კულტურაუცნაური

რეალური შვიდი ჯუჯა (ფიფქიას გარეშე)

9974a82f735b
თქვენ არ გჯერათ,რომ შვიდი ჯუჯა მართლაც არსებობს? მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნოთ ჯონსონების – ჯუჯების ყველაზე დიდი ოჯახი მსოფლიოში.
გარე სამყაროდან ისინი ყველასგან გამორჩეულები ჩანან, მაგრამ თუ ჯონსტონებს დავეკითხებით, ერთადერთ განსხვავებას ხედავენ ჩვენსა და მათ შორის, უბრალოდ ცოტა პატარები არიან : )

ამბერი და ტრენტი, თავიანთ 5 შვილთან ერთად ჯორჯიის შტატში ცხოვრობენ. ისინი საკუთარ ოჯახზე ხუმრობენ კიდეც და თავს ზღაპრიდან გადმოსულ ნამდვილ 7 ჯუჯად მოიხსენიებენ. მართალია ტანის ზომის გამო ცხოვრება არც ისე ადვილია, მაგრამ მშობლები ამბობენ,რომ შვილებს შესაბამისად ზრდიან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,რომ მოერგონ იმ სამყაროს,რომელიც მათთვის არაა შექმნილი. არ ცდილობენ,რომ საქმე გაიადვილონ, ვთქვათ სახლში ყველაფერი შესაბამის ზომებში ჰქონდეთ მოწყობილი.. არა, ისინი სწავლობენ თუ როგორ გადაჭრან ეს პრობლემა გარკვეული ხერხებით, რადგანაც გარემო მათ ფეხს ვერ აუწყობს. მაგალითად შუქის ასანთები ნორმალურ სიმაღლეზეა განთავსებული, ხელის მისაწვდომად კი ბავშვებს რაიმე ნივთის დახმარება სჭირდებათ.

6c3a0044e064

ტრენტ ჯონსონი ჯუჯების ოჯახში გაიზარდა, მის ცოლს, ამბერს კი ჩვეულებრივი ზომის მშობლები ჰყავდა. ამბერი ჯუჯებს პირველად თინეიჯერობის ასაკში შეხვდა,როდესაც მათ შეკრებებზე დაიწყო სიარული. ერთ–ერთი ასეთი თავყრილობის დროს კი ტრენტიც გაიცნო. ერთმანეთს 3 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ,შემდეგ კი დაქორწინდნენ. 5 თვის შემდეგ კი ამბერი ორსულად დარჩა,ეს მართლაც სასიხარულო ცნობა აღმოჩნდა მთელი ოჯახისთვის,მაგრამ ჯონსონებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ბავშვი ჯუჯა იქნებოდა თუ ნორმალური ზომის. 31 კვირის თავზე ბავშვი გამოიკვლიეს და აღმოჩნდა,რომ მასაც აქონდროპლაზია სჭირდა. ტრენტიც და ემბერიც სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს, მათ სწორედ ,,თავისნაირი” შვილები უნდოდათ.

872243505969

2 წლის შემდგომ ამბერმა მეორე შვილი, ელიზაბეტი მოავლინა ქვეყანას, თუმცა ეს საკმაოდ სახიფათო ორსულობა გამოდგა ქალისთვის. მისი მენჯები კატატროფულად გავიდა გვერდზე, და თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი,რომელიც 48 ინჩი გახლდათ სიმაღლეში, ორსულობის დროს სიგანეში 51 ინჩი გახდა…

097215b89b14

ჯონსონების ოჯახს არ უნდოდა მხოლოდ 2 ბავშვით დაკმაყოფილებულიყო, მათ დიდი და ხმაურიანი სახლი უნდოდათ. თუმცა ამბერი შემდეგ ორსულობას ვერ გადაიტანდა, ამიტომაც ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს და მალევე გადაწყვიტეს პატარების შვილად აყვანა.
მათ 3 ბავშვი იშვილეს, მათ შორის ანა – სერბეთიდან, ალექსი – სამხრეთ კორეადან და ემა ჩინეთიდან. ჯონსონების მეგობრები მათ პატარა ანჯელინა ჯოლსა და ბრედ პიტს ადარებენ,რადგან სახლში ლამის ყველა მხრიდან ყავთ წარმომადგენელი ბავშვების სახით : )
ისინი თავს არ თვლიან ავადმყოფებად და უძლურებად, შესაბამისად ამისთვის სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას არ იღებენ.
,,მე მჯერა,რომ არსებობენ პატარა ადამიანები, ვინც შეუძლოდ, ან უძლურნი არიან,მაგრამ ჩემი ოჯახი ასეთი ნამდვილად არაა” – ამბობს ამბერი.


უყურეთ ვიდეოს

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button