს მძიმე კვალი დაამჩნია მის პიროვნებას.
შიფმენს სურდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ მას იმპულსების კონტროლირების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო რამ გამოსჭვიოდა მისი ჩადენილი საქმეებიდან. პირიქით, ჩანდა, რომ მშვენივრად შეეძლო ორგანიზება, დაგეგმვა.
შიფმენს არ შეეძლო დედის ასაკის ქალთა მოკვლა, ამიტომაც ხანშიშესული ქალბატონები აშკარად გადაურჩნენ მის ბოროტ ხელს. ეს ნიშნავდა იმას, რომ ის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის სუიციდისკენ სწრაფვა შეიძლებოდა გამოეწვია, შიფმენის შემთხვევაში ამან მომაკვდინებელი ბრაზი წარმოქმნა, ოღონდ ეს გრძნობა სხვების წინააღმდეგ იყო მიმართული. ის კლავდა პაციენტებს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოეკლა საკუთარი თავი. მისი მსხვერპლთა რაოდენობა 300-ს აღწევს.

გამოიკვეთა ძირითადი მოტივები, მაგრამ აქვე ერთ მაგალითა მოვიყვან, რომელმაც შესაძლოა უფრო ნათლად დაგვანახოს მკვლელთა ბუნება.

ამერიკის დემონი

1886 წელს რობერტ ლუის სტევენსონმა გამოაქვეყნა ლიტერატურული ნაწარმოები ,,ექიმი ჯექილისა და მისტერ ჰაიდეს უცნაური საქმე”. გავიდა რამდენიმე წელი და საზოგადოებამ იხილა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მოთხრობა რეალობაში.

ექიმ ჰოლმზს განსაკუთრებით იზიდავდა სადაზღვევო კომპანიებისთგან ფულის თაღლითური გზით გამოძალვა. მკვლელობა მოგების მიზნით მის გასართობს წარმოადგენდა, მაგრამ ნელ-ნელა მან ისე გაზარდა ჰობისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა, რომ მის საქმიანობას დაემატა წამებაც და სხვადასხვა ექსპერიმენტებიც საბრალო მსხვერპლზე.
ჰოლმზის ნამდვილი სახელი ჰერმან ვებსტერ მაჯეტი გახლდათ. ნიუ ჰემშირში დაიბადა 1860 წელს და ,,მკვლელობათა ბიზნესი” დაახლოებით იმავე დროს დაიწყო, რა დროსაც ჯეკ მფატრავმა.

1894 წელს დაიჭირეს და აღიარა ჩადენილი ქმედებები, თუმცა მის მიერ მოკლულთა ზუსტი რიცხვი არც არავინ იცის. მხოლოდ ისაა ნათლად გარკვეული, რომ იგი ხოცავდა კაცებს, ქალებს, ბავშვებს და მშვენივრად ესმოდა რასაც აკეთებდა. ამას გარდა, რომ არ დაეჭირათ, იგი სიცოცხლის ბოლომდე იგივე საქმიანობას აპირებდა.

ქირურგიით ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როცა მოზარდი იყო. ის იჭერდა ცხოველებს და ანატომიურ ექსპერიმენტებს მათზე ახორციელებდა. როდესაც 18 წლის გახდა მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლას მიაშურა, 24 წლისამ დაამთავრა სწავლა. აქ მან აღმოაჩინა, რომ ადამიანთა გვამებზე უკეთესი ექსპერიმენტების ჩატარება იყო შესაძლებელი, ვიდრე ცხოველებზე.
ასევე ისწავლა ისიც, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ცხედრები სადაზღვევო კომპენიების მოსატყუებლად. ამისთვის იგი მჟავას ხმარობდა, რომელსაც ცხედარს გადაასხავდა, ისე რომ გარეგნობისთვის სახასიათო ნიშნები წაეშალა და ვეღარ ამოეცნოთ, შემდეგ კი ანიჭებდა ფიქტიურ სახელს, რომლებიც უკვე გაწერილები იყვნენ საავადმყოფოდან და ჰქონდათ სიცოცხლის დაზღვევა. ამის მერე ის კომპანიისგან გადმოგზავნილ თანხას იჯიბავდა.

