საკითხავისასარგებლოსურათები

Metro: Last Light – მიმოხილვა…

0be464a3b848

თამაშის მიმოხილვა…

Metro: Last Light – პირველი პირის Survival Horror ტიპის თამაში, რომელიც პირდაპირი გაგრძელებაა თამაშისა Metro 2033, რომელიც შექმნილია კომპანია 4A Games-ის მიერ და გამოშვებულია THQ-ს მიერ. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 4 პლატფორმაზე: PC, Xbox 360, PS3 და Wii U. თამაშის ძრავა იგივე დარჩა, მაგრამ როგორც ცნობილია, თამაშის გრაფიკა ბევრად უფრო უკეთესი იქნება.

4084d3f91bf9

შემქმნელები სიამაყით გვამცნობებენ, რომ ეს შუთერი შემოგვთავაზებს სრულიად ახალ, ბრწყინვალე ანიმაციებს, ასევე ჩამთრევ და ატმოსფერულ გეიმფლეის. მათ განაცხადეს, რომ წინა თამაშის ყველა პერსონაჟის გარეგნობა გადამუშავდა და ეხლა ბევრად უფრო რეალურად გამოიყურება, მაგრამ მათი დემონსტრირება ჯერ არ მომხდარა.

bb656a88ebe2

ისინი ამბობენ, რომ მათ გააუმჯობესეს თამაშის გრაფიკის სულ ყველა დეტალი. ისინი ძალიან ამაყობენ თავიანთი ნამუშევრით და მისი შეფასების საშუალება სულ მალე მოგვეცემა, ოღონდ მხოლოდ თრეილერებითა და სქრინებით.

c9a753e9918c

თამაშის მთავარი გმირი კვლავ იქნება Артем (ქართულად კარგად არ იწერება), რომელსაც ამჯერად მოუწევს მეტროს გვირაბებში მიმდინარე ომების შეწყვეტა. მოქმედება ვითარდება პირველი თამაშის დამთავრებიდან 1 წელიწადში, როდესაც ატომურ აფეთქებას გადარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხოდ ზიან გვირაბებში მაშინ, როდესაც მიწის ზემოთ მომწამვლელი აირები და მუტანტები თარეშობენ.

4469d6243507

დადასტურებულია, რომ შეიცვლება თამაშის დამახსოვრების სისტემა. შემქმნელების თქმით, რა თქმა უნდა, უფრო მოსახერხებელია სწრაფი ჩაწერის სისტემა, მაგრამ მას შეუძლია გააფუჭოს თამაშის ატმოსფერო. მათ დააბალანსეს საკონტროლო წერტილების ადგილმდებარეობები, და განალაგეს ისე, რომ მოთამაშეს ძალიანაც არ გაუჭირდეს თამაში.

13156cb82679

თამაშში იქნება ზუსტად იგივე დაჯგუფებები, ოღონდ ახლა უკვე ჩვენ მათ უფრო ახლოდან გავიცნობთ. ასევე დამატებულია დიდი რაოდენობით ახალი იარაღი.

4f32f4abfae4

თამაშზე უფრო მეტს შევიტყობთ E3 2012-დან, რომელიც გაიმართება 5-7 ივნისს. ამ დროს THQ წარმოადგენს თამაშის ახალ სქრინშოთებსა და გეიმფლეის. მათ გააუმჯობესეს ინტერფეი, მართვა და სხვა ბევრი რამ, რაც ამ თამაშის მოყვარულთათვის ძალიან კარგია.

48ecb4ece5ac

ოფიციალურ ფორუმებზე შემქმნელებმა ფანების რამდენიმე შეკითხვას უპასუხეს. ყველაზე საინტერესო ახალ ნაწილში იქნება მორალის სისტემა. როგორც მოგეხსენებათ, მეტრო 2033-ში მორალის განისაზღვრებოდა იმით, თუ რამდენად ხშირად იღებდა მოთამაშე ქალაქში უპატრონო ტყვიებს, რამდენად ხშირად ძარცვავდა გვამებს და სხვა. ამ ნაწილში მორალის განმსაზღვრელი ფაქტორები გაიზრდება, მაგრამ მთავარი ფილოსოფია კვლავ უცვლელი რჩება. მნიშვნელოვანია, რომ შემქმნელები კონკრეტულად არ ასახელებენ მორალის განმსაზღვრელ ფაქტორებს, რათა მოთამაშეს არ შეეძლოს აირჩიოს თამაშის ერთი გზა და ბოლომდე მას მიყვეს. მოთამაშე ნამდვილ არჩევანს აკეთებს მაშინ, როდესაც არ იცის მის არჩევანს რა მოჰყვება. ეს ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს გავს – სუბიექტი ითამაშებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის და მისი ნამდვილი ხასიათი გამომჟღავნდება. აქ არ გიწევთ არჩევანის გაკეთება კარგსა და ცუდს შორის, ამიტომ ეს მთლად მორალიც არ გამოდის.

a0caade15352

თამაშის ხანგრძლივობა დაახლოებით იმხელა იქნება, რამდენიც მეტრო 2033-ის იყო.

b7f9900cc0b2

თამაშში იქნება არა მარტო მთავარი მისიები, არამედ ძალიან ბევრი მეორეხარისხოვანი მისია.

b7b8ac9983be

აღსანიშნავია, რომ იქნება მულტიფლეიერიც.

cd25ac244f0c

Metro: Last Light-ის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2012 წელს, მაგრამ პრობლემების გამო მისი გამოსვლა გადაიდო 2013 წლის პირველ მეოთხედამდე. ეს სავარაუდოდ ბოლო თარიღია.

edf127e06a7a

მოიპოვება რამდენიმე არტი, სქრინი და გეიმფლეის ვიდეო, ამიტომ მე მათ შემოგთავაზებთ.

28a764364eb8

a213e4b95570

3a5e7889dfb1

6b374b8cf07b

მსგავსი ამბები

Back to top button