არქივი

UFO ანუ მარტონი ვართ თუ არა?


გასულ თვეში, საჰაერო მიმოსვლის კონტროლერები მონღოლეთში აფიქსირებს სარადარო მონიტორებზე იდუმალ შუქს რის შედეგადაც დახურეს ადგილობრივი აეროპორტი და რამოდენიმე დღის შემდეგ ვრცელდება ვიდეო მასალა თუ რატომ დაიხურა აეროპორტი და რა დააფიქსირეს ცაში. უაზრო კომენტარები რომ არ დაწეროთ წინასწარ გეტყვით რომ ეს ვთარგმნე უცხოური საიტიდან და რაც იქ ეწერა ის დავწერე მეც ამიტომ ჩემს მიმართ ნუ დაწერთ აგრესიულ კომენტარებს

oONETTWOo

მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისთვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისთვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისთვის – ნამეტანი ადრე, ზოგიერთი ჯგუფელისთვის – 09, ზოგიერთისთვის კი – მეგობარი, დაინტერესებული პირებისათვის - სამუშაოს მოსურნე ახალგაზრდა და უმუშევრებისთვის – კონკურენტი, სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, კოღოებისათვის – უფასო დონორი და უფასო დონორებისაგან ღმერთმა დამიფაროს, რამდენიმე პიროვნებისთვის – ყველაფერი და არაფერი – ანჯელინა ჯოლისათვის. მაქვს სურვილი ვიყო ცნობილი და არ მაქვს სათანადო სქესი “ფლეიბოიში” გადასაღებად. ხშირად მომდის მუზა და კიდევ უფრო ხშირად “მესიჯები” არ მიყვარს ზღვა, იმიტომ რომ გემოს ვერ ვატან და მიყვარს… (უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია) ვაპირებ გავხდე (ჟურნალისტი) და გავსუქდე (ცოტა). არასდროს გეტყვით, რომ “სადღაც ორი საქართველოს მოქალაქე დააპატიმრეს” და არასდროს გაგაცნობთ “ამინდის მოსალოდნელ პროგნოზს“. არასდროს გავუხევ ხახას რესპონდენტს მიკროფონის საშუალებით და არ ვკითხავს პანაშვიდზე შვილმკვდარ დედას “რას გრძნობს” ვარ ცნობისმოყვარე, მაგრამ ვიცი, რომ ცხვირი ღმერთმა სასუნთქად მომცა. ამის გამო ვეთანხმები “არამკითხე მოამბეს პრინციპს” და არ მსურს ის საკუთარ თავზე გამოვცადო! მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას, “რას შვრები, რავა ხარ?”, “რა არის შენკენ ახალი?” და “სხვა?”- ს გარდა… :)

მსგავსი ამბები

Back to top button