შემდეგ ის გაემგზავრა ილინოისში, სადაც თავისი პირველი ცოლი მიატოვა. და უკვე აიღო ახალი სახელი, გახდა ჰენრუ ჰორვარ ჰოლმზი. მუშაობდა მეაფთიაქედ და მალე ამ ბიზნესის პატრონი ქვრივი ქალი გაქრა, უფრო სწორად ჰენრიმ გააქრო.. მერე მან დაიწყო ფალსიფიცირებული წამლების გაყიდვა, რისი წყალობითაც გამდიდრდა. მალე დაქორწინდა, თუმცა ცოლმა დაახლოებით 1 წელიწადში მიატოვა.

99315dd5fd5a

ჰოლმზმა სასახლე აიშენა, რომელიც უზარმაზარი იყო, სასტუმროს ტიპის 3 სართულიან შენობას წარმოადგენდა და როგორც ხედავთ პირქუში შესახედაობაც ჰქონდა. სასახლეს ამშვენებდა ხმადახშული საძილე პალატები.. აზბესტით დაფარული კედლები.. არსებობდა ხვრელები, რომელსაც ჰენრი თავისი საძინებლიდან აკონტროლებდა. საძილე პალატები გარემოსგან აბსოლუტურად მოწყვეტილი გახლდათ. შენობას ჰქონდა საიდუმლო გასასვლელები, საიდუმლო ოთახები, ყალბი იატაკები, ოთახები საწამებელი მოწყობილობებით (მათ შორის ერთი ისეთი მოწყობილობით, რომელიც ადამიანს ისე წელავდა,რომ ორჯერ უფრო გრძელს ხდიდა..) და ქირურგიული ინსტრუმენტებით.

ჰოლმზი სასახლეში ახალგაზრდა ქალებს იტყუებდა ხოლმე, შეაცდენდა და შემდგომ ნარკოტიკებს აძლევდა. მოათავსებდა პალატაში, სადაც მომაკვდინებელ გაზს შეუშვებდა. ზოგჯერ კი გაზს ცეცხლსაც წაუკიდებდა ხოლმე და უყურებდა როგორ იწვებოდა ქალი ოთახში. ამ პროცედურის დაამთავრებდა და უკვე გვამის დასახიჩრების დრო დგებოდა, ხან ამუშავებდა სხვადასხვა მჟავებით, ხანაც ჭრიდა, ინახავდა ზოგიერთ ორგანოს. გამოცალკევებულ ჩონჩხს კი სამედიცინო სკოლებში ყიდდა.
ერთი ქალი ჰოლმზისგან ფეხმძიმედ დარჩა, მაგრამ პირსისხლიანმა მკვლელმა არც ის დაინდო. მოკლა ქალიც და შემდგომ მისი თინეიჯერი შვილიც მოწამლა.

გავიდა დრო და ჰოლმზმა მესამე ცოლი შეირთო, ამასთანავე დაიქირავა ლაქია ჰერმან პიტეზელი, ეს ვაჟბატონი ეხმარებოდა შავბნელი საქმეების განხორციელებაში, რომელიც უკავშირდებოდა კვლავ მკვლელობას და კვლავ სადაზღვევო კომპანიისგან თანხის გამოძალვას. პიტეზელი აპირებდა ეს ფული თვითონ მიეთვისებინა და შემდეგ იქიდან აორთქლებულიყო, თუმცა არც ჰოლმზი ჩამორჩებოდა მას, ისიც მთელი თანხის მითვისებას აპირებდა.
მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჰოლმზმა ბოლომდე მაინც ვერ გათვალა გეგმა, პატარა შეცდომა დაუშვა, რის გამოც იძულებული გახდა გაქცევით ეშველა თავისთვის. როგორც ამბობენ ტეხასელი დები მოკლა, შემდეგ სახლში მიიყვანა, ცეცხლი წაუკიდა, თითქოს ისინი ოთახის დამქირავებლები იყვნენ, შემდეგ კი სადაზღვევო კომპანიისგან თანხას ელოდა, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ წარიმართა, როგორც მის გულს გაეხარდებოდა. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რამაც მკვლელი დააფრთხო და იგი გაიქცა.

