არქივი

ქალების გავლენა როკ-ენ-როლის ისტორიაზე

171c52c147ad

ამ პოსტში გაიგებთ რამდენიმე ქალის შესახებ, რომელთა სახელები ყოველთვის გამუქებული ასოებით ჩაიწერება როკის ისტორიაში.

როკს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ამ ისტორიას ქმნიდნენ არამხოლოდ მუსიკოსები და ცნობილი შემსრულებლები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებმაც მასზე არაპირდაპირი გავლენა მოახდინეს. ამ ადამიანების სახელები, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის ასოცირდება როკ-ენ-როლთან.

e40d17751f6b

ნენსი სპანგენის სახელი ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება პანკ როკის ისტორიაში. იგი ჯგუფ Sex Pistols-ის ბასისტის, სიდ ვიშესის შეყვარებული იყო. მათ ურთიერთობას საკმაოდ ტრაგიკული დასასრული აქვს.

ნენსი სპანგენი პენისილვანიაში დაიბადა. პატარაობაში რთული ბავშვი იყო, დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდა. სკოლაში თითქმის არ დადიოდა და ამიტომ გამოაგდეს. მშობლებმა იგი სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ ნენსი სპანგენი ამ სკოლიდან გამოიქცა და თვითმკვლელობა სცადა. უნივერსიტეტში სწავლისას მარიხუანას მოხმარებისთვის დააკავეს, რის გამოც იგი სასწავლებლიდან გარიცხეს. ამის შემდეგ იგი თავს სახლიდან ფულის მოპარვითა და ნარკოტიკების გაყიდვით ირჩენდა.

17 წლის ასაკში ნიუ-იორკში ჩამოვიდა და დაიწყო მუშაობა სტრიპტიზიორად, იგი მეძავადაც მუშაობდა. ხშირად დაჰყვებოდა სხვადასხვა, როკ ჯგუფებს ტურებზე, როგორც ფანატი, მათ შორის Aerosmith-სა და New York Dolls-ს, მოგვიანებით კი Sex Pistols-ს. მალე ნენსი სპანგენმა გაიცნო Sex Pistols-ის ბასისტი სიდ ვიშესი. ცოტა ხანში, ისინი დაახლოვდნენ და ერთად დაიწყეს ნარკოტიკების მოხმარება.

a6108ffb195a

1978 წელს ჯგუფი Sex Pistols დაიშალა და სიდ ვიშესი, შეყვარებულთან ერთად ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად. მართალია, ჯგუფი დაიშალა, მაგრამ ვიშესი ცდილობდა, მუსიკას არ მოწყვეტოდა.

bfec73d88699

სიდი და ნენსი სულ უფრო და უფრო მეტად ხდებოდნენ ნარკოტიკზე დამოკიდებულნი, ერთად ცხოვრება ძალიან გაურთულდათ და ხშირად ჩხუბობდნენ.

1978 წლის 12 ოქტომბერს ნენსი სპანგენი სასტუმროს ნომრის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს. მას მუცელში დანა ჰქონდა ჩარტყმული.

4e015f9596d8

პოლიციამ ეჭვი პირდაპირ სიდ ვიშესზე მიიტანა (იგი დღემდე მთავარ ეჭვმიტანილად ითვლება). ვიშესი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბევრი ეჭვი გამოითქვა იმის შესახებ, რომ მკვლელობა, შესაძლოა, ნარკო-დილერებმა ჩაიდინეს, რომლებთანაც წყვილს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დანა, რომლითაც სპანგენი მოკლეს, ვიშესს ეკუთვნოდა.

ციხიდან გათავისუფლებიდან 10 დღის შემდეგ სიდ ვიშესმა თავის მოკვლა სცადა. იგი საავადმყოფოში მოათავსეს. 1979 წლის 2 თებერვალს, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ცოტა ხანში იგი გარდაიცვალა. სიკდვილის მიზეზი ჰეროინის ზედმეტი დოზა იყო.

