გასართობისაკითხავისასარგებლო

ცოტა რამ კვერცხის შესახებ

880508c2dcf3

უცვლელი კითხვა- კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?
ეს კითხვა დღესაც აქტუალურია და თვითონ კვერცხის მოხმარება კი გასულ საუკუნეებთან შედარებით პოპულარული.კვერცხის შესახებ საინტერესო ფაქტები მოვიძიე და მინდა თქვენც გაგაცნოთ

მწყერები სხვა ფრინველებთან შედარებით იშვიათად ავადდებიან და სწორედ ამიტომ მათ კვერცხებს ვაქცინების შესაქმნელად იყენებენ.

მსოფლიოში ქათმის ყველაზე მძიმე კვერცხი 454 გრამია ეს კი 6 ჯერ დიდია ქათმის საშუალო კვერცხზე.ასეთ კვერცხში 5 გული იყო ხოლო გარშემოწერილობა 31 სანტიმეტრს შეადგენდა.

კვერცხისმდებელი ქათამი წელიწადში 250-300 კვერცხს დებს.თითო კვერცხის დასადებად კი 24-26 საათი სჭირდება.

ყველაზე დიდი ომლეტი დამზადდა მადრიდში შეფ-მზარეულ კარლოს ფერნანდესის მიერ. ეს ომლეტი 5000 კვერცხისგან გააკეთეს და 599 კილოს იწონიდა.

სამეფო ალბატროსს კვერცხის დასადებად ესაჭიროება 79 დღე და ღამე (საოცარია)

ჩინეთში კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა,როდესაც ბავშვი იბადება კვერცხებს წითლად (ბედნიერების ფერია ჩინეთში) ღებავენ და ერთმანეთს ულოცავენ.

ყველაზე პატარა კვერცხი კოლიბრს აქვს, ყველაზე დიდი კი სირაქლემას.

მაღაზიაში ნაყიდი კვერცხისგან წიწილები არ გამოიჩეკებიან.

პირველი შინაური არსება ქათამი იყო.მისი მოშინაურება ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1400 წელს დაიწყო.

კვერცხის ზედაპირზე 17 000 ფორია.წიწილის გამოსაჩეკად 4 ლიტრი ჯანგბადი, 8 ლიტრი წყლის ორთქლი და ნახშირმჟავაა საჭირო.სწორედ ამ ფორების მეშვეობით აღწევს ეს ნივთიერებები კვერცხში.

როგორც კი წიწილა გამოიჩეკება, მას დამოუკიდებლად შეუძლია არსებობა.გარეული ფრინველები კი უსუსურები არიან და ზრუნვა სჭირდებათ.გამონაკლისი მხოლოდ თოლია და სირაქლემაა.

მსგავსი ამბები

Back to top button