ახალი ამბებივიდეოები

რა თამაშები გამოვა 2012 წლის მაის-ივნისში?!

ამ პოსტში მე შემოგთავაზებთ იმ თამაშების სიას, რომლებიც გამოვა 2012 წლის მაის-ივნისში. ადრე დავდე პოსტების სერია, სადაც შესული იყო ის თამაშები, რომლები 2012 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ზოგი თამაშის გამოსვლა შემდეგ დაიგეგმა და მე ამ თამაშებს შემოგთავაზებთ.

Test Drive: Ferrari Legends

გამოსვლის თარიღი: 15 მაისი 2012
ჟანრი: Racing game
პლატფორმა: PC, Xbox 360, PS3
გამომშვები: Slightly Mad Studios
Test Drive სერიების მეთერთმეტე თამაში. ამ ნაწილში ყურადღება გამახვილდება ფერარის ისტორიაზე. მასში შევა რბოლის სხვადასხვა ტიპები: ფორმულა ერთი, რალი და სხვა. თამაშში იქნება 50-ზე მეტი ხელმისაწვდომი მანქანა, თავისი რეალისტური ინტერიერითა და ექსტერიერით, ასევე დამტვრევის ეფექტებით. ეს არ არის ქუჩის რბოლების ტიპის თამაში, აქ არის ოფიციალური ტრეკები, როგორც არის Need For Speed: Shift-ში. სულ იქნება 36 ტრეკი. თამაშში იქნება ასევე მულტიფლეიერიც. მისი გამოსვლა ემთხვევა ფერარის შექმნის 65 წლისთავს.

Dirt: Showdown

გამოსვლის თარიღი: 25 მაისი 2012
ჟანრი: Racing game
პლატფორმა: PC, Xbox 360, PS3
გამომშვები: Codemasters Southam
თამაშის გამოსვლის შესახებ პირველად გავიგეთ 2011 წლის 11 დეკემბერს. ოფიციალური თრეილერი გამოვიდა 2012 წლის 26 იანვარს.

Street Fighter X Tekken

გამოსვლის თარიღი: 11 მაისი 2012
ჟანრი: Fighting
პლატფორმა: PC, Xbox 360, PS3, PS Vita
გამომშვები: Dimps / Capcom
მთავარი გეიმფლეი მსგავისა Street Fighter სერიის სხვა თამაშების გეიმფლეისა. მოთამაშეს შეეძლება აირჩიოს თითო პერსონაჟი Street Fighter და Tekken-დან. Street Fighter-ის პერსონაჟები შეასრულებენ კომბოებს წინა თამაშების მსგავსი ღილაკების კომბინაციით, მაგრამ Tekken-ის პრესონაჟების კომბოები შესრულდება ამ სერიების წინა თამაშების მსგავსად 4 ღილაკიანი სისტემით. თამაშში იქნება 50 პერსონაჟი და კიდევ 5 ახალი, ე.წ. “სტუმარი” პერსონაჟი.

Alan Wake’s American Nightmare

გამოსვლის თარიღი: 22 მაისი 2012
ჟანრი: Psychological Thriller
პლატფორმა: PC
გამომშვები: Remedy Entertainment
მართალია, ეს თამაში უკვე გამოსულია სხვა პლატფორმებზე, მაგრამ სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ის მალე პერსონალურ კომპიუტერზეც გამოვა. ეს არის Alan Wake-ის გაგრძელება, მაგრამ არა მისი სექუელი.

Firefall

გამოსვლის თარიღი: 29 მაისი 2012
ჟანრი: FPS, TPS
პლატფორმა: PC
გამომშვები: Red 5 Studios
თამაშში შერეული იქნება MMORPG და MMOFPS ელემენტები. მოქმედება ვითარდება მომავალში, დაახლოებით XXIII საუკუნეში. ასტეროიდი ეჯახება მთვარეს და მისი ნამტვრევები ცვივა დედამიწაზე. შემდეგ თვითონ ასტეროიდიც ეჯახება დედამიწას და დგება ახალი ერა. მრავალი ერი ერთიანდება, რათა გაჭირვებას თავი დააღწიონ. მართალი გითხრათ, მეტი ვერაფერი გავარკვიე, ამიტომ გეიმფლეის ვიდეოს უყურეთ.

Civilization V: Gods & Kings

გამოსვლის თარიღი: 19 ივნისი 2012
ჟანრი: Turn-based strategy
პლატფორმა: PC, Mac OS X
გამომშვები: Firaxis Games
Civilization V-ის პირველი ოფიციალური დამატებითი პაკეტი. თამაშში უამარავი ახალი რამ იქნება დამატებული: 27 ახალი ტიპის მებრძოლი, 13 ახალი შენობა, 9 ახალი საოცრება და ცივილიზაცია. მოთამაშეს თავად შეუძლია შექმნას და განავითაროს საკუთარი რელიგია. ამის გარდა იქნება 11 მსოფლიო რელიგია: ბუდიზმი, ქრისტიანობა, ზოროასტრიანიზმი და სხვა, მაგრამ მოთამაშეს შეუძლია სურვილისამებრ გადაარქვას სახელი ნებისმიერ მათგანს. დამატებული 9 ცივილიზაციაა: ავსტრია, ბიზანტია, კართაგენი, კელტიკა, ეთიოპია, ჰუნები, მაიას ტომები, ნიდერლანდები და ავსტრია. ყოველ მათგანს ახალი უნიკალური შესაძლებლობა ან მებრძოლი ჰყავს.

Game of Thrones

გამოსვლის თარიღი: 15 მაისი 2012
ჟანრი: RPG
პლატფორმა: PC, Xbox 360, PS3
გამომშვები: Cyanide
ძალიან ცნობილი წიგნის მიხედვით შექმნილი თამაში. მოქმედება ვითარდება ორი პერსონაჟის: მორს უესტფორდისა და რ’ილორის მღვდლის გარშემო. მღვდელი 15 წლის შემდეგ ბრუნდება სახლში და აქტიურად ერთვება პოლიტიკაში. ამ ორი პერსონაჟის გზები იკვეთება მრავალჯერ თამაშის განმავლობაში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close