8df71becb571

სიდ ვიშესის სიკდვილიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისმა დედამ მისი ქურთუკის ჯიბეში აღმოაჩინა ხელნაწერი, რომელიც ვიშესმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაწერა. სანამ თვითმკვლელობას სცდიდა, ვიშესმა შემდეგი სიტყვები დაწერა: “ჩვენ ხელშეკრულება გვქონდა დადებული, რომ დავიხოცებოდით და მე გარიგება უნდა შევასრულო. გთხოვთ, დამმარხოთ ჩემს ნენსისთან ერთად, ჩემს ტყავის ჟილეტში, ჯინსებსა და მოტოციკლისტის ჩექმებში”.

0fc868655af8

მიუხედავად ამ თხოვნისა, რადგან სიდი და ნენსი სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ, ერთად არ დაუკრძალავთ.

იოკო ონოს სახელი ყველამ იცის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა, ჯონ ლენონისა და Beatles-ის მსმენელი. იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლენონის მეორე ნახევარი იყო.

b1281cb022e5

იოკო ონო მუსიკოსია. გარდა ხელოვნებისადმი ძლიერი ლტოლვისა, იგი ასევე ცნობილია ფემინიზმის პროპაგანდით და ჰომოსექსუალთა უფლებების აქტიური მხარდაჭერით.

ჯონ ლენონმა და იოკო ონომ ერთმანეთი ლონდონის ერთ-ერთ გალერეაში გაიცნეს, სადაც იოკო ონო საკუთარი ნამუშევრების გამოფენას აწყობდა. ლენონი ამ ნამუშევრებმა ძალიან დააინტერესა (მიუხედავად ამ ვერსიისა პოლ მაკარტნის თქმით, ონო და ჯონ ლენონი მან გააცნო ერთმანეთს). პირველი შეხვედრის შემდეგ ონო ხშირად რეკავდა ლენონთან სახლში და ცდილობდა მასთან კონტაქტი არ გაეწყვიტა. როდესაც ლენონის ცოლი, სინთია პაუელი გაემგზავრა, ლენონმა ონო სახლში დაპატიჟა. ისინი დიდ დროს ატარებდნენ ერთად, სწორედ ამ პერიოდში ლენონს იგი შეუყვარდა და მასთან დარჩენის ნება მისცა. როდესაც ლენონის ცოლი დაბრუნდა, სახლში იოკო ონო დახვდა.

იოკო ონო და ჯონ ლენონი 1969 წელს დაწორწინდნენ. თაფლობის თქვე მათ ამსტერდამში გაატარეს.

ამის შემდეგ ონო და ლენონი უფრო დაახლოვდნენ და განუყრელები გახდნენ. საზოგადოების წინაშეც სულ ერთად ჩნდებოდნენ. ისინი აქტიურად აპროტესტებდნენ ომს ვიეტნამთან.

82d730d2a42b

ხშირად ეხმაურებოდნენ ცნობილ პოლიტიკურ, თუ არაპოლიტიკურ მოვლენებს.

9835738cc22c

ბევრი ამბობდა, რომ იოკო ონომ ჯონ ლენონზე დიდი გავლენა მოახდინა.

4428ec521996

ეს წყვილი პრესის ყურადღების ობიექტიც ხშირად ხდებოდა.

5434af633799

ჯონ ლენონსა და იოკო ონოს მუსიკაშიც ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. ურთიერთობის ჯერ კიდევ ადრეულ წლებში მათ გამოუშვეს პირველი ერთობლივი ალბომი სახელად Unfinished Music No.1: Two Virgins, რომლის გარეკანზეც სურათია, სადაც ისინი შიშვლები არიან.

88fc2efec9f7

Unfinished Music No.1: Two Virgins ექსპერიმენტალური ნამუშევარი იყო. ეს ალბომი წარუმატებელი გამოდგა. თუმცა ჯონს და იოკოს ერთობლივ ნამუშევართა სიაშია 1980 წელს გამოსული ალბომი “Double Fantasy”, რომელიც ნოემბერში გამოვიდა, სულ რაღაც 2 კვირით ადრე ლენონის სიკვდილამდე. ალბომმა დიდი აღიარება დაიმსახურა და 1982 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

96e31a4940c3

მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო იოკო ონოს სოლო კარიერა. მისი სოლო ალბომები ხშირად იმსახურებდა დადებით შეფასებებს როკის კრიტიკოსებისაგან.

