აქ ვერ ნახავთ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისა და ევროპის შოპინგ–ტურების აღწერას. აქ ჭეშმარიტი მოგზაურის წოდების დამსახურებისთვის გასავლელი მარშრუტია მოცემული. თუ გინდათ, რომ ნამდვილი მოგზაური გახდეთ, ჯერ National Geographic–ის შემოთავაზებული „აუცილებელი სამოგზაურო“ ადგილები უნდა ნახოთ.
- გადარჩენის პოლარული კურსი ბაფინის კუნძულებზე
პირველ რიგში რასაც ამ სასწავლო კურსის დროს ასწავლიან, ფილოსოფიის საფუძვლებია: შენ შეძლებ, არავითარი წუწუნი, გულისხმიერად მოექეცი გარშემომყოფებს, არ დაყარო ფარ–ხმალი და შეინარჩუნე დადებითი განწყობა. გარდა ამისა, ორი კვირის განმავლობაში მომავალი მოგზაურები სწავლობენ არქტიკის ყინვაში გათბობას, სხეულის ტრავმების მოვლა–მკურნალობას, დაზიანებული ხელსაწყოების შეკეთებას, კომპასით ნავიგაციას და გაყინულ ტბებზე სრიალსაც კი. ბოლო 3–4 დღე კი „გამოცდას“ ეთმობა – გამოსაცდელი პირისპირ რჩება ველურ ბუნებასთან.
ეს „გამაგრილებელი“ კურსი 4 000 დოლარამდე ღირს.
- ნორვეგია, რიუკანი, ყინულზე ცოცვა
ცენტრალური ნორვეგიის მრავალრიცხოვანი ჩანჩქერები მარტო ელექტროენერგიისთვის არ გამოიყენება– გაყინულ მდგომარეობაში ისინი შესანიშნავია ყინულზე ცოცვისათვის. რიუკანში 150ზე მეტი სხვადასხვა სიმაღლისა და სირთულის ყინულის ჩანჩქერებია როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალთათვის. დაღლილებსა და შემცივნულებს კი ადგილობრივ რესტორნებში უგემრიელეს კერძებს სთავაზობენ.
- იომინგი, სქაი ჯექსონ ჰოული
ჯექსონ ჰოულს ამერიკის ველურ სათხილამურო დასავლეთს უწოდებენ. აქ უკვე საკმაოდ მუხლ და გულგამაგრებული უნდა იდგეთ თხილამურებზე, რომ აქაური სასრიალო მთები დაიპყროთ. აქ ნახავთ როგორც სუნთქვაშემკვრელ ციცაბო ფლატეებს, ისე გრძელ და მიხვეულ–მოხვეულ ფერდობებს, სადაც ერთი წამითაც ვერ მოადუნებთ ყურადღებას. მრავლადაა გაუკვალავი ფერდობები და „რბილბალიშებიანი“ ტრამპლინები.
მთაზე თითო ასვლა (კანატკა) აქ 60–100 დოლარი ღირს, ხოლო ნახევარდღიანი ტური –$ 400.
- GR 20, კორსიკა, საფრანგეთი
ამ ლაშქრობის დროს თქვენ მოგიწევთ 3კმ სიმაღლის მთებზე ასვლა და მათ ვიწრო ბილიკებზე ცოცვა. ჯილდოდ დატკბებით ულამაზესე ხედებით ხმელთაშუა ზღვაზე, ალპურ ტბების სანაპიროებითა და პიტნის ვრცელი მინდვრებით. მარშრუტში შეტანილია პატარ–პატარა დასავენებელი ქოხებიც.
- წყნარი ოკეანის ჩრდილო–დასავლეთ სანაპიროს ლაშქრობა ამერიკაში
2000 კილომეტრიანი „გზა“ მოიცავს სამ ეროვნულ პარკს, შვიდ ეროვნულ ტყეს, კლდეებს, ჩრდილოეთის ქედებს და 48 დაუსახლებელ დაბლობსა თუ მაღლობს.
- იუკატანის გამოქვაბულები
დაივერებისთვის ეს ნამდვილი საგანძურია – უცნაური სინათლეებითა და ბურუსით მოცული წყალქვეშა სტალაქტიდები, ფოსილები და ლაბირინთები .
მაგრამ სანამ აქ ჩაყვინთავთ, მინიმუმ 4 დღიანი კურსი უნდა გაიაროთ უკვე სერტიფიცირებულმა მყვინთავებმა. თუმცა, „სასწავლო“ კურსცი არანაკლებ საინტერესოა და 1500 დოლარი ღირს ( სპეციალური აღჭურვილობა ფასში, რასაკვირველია, არ შედის, საკუთრი უნდა იქონიოთ)
- სერფინგის დაფაზე (paddleboard standing)) დგომა, ოაჰუ, ჰავაი
ეს სერფინგის საწყისი ეტაპია და ყველაზე უკეთ მისი სწავლა სერფინგის სამშობლოში – ჰავაიზეა შესაძლებელი. შემდეგ ეტაპად, სურვილის შემთხვევაში (რაც აუცილებლად გაგიჩნდებათ), თავად სერფინგის შესწავლაც შეგიძლიათ. ორივე შემთხვევაში გარანტირებულია ულამაზესი კუნძულის ზღაპრული პეიზაჟები და მომნუსხველი მზის ჩავსლის პანორამა.
- ველოსიპედით ტოსკანაში, იტალია
ღვინისა და გემრიელი საკვების გარდა, იტალიელებს ძალიან უყვართ ველოსიპედით მგზავრობა. თუ გინდათ გაიგოთ, რას გრძნობენ ამ დროს ისინი, ტოსკანას ქალაქების ვიწრო ქუჩები, ქალაქებს შორის სამთო ბილიკები, ზეთისხილის ბაღები და ვენახები ველოსიპედით უნდა დაიაროთ და საღამოს დამსახურებულად მიირთვათ უგემრიელესი კაპუჩინო. თან ველოსიპედის ექსტრემალურ ტარებასაც ისწავლით.
- ძაღლის მარხილებით მინესოტაში
მინესოტას მოსაზვრე წყლებს ხშირად სტუმრობენ მეთევზეები და კანოეთი ცურვის მოყვარულები. მაგრამ ნამდვილი მოგზაური აქაურობას ზამთარში უნდა ესტუმროს. თავბრუდამხვევი ქროლვა ძაღლებშებმული მარხილებით, საკუთარი ხელით ერთ დღეში აშენებული ქოხი და ღამის თოვლიან სიჩუმეში ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება სულიერ სიმშვიდესა და დასვენებას მოგიტანთ
- ვან–კუვერის კაიაკის კუნძული, კანადა
კუნძულის გარშემო ყველაფერი ისეა მოწყობილი, თითქოს ხელოვნურადაა გაკეთებული ტურისტების მისაზიდად –ყველაფერი აქვეა – სწრაფი დინებები, კუნძულებს შორის ვიწრო გასაძრომები, უკაცრიელი პლაჟები, პატარა შტორმები და საღამოობით წყლის ზედაპირზე მოსრიალე „კასატკების“ სამკუთხა ფარფლები. ბუნებამ მთელი თავისი ფანტაზია ჩააქსოვა ამ კუნძულს.
სხვა საინტერესო ადგილები შემდეგ პოსტში
წყარო: verzonti.wordpress.com