არქივი

მსოფლიოში პირველი რესტორანი

738d45a53b16
ძნელია იმისი თქმა როდის გაჩნდა პირველი რესტორნი თუმცა ამას მაინც ფრანგებს მიაწერენ.

არსებობს ცნობები რომელიც ადასტურებს რომ რესტორნის ტიპის დაწესებულებას ადრე ძალების აღდგენის ადგილს ეძახდნენ ხოლო “რესტორანი” ერთგვარ წვნიანს ერქვა, რომელიც იქ მზადდებოდა და ძალებს მატებდა კლიენტებს.ძირითადად ასეთი ადგილები სუსტი ჯანმრთელობის პირებისთვის იყო სადაც ისინი მომჯობინდებოდნენ და ენერგიას დაიბრუნებდნენ.რესტორანმა მალე შეიცვალა დანიშნილება.აზიაში გაცილებით ადრე არსებობდა რესტორნის მაგვარი დაწესებულება მაგრამ დასავლეთში კი პირველად 1765 წელს პარიზში გამოჩნდა.მისი მეპატრონე ბატონი ბულანჟე იყო.გაურკვეველია ეს მისი გვარი იყო თუ პროფესია რადგან ფრანგულად ბულანგე მეფუნთუშეს ან პურის მცხობელს ნიშნავს.ბულანჟე მზა კერძებით ვაჭრობდა იგი კლიენტებს წვნიანების მენიუს სთვაზობდა ხოლო საფირმო კერძად ცხვრის ფეხებისგან დამზადებული კერძი იტვლებოდა.რესტორნები ძირიტადად ჩამოსული სტუმრებისათვის იყო გათვლილი.

ადგილობრივები იქ იშვიათად შედიოდნენ. ქალებისთვის რესტორანში შესვლა უხერხული იყო.ბულანჟემ თავის სავაჭრო ადგილს მალე გაუკეთა წარწერა “რესტორანი”.მომსახურების სტილი შემდეგნაირი იყო. მაგიდები ინდივიდუალურად იყო დალაგებული. კლიენტი შეთავაზებული მენიუდან თავად ირჩევდა სასურველ კერძს და თავის თავს თვითონ ემსახურებოდა (შვედური მაგიდის ტიპად).ეს წესი დიდხანს იყო ძალაში. თუმცა მეპატრონე მიხვდა რომ ასე ხარჯების გაკონტროლებას ვერ შეძლებდნენ და ამიტომ კლინტს უკვე თვითონ ემსახურებოდნენ და ულუფებსაც თვითონ ანაწილებდნენ.

1782 წელს პროვანსის გრაფის ყოფილმა შეფ-მზარეულმა ანტუან ბოვიერმა პარიზში რესტორანი გახსნა და მას “ლონდონის დიდი ტავერნა” დაარქვა.ეს იყო პირველი წარმატებული რესტორანი პარიზში რომელიც 20 წლის მანძილზე ისე მუშაობდა რომ მისი დაჩრდილვა ვერავინ მოახერხა.ბოვიერი კლიენტებზე ზრუნავდა. ყველაფერს აკეთებდა მათი კომფორტისთვის.რესტორანში მდიდრული გარემო შექმნა. ძვირფასი მაგიდები და ჭურჭელი შეიძინა და ყველანაირად ცდილობდა კლიენტის გულის მოგებას.

მის რესტორანში ისე ემსახურებოდნენ, როგორც ვერსალის სასახლეში.ღვინო უკვე ბოთლით მიჰქონდათ სუფრაზე. ეს ლონდონური წესი იყო და ძალიან მოდურად ითვლებოდა საფრანგეთში.მიუხედავად ბოვიერის წარმატებისა რესტორანი მაინც რჩებოდა მამაკაცებისათვის განკუთვნილ ადგილად.ქალებისთვის რესტორანი კვლავ შეუფერებელ ადგილად ითვლებოდა.სარესტორნო საქმის განვითარება რევოლუციამ დააჩქარა (რეოლუცია მოხდა 1789 წელს).

მზარეულები რომლებიც დიდგვაროვნებს ემსახურებოდნენ, უმუშევრები დარჩნენ და დაიწყეს იმაზე ფიქრი როგორ ერჩინათ ოჯახები იმ საქმით რაც ასე კარგად გამოსდიოდათ.ამ პერიოდში არაერთი რესტორანი გაიხსნა. უკვე დამკვიდრებული ტრადიცია ყველამ თავისებურად გააგრძელა.კონკურენციის გაზრდა სერვისის დახვეწასა და კლიენტისთვის ხელსაყრელი პირობები რესტორნის უპირველესი პრიორიტეტი გახდა.რესტორნები ყველას ნამდვილად არ მოსწონდა უკმაყოფილო კლიენტებსაც ბევრი იყო.ასეთ პრეტენზიებსაც შეხვდებოდით: “კარგად აღზრდილი და მორიდებული ადამიანი ვერაფრით ისადილებ ასეთ დაწესებულებაში შენს წინ სრულიად უცხო ადამიანი ზის და იძულებული ხარ მის თვალწინ და ყველას დასანახად მიირტვა”.

a0ffa471e089

მალე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამოჩნდნენ რესტორნები.ამერიკაში პირველად 1794 წელს ბოსტონში გახსნეს.მომსახურება ევროპული სტილის იყო და მას “სერვის ა ლა ფრანსეს” ეძახდნენ.ყველა შეკვეთილი კერძი კლიენტისთვის ერთდროულად მიჰქონდათ და მაგიდაზე ალაგებდნენ. “სერვის ა ლა ფრანსე” სულ მალე სახელწოდება “სერვის ა ლა რუს”_მა შეცვალა.ეს სტილი რუსმა დიდგვაროვანმა ალექსანდრე კურაკინმა გაავრცელა რომელიც რუსეთის ელჩი იყო საფრანგეთში.რუსული სტილით მომსახურება გულისხმობდა შეკვეთილი კერძების ეტაპობრივ შეთავაზებას სტუმრისათვის.”სერვის ა ლა რუს”_მა მოკლე დროში დიდი წარმატება მოიპოვა.

დღეს უკვე მთელ მსოფლიოში უამრავი რესტორანია განსხვავებული და მენიუთი სადაც თითოეულ რესტორანს თავისი საფირმო კერძი გააჩნია.დღესაც რესტორანი ძალების აღდგენის გემრიელად მირთმევისა და დასვენების ადგილია თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის რა ეტაპები გამოიარა რესტორნის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებამ.მთავარი ის არის რომ დღესდრეობით რესტორანში განურცევლად აკცისა თუ ქალისა ყველას შეუძლია სიამოვნების მიღება და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება.

მსგავსი ამბები

Back to top button