ჩავიდა ტეხასში და ახლა იქ დაიწყო ხალხის გაყვლეფა. შემდეგ მოიპარა ცხენი, რისთვისაც დაიჭირეს, მაგრამ გირაო გადაიხადა და გამოუშვეს. ფილადელფიაში გაემგზავრა, სადაც პიტეზელი ელოდა, თუმცა სჯობდა საერთოდ არ დალოდებოდა, რადგანაც ჰოლმზმა მას აშკარად ცუდი დღე დააყენა. ჯერ ქლოროფორმით სცადა მისი დახრჩობა, შემდეგ ცოცხლად დაწვა მჟავით. პიტეზელის ცოლი და ოჯახი მასთან ერთად გაქცევაზე დაითანხმა, თანაც მოატყუა, რომ ეს ცხედარი ჰერმანის სულაც არ იყო.. (რაღას გაარჩევდნენ, მჟავის წყალობით, ამოცნობა შეუძლებელი გახლდათ). არც პიტეზელის ბავშვებს დაადგა უკეთესი დღე, ხუთიდან 3 მოკლა, მათ შორის ბიჭი ნაქირავებ სახლში ღუმელში შეწვა.

საბოლოოდ პოლიციამ ის მასაჩუსეტში დააკავა და მკვლელობაზეც წაუყენა ბრალი. ჰოლმზი ტრაბახობდა თავისი კრიმინალური წარსულით, ის აცხადებდა, რომ დაჰიპნოზების უნარი ჰქონდა და ხალხს რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებინებდა. როცა პრესამ ჰოლმზის ამბავი გამოაქვეყნა, მართლაც ზებუნებრივი ძალების ფლობა მიაწერეს მის პიროვნებას.

როცა მკვლელი პატიმრობაში იმყოფებოდა, 50-მდე ადამიანი მაინც გამოცხადდა პოლიციაში მის წინააღმდეგ საჩივრით. ასევე აღმოაჩინეს პიტეზელის ბავშვების გვამები, ჩიკაგოს სასახლეში კი იპოვნეს ჩონჩხები. თუმცა ჰოლმზი უარყოფდა ამასთან კავშირს. იმასაც კი ამბობდა, რომ ზოგიერთმა თავად მოიკლა თავი, ან სხვამ მოკლაო, პიტაზელზე კი განაცხადა, დიდი დეპრესიული ვინმე იყო და სუიციდით დაასრულა სიცოცხლეო.
ციხეში ყოფნისას ჰოლმზმა წიგნიც კი დაწერა, სადაც თავის გამართლებას ცდილობდა, მაგრამ ამან დიდი გავლენა ვერ მოახდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რადგან ისე იყო დაწერილი, სერიოზული ყურადღება არავის მიუნიჭებია. 1895 წლის 4 ნოემბერს სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჰერმან პიტაზელის (პირველი ხარისხის) მკვლელობაში.

ჰოლმზმა ციხეშიც ვერ უღალატა ფულის სიყვარულს და ერთ-ერთ გაზეთს მაღალი გასამრჯელოს ფასად ინტერვიუ მისცა, სადაც სკანდალური განცხადებები გააკეთა. თქვა, რომ იმისთვის დაიბადა, რათა მკვლელი გამხდარიყო, მკვლელი ამაზრზენი ,,პროპორციებით”. ისე რომ მან ასამდე ადამიანი მოკლა, მაგრამ ცოტა ფიქრის შემდგომ ამ რიცხვის დაწერა გადაიფიქრა და 27 ადამიანის მკვლელობის აღიარებით შემოიფარგლა : ) (მათ შორის პიტეზელიც შედიოდა)

1896 წლის 7 მაისს ის სიკვდილით უნდა დაესაჯათ, გადასცეს ჯალათს, მაგრამ ამ დროს ჰოლმზი გაცხარებით ამტკიცებდა, რომ მხოლოდ 2 ქალი ჰყავდა მოკლული, მეტი არავინ. ამ დროს კი უცებ საძვრენი გაიხსნა და ჰოლმზი ჩამოკიდებული აღმოჩნდა..

სიკვდილამდე მან ასეთი რამ დაიბარა, ძალიან ეშინოდა საფლავის მძარცველების, განსაკუთრებით კი ექიმების, რომელთაც დიდი სურვილი ჰქონდათ შეესწავლათ ამ უცნაური ადამიანის ტვინი. ჰოლმზმა დაიბარა სხეული დაეფლოთ ძალიან ღრმად და მთლიანად ცემენტით დაეფარათ. იგი ასევე ძალიან მძიმე კუბოში ჩააწვინეს.

შეგიძლიათ გადაიკითხოთ ჩემი ძველი პოსტი ექიმებზე, აქ მოხსენიებულ ბევრ გმირს შეხვდებით იქ და ცოტა მეტ ინფრომაციას გაიგებთ მათზე: ბმული

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button