Beatles-ის დაშლის ბევრი ვერსია არსებობს. ბევრი მიიჩნევდა, რომ ჯგუფის დაშლა გარდაუვალი იყო, რადგან 60-იანი წლების ბოლოსათვის მის ოთხოვე წევრს სხვადასხვა მუსიკალური მიმართულება ჩამოუყალიბდა, ჯონ ლენონს და ჯორჯ ჰარისონს დაწყებული ჰქონდათ სოლო კარიერები ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ჯგუფი გამოუშვებდა თავის უკანასკნელ ალბომს “Let It Be”.

65b1d97e5eed

Beatles-ის დაშლის ერთ-ერთ მიზეზად ხშირად ასახელებენ იოკო ონოს. ცნობილია, რომ მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯგუფის სხვა წევრებთან, განსაკუთრებით პოლ მაკარტნისთან. ჯონ ლენონი დაჟინებით მოითხოვდა, სტუდიაში ონოც დაწრებოდა რეპეტიციებს. ონო ამით სარგებლობდა და ხშირად ერეოდა ჯგუფის საქმეებში (ცნობილია, რომ როდესაც ლენონი Beatles-ის ალბომზე “Abbey Road” მუშაობდა, ონო ავარიაში მოყვა. ლენონმა მისთვის სტუდიაში უზარმაზარი საწოლი დაადგმევინა, რათა იგი დასწრებოდა რეპეტიციებს). მიუხედავად იოკო ონოსადმი მსგავსი ბრალდებებისა, მის ბრალეულობას ლეგენდარული ჯგუფის დაშლაში ბევრი უარყოფს. მათ შორისაა პოლ მაკარტნი, რომელსაც 2007 წელს ჟურნალისტმა პირადპირ ჰკითხა: “იყო ეს იოკოს ბრალი”? მაკარტნის პასუხი იყო _ “არა”.

ყველამ, ვინც ალტერნატიული როკის თაყვანისმცემელია, კარგად იცის ვინ იყო კურტ კობეინი. ხოლო ვისაც კურტ კობეინის შესახებ ცოტა რამ მაინც სმენია, კარგად ეცოდინება მისი ცოლის, კორტნი ლავის სახელიც.

de74e19f5da4

კორტნი ლავი ამერიკელი მსახიობი, მუსიკოსი და მომღერალია(ამავდროულად, ალტერნატიული როკ-ჯგუფის “Hole”-ის სოლისტია), მაგრამ ყველაზე მეტად იგი იმითაა ცნობილი, რომ ცნობილი როკ-ჯგუფის Nirvana-ს სოლისტის, კურტ კობეინის ცოლი იყო 1992-1994 წლებში, ამ უკანასკნელის სიკვდილამდე.

a51099b2f014

კორტნი ლავმა და კურტ კობეინმა ერთმანეთი 1990 წელს, ღამის კლუბში გაიცნეს. კობეინი მას უკვე იცნობდა მისი ერთ-ერთი ფილმიდან. 1992 წელს მათ ჯვარი დაიწერეს. მათ საერთო ქალიშვილიც ეყოლათ, რომელსაც ფრენსისი დაარქვეს.

74981d98f5ee

კურტ კობეინი 1994 წელს გარდაიცვალა. მრავალ ადამიანს მიაჩნია, რომ იგი მოკლეს და მკვლელად კორტნი ლავს ასახელებს.

კობეინის სიკვდილიდან რამდენიმე თვით ადრე, კორტნი ლავმა ქმარი საწოლში გონდაკარგული აღმოაჩინა. მას წინა ღამით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლავმა თქვა, რომ ეს კურტის პირველი თვითმკვლელობის მცდელობა იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ლავმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მისი ქმარი ოთახში შეკეტილიყო იარაღით ხელში და აღარ გამოდიოდა. პოლიციამ კობეინს იარაღი ჩამოართვა, რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობ არც უფიქრია და ოთახში იმიტომ შეიკეტა, რომ ცოლს ემალებოდა.

