არქივი

ცნობილ პიროვნებათა გამონათქვამები

2f1c6e397192

გთავაზობთ ცნობილ პიროვნებათა გამონათქვამებს

1. ერთი ადამიანის მკვლელობა დანაშაულია, მილიონისა კი სტატისტიკა – ი. სტალინი
2. დემოკრატია – მმართველობის ყველაზე უარესი ფორმაა, თუკი სხვა დანარჩენს არ ჩავთვლით – უ. ჩერჩილი
3. ორატორმა თემა უნდა ამოწუროს და არა მსმენელთა მოთმინება – უ.ჩერჩილი
4. როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე მაიმუნი ხდება – მაო ძედუნი
5. სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს – კ. გამსახურდია
6. ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს, მასავით მოკლე და დასვრილია – კ. გამსახურდია
7. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას – კ. გამსახურდია
8. ჩვენი უბედურება ესაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს – კ. გამსახურდია
9. თუ გინდათ მოიპაროთ, იყიდეთ ბანკი – ბერტოლდ ბრეპტი
10. ძალაუფლების მიზანი ძალაუფლებაა – ჯორჯ ორუელი
11. ეპოქა მაშინ არის დასრულებული, როცა ამოიწურება ფუძემდებლური ილუზიები – არტურ მილერი
12. ებრაელი ის არის, სხვას რომ ებრაელად მიაჩნია – ჟან პოლ სარტრი
13. ლაპარაკის სწავლას ორი წელი უნდა, დუმილის სწავლას – ორმოცდაათი წელი – ე. ჰემინგუეი
14. კლასიკური ნაწარმოები ისაა, რომელსაც ხალხი აქებს მაგრამ არასოდეს კითხულობს – ე. ჰემინგუეი
15. აპატიეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ – ჯონ კენედი
16. თითოეულ საუკუნეს თავისი შუა საუკუნეები აქვს – სტანისლავ ლეცი
17. ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა – იოსებ ბროდსკი
18. მთავრობა ძუძუმწოვარა ბალღივით არის: საოცარი მადა ერთ ბოლოში და სრული უპასუხისმგებლობა მეორეში – რ. რეიგანი
19. როცა პრეზიდენტები ვეღარ აკეთებენ ამას თავის ცოლებთან, მაშინ ისინი უკეთებენ ამას თავის ქვეყნებს – მელ ბრუქსი
20. სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ მოვლენათა გაშუქება გამჯობესდა – გილბერტ ჩესტერტონი

წყარო : დიდი სამაგიდო ენციკლოპედია

მსგავსი ამბები

Back to top button