საკითხავისასარგებლოსურათები

ფაბერჯეს კვერცხები

ფაბერჟეს განთქმული საიუველირო კვერცხები.ეს არის 1885-1917 წლებში კარლ ფაბერჟეს მიერ შექმნილი საიუველირო კოლექცია სპეციალურად საიმპერატორო ოჯახისთვის.დღესდღეობით 71 ცალი კვერცხია ცნობილი.აქედან 52 ცალი სწორედ საიმპერატორო ოჯახს ეკუთვნოდა.ეს კვერცხები საიმპერატორო ოჯახის ერთგვარ ემბლემად იქცა ხოლო ზოგადად კი ფუფუნების ნივთებად

პირველი კვერცხი 1885 წელს შეიქმნა.ის მეფე ალექსანდრე II _მ შეუკვეთა მეუღლისთვის როგორც სააღდგომო საჩუქარი.კარედან მინანქრით იყო მოპირკეთებული ხოლო გული კი მთლიანად ოქროსი ჰქონდა.თითონ გულში პატარა მამაი იყო გამოსახული.18_ე საუკუნეში მდაგვარი 3 კვერცხი შეიქმნა და ისინი დღემდე კოპენჰაგენის ერთ-ერთ მუზეომში ინახება.ამ კვერცხის ამბის გაგების შემდეგ იმპერატომრა მოინდომა ასეთივე საჩუქარი აგეკეთებინა თავისი მეუღლისთვის და ფაბერჟეს უბრძანა რომ ყოველ წელიწადს მისთვის დაემზადებინა თითო კვერცხი და აუცილებლად უნდა გაეთვალიწინებინა ორი რამ: მისი ორიგინალურობა და სიურპრიზი.შემდგომმა იმპერატორმაც გააგრძელა ეს ტრადიციათ ქცეული საქმე და 2 კვერცხს უკვეთავდა,ერთს თავისი მეუღლესთვის მეორეს კი დაქვრივებული დედისთვის.ფაბერჟე და მისი ოსტატები თითო კვერცხის დამზადებას ძალიან დიდ დროს უნდებოდნენ.მას 24 ოსტატი ყავდა რომელთა სახელები ისტორიამ შემოინახა (აქ უბრალოდ არ დავწერე)

71 დამზადებული კვერცხიდან შემორცენილი მხოლოდ 62 ცალია.აქედან მხოლოდ ერთი გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ისიც 1918 წელს მისმა კანონიერმა მფლობელმა მარია ფიოდოროვნამ სხვა ნივთებთან ერთად დანიაში თავის სამშობლოში გადაიტანა.ეს კვერცხი გიორგიევსკის სახელითაა ცნობილი,ხოლო დანარჩენი კვერცხები პეტროგრადში დარჩა.1930 წლამდე ეს კვერცხები კრემლის ალმასის საცავში ინახებოდა თუმცა შემდგომ კი სტალინის ბრძანების საფუძველზე 14 ცალი გაიყიდა.ამ ფაქტში სასაცილო ის არის რომ ყველა კვერცხი 400 $ ზე ნაკლებად გაიყიდა და ძირითადი ნაწილი არმანდ ჰემერმა შეიძინა.თითოეული კვერცხი შედგებოდა ოქროს ვერცხლის და სხვა ძვირფასი მასალებისგან,ამასთან ერთად იგი ფასობდა ოსტატების ფაქიზი და შესანიშნავი მუშაობით.ყველა კვერცხს ფაბერჟეს საფირმო მარკა ემჩნეოდა.ეს კვერცხები ჯერ კიდე მათი შექმნის პერიოდში ძვირად ფასობდა რომლის ფასი დაახლოებით 3000-8000 რუბლს შეადგენდა.კვერცხები იყო სხვადასხვა ზომის.დიდი,პატარა,საშვალო და ყველა კვერცხს მოყვებოდა სიურპრიზი.ეს სიურპრიზი შეიძლება ყოფილიყო კვერცხში მოთავსებული პორტრეტი ან ძვირფასი ქვა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close