კობეინს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან. იგი ჰეროინის რეგულარული მომხარებელი იყო. ბოლო პერიოდში დეპრესიებიც დაეწყო. ცოტა ხანი იმკურნალა, თუმა თავი დაანება და სახლში დაბრუნდა. 8 ივლისს, 1994 წელს კობეინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას დიდი რაოდენობით ჰქონდა მიღებული ნარკოტიკი. იქვე იპოვეს იარაღი, რომლითაც მას პირში ჰქონდა ნასროლი. საეჭვო გარემოებები ბევრი იყო: არც იარაღზე და არც საწერ კალამზე, რომლითაც მან სიკვდილის წინ ხელნაწერი დატოვა, მისი თითის ანაბეჭდები არ ყოფილა. გარდა ამისა, ზოგის აზრით, კობეინს დოზაზე მეტი ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, და ფიზიკურად არ შეეძლო იარაღის პირთან მიტანაც კი. გარდა ამისა გაუგებარი რჩება, თუ იგი თვითმკვლელობას აპირებდა, რატომ გაიკეთა ნარკოტიკი.

3cddc2e6c05c

მიუხედავად საეჭვო გარემოებებისა, ოფიციალური ვერსიით, კურტ კობეინმა თავი მოიკლა, თუმცა კორტნი ლავზე გარკვეული ეჭვები ყოველთვის იარსებებს.

b8cb1d21169f

სიკვდილის წინ კურტ კობეინმა ხელნაწერი დატოვა, რომელიც ასე მთავრდება: “კორტნი, გთხოვ, ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელე, ფრენსისისთვის, მისი ცხოვრებისთვის, რომელიც უფრო ბედნიერი იქნება ჩემს გარეშე. მიყვარხარ, მიყვარხარ”.

ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც Beatles-ის, ისე ერიკ კლეპტონის შემოქმედებაზე არის მოდელი (და ჩემი აზრით ულამაზესი) პეტი ბოიდი.

9efab60fbf4f

პეტი ბოიდი ჯორჯ ჰარისონის ცოლი იყო 1966-1977 წლებში და ბევრის აზრით, გახდა შთაგონების წყარო ისეთი სიმღერებისა, როგორებიცაა Beatles-ის “Something” და “I Need You”. ორივე მათგანი ჯორჯ ჰარისონის დაწერილია. “Something” ალბომიდან “Abbey Road” Beatles-ის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიტად მიიჩნევა. ჟურნალმა Rolling Stone-მა იგი დაასახელა 273-ედ თავის 500 ყველა დროის საუკეთესო სიმღერას შორის. ასევე წარმატებული აღმოჩნდა “I Neen You”.

6e8b6c649a19

1977 წელს ჰარისონი და ბოიდი დაშორდნენ.

400910a5fa26

ჯერ კიდევ 1970 წელს, როდესაც ერიკ კლეპტონი იყო ჯგუფ Derek and the Dominos-ის წევრი, გამოვიდა საყოველთაოდ აღიარებული სიმღერა “Layla”. ამ პერიოდში კლეპტონი და ჰარისონი ახლო მეგობრები იყვნენ. რამდნიმე წლის შემდეგ, კლეპტონი მას გამოუტყდა, რომ მისი ცოლი უყვარდა. სიმღერაში “Layla” ის გრძნობებია გამოხატული, რასაც კლეპტონი პეტი ბოიდისადმი ცალმხრივი სიყვარულის დროს გრძნობდა. ეს სიმღერა ჟურნალმა Rolling Stone-მა თავის სიაში 27-ე ყველა დროის საუკეთესო სიმღერად დაასახელა. სიმღერის სახელი XII საუკუნის სპარსი პოეტის ერთ-ერთი ნაწარმოებიდანაა აღებული. მისამღერში კლეპტონი ამბობს შემდეგ სიტყვებს: “შენს წინაშე მუხლებზე ვდგავარ”. მოგვიანებით კლეპტონმა კიდევ ერთი სიმღერა დაწერა. “Wonderful Tonight” 1978 წელს გამოვიდა და დღემდე კლეპტონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სინგლია.

5812360eafba

1979 წელს პეტი ბოიდი და ერიკ კლეპტონი დაქორწინდნენ. ისინი 1989 წლამდე იყვნენ ქორწინებაში და ბოლოს, მრავალი უთანხმოების შემდეგ, დაშორდნენ.

პეტი ბოიდს უნებლიე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი როლი ერგო როკის ისტორიაში.

მსგავსი ამბები

Back to top button