მისტიკასაკითხავიუცნაური

სახლები სადაც სულები ბინადრობენ


ჩილინგემების სასახლე

დედამიწაზე უამრავი სახლი თუ სასახლეა სადაც ე.წ. მოჩვენებები ბინადრობენ.მრავალი თვითმხილველია იმ ფაქტების რომ ეს შენობები ავ სულებს აქვთ დაპყრობილი.

მაგალითისთვის ავიღოთ “ჩილინგემების სასახლე”.ეს ადრე სამონასტრო კომპლექს წარმოადგენდა,მერე ჯარის გარნიზონის სიმაგრედ გადაიქცა ბოლოს კი კერძო საკუთრებაში გადავიდა.შოტლანდიის განთავისუფლებისთვის ბრძოლის დროს ამ სასახლეში ინგლისელების გარნიზონი იდგა და სასტიკად აწამებდნენ ინგლისის მტრებს.თვითმხილველების მონათხრობიდან დღემდე ისმის დატუსაღებულების კვნესა და არაადამიანური კივილი.

მეორე ასეთი სახლი “ვილა ვალეი ჰაუსია”.ის კალიფორნიაში (სანდეიგოში) მდებარეობს.ეს სახლი ამერიკაში სულებით დასახლებულ ყველაზე მასშტაბურ ადგილს წარმოადგენს.წინა საუკუნეში ამ ადგილას სასამართლო უწყება იყო რომლის ეზოშივე სრულდებოდა სიკვდილით დასჯის განაჩენი.1960 წელს ამ შენობაში მუზეომი გაიხსნა რის შემდეგადაც ხშირად ჩანან დერეფნებში მოსიარულე სულები.უფრო ხშირად კი ქალი და კაცი რომელიც მრისხანედ იყურებიან და ისე დაეხეტებიან მთელ სახლში.მათ სანახავად უამრავი ადამიანი მიდის და ნანახის შესახებ ერთი და იგივეს ამბობენ.


სთენლი ჰოტელი

კიდევ ერთი სულებით დასახლებული ადგილი “სთენლი ჰოტელი “.მდებარეობს კოლორადოს შტატში.ეს სასტუმრო ცნობილი ცნობილი მწერლის სტივენ კინგის ნამუშევრის “ციალის” შემდეგ გახდა.სწორედ აქ მოუვიდა მას ამ რომანის დაწერის იდეა.ამის მიუხედავად სასტუმრო მოჩვენებებით არის ცნობილი.ხშირად ჩანან სასტუმროს პირველი მფლობელის და მისი მეუღლის სულები.ცარიელი ოთახებიდან ხშირად ისმის ხმაური,ჰოლში მდგარი პიანინო მოულოდნელად იწყებს დაკვრას და ა.შ. თუმცა მომსახურე პერსონალს უკვე აღარ ეშინია ამ ყველაფრის და მიეჩვივნენ კიდეც,მაგრამ ახლად მოსულ თანამშრომლებს უჭირთ სულებთან ურთიერთობა და ხშირად სამსახურსაც კი ტოვებენ.

კიდევ ერთი სულების სახლი ილინოისში მდებარე ქრენსჰიუ ჰაუსია. ეს ვილა 1883 წელს ააგეს და ხშირად მოხუცი მონების სახლსაც უწოდებენ.მისი მფლობელი ფაბრიკის მეპატრონე და მიწათმფლობელი ჯონ კრენშოუ იყო.ამ ადამიანს ბევრი მონა ყავდა რომელთაც ცუდად ეპყრობოდა და საშინელ პირობებში აცხოვრებდა.ყველამ ვინც ეს სახლი შეიძინა ერთ დღესაც კი ვერ ძლებდნენ იქ.ისმოდა ვაება კვნესა ყვირილი არაადამიანური ხმები.მეორე ან იმავე დღესვე გარბოდნენ ამ სახლიდან.რაღაც პერიოდის მანძილზე ეს სახლი ტურისტებისთვის გაიხსნა მარგამ ამჟამად ეს სახლი სახელმწიფო საკუთრებაშია და არავინ ცხოვრობს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close