უცნაური

წარღვნამდელი ცივილიზაცია? (ნაწილი 4)

4d5271f268b9
ჩვენი გამოკვლევის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ წარღვნამდელ სამყაროში შექმნილი იყო ერთგვარი ღმრთისმბრძოლი სისტემა, რომელიც დაანგრია საყოველთაო წარღვნამ. შემდგომი გადმოცემიდან ძნელი არ არის იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირამიდები შედიოდნენ ამ სისტემაში და შესაძლოა, მის ბირთვსაც კი წარმოადგენდნენ. ყოველ შემთხვევაში, ნათელია, რომ მათ ეკისრებოდათ არცთუ მცირედი როლი ამ სატანურ პროექტში.

4. სატანის რელიგიის შექმნის პროექტი

პირამიდები წარღვნამდე ააშენეს. ამჯერად ჩვენ ვხედავთ ამ დანგრეული სისტემის მხოლოდ ნარჩენებს, რომელიც პირამიდებსაც მოიცავდა (ძირითადი ნაწილი ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზეა). როდესაც წარღვნამდელი ცივილიზაციის ნარჩენებსა და ნაკვალევს აღმოაჩენენ და იწყებენ მის შესწავლას, აყენებენ ხოლმე ათასგვარ ვარაუდს, იგონებენ მრავალფეროვან ვერსიებს: “აი, ამ ადგილას იმყოფებოდა ატლანტიდა!”, “ეს ობიექტები უცხოპლანეტელებმა ააშენეს”, და ა. შ. არადა, ეს ატლანტიდა და უცხოპლანეტელები კი არა, წარღვნამდელი ცივილიზაციაა. და თუ მაინც გამოვიყენებთ სიტყვა “ატლანტიდას”, უნდა ვაღიაროთ, რომ “ატლანტთა ცივილიზაცია” იმყოფებოდა არა წყალქვეშ ჩაძირულ კუნძულზე ატლანტიკის ოკეანეში, ან ჩვენი პლანეტის სხვა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, არამედ გავრცელებული იყო მთელს დედამიწაზე, ანუ, ის იყო, როგორც იტყვიან, გლობალური ხასიათის. რატომ არ მოგცა უფალმა წმიდა წერილში წარღვნამდელი ცივილიზაციის დეტალური აღწერა (თუმცა მისი ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი ბიბლიაში მაინც ასახულია)? როგორც ჩანს, უფალმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მომავალ თაობებში არ აღმოცენებულიყო მავნე და უსარგებლო ინტერესი ამ ცივილიზაციისა და მისი “მიღწევებისადმი”. მაგრამ, დღეს, ჩვენს დროში, როდესაც სატანური, ანტიქრისტიანული ძალები აქტიურად იღვწიან ადრინდელი ღვთივმბრძოლი პროექტის აღსადგენად, უფალი წარმოგვიჩენს იმას, რაც აუცილებელია წარღვნამდელი სისტემისა და მისი თანამედროვე “რემეიკის” გასაგებად, რათა ნაჩვენებ იქნას, რომ ფორმითა და საშუალებებით, ამჟამინდელი პროექტი გარკვეულწილად განსხვავდება წარღვნამდელისგან, ხოლო შინაარსითა და მიზანდასახულობით – იგივე პროექტია.

მაშ, რას წარმოადგენდა ეს წარღვნამდელი ღვთივმბრძოლი პროექტი? როგორია მისი მიზანი და ვინ მონაწილეობს მასში? ვინ ააშენა პირამიდები? და რატომ არის ჩვენს დროში შესაძლებელი ლაპარაკი იმავე პროექტისა და სისტემის აღდგენაზე, იმავე, რომელიც იყო წარღვნამდე, ოღონდ, ცხადია, სხვა სახითა და ფორმით და რომლის სიმბოლოც არის პირამიდა?

ანტიკურ დროში ეგვიპტური პირამიდების მშენებლობა მიეწერებოდა ტოტს – “სიბრძნის ღმერთს”, რომელსაც იბისის თავით გამოსახავდნენ. მეცნიერების, მედიცინისა და იეროგლიფების გამოგონება ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით, როდესაც ეგვიპტეში გამეფდა კლეოპატრა, ტოტს უკვე ბერძნულ ღმერთ ჰერმესთან აიგივებდნენ და მას ჰერმეს ტრისმეგისტს უწოდებდნენ. მას განაკუთვნებდნენ ზურმუხტის ლეგენდარულ ფილაქნებს, რომლებიც შეიცავდნენ საიდუმლო ცნობებს და რომლებშიც ფორმულირებული იყო “სამყაროს მსგავსების უდიდესი პრინციპი”: “ის, რაც იმყოფება ზემოთ, არის ქვემოთაც”.
21b61b362646
სინამდვილეში ამ სიტყვებში მოცემულია არა რაიმე აბსტრაქტული “დიადი პრინციპი”, არამედ სატანის კონკრეტული მიზანი, რომელიც, არის რა ის, ვინც ქვემოთაა, ოცნებობს იმაზე, რაც არის ზემოთ. ანუ, სატანას სურს გახდეს დედამიწის მბრძანებელი*, კაცობრიობის ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთის შემცვლელი. ამ “პრინციპის” უფრო გულახდილი, მასონური ფორმულირება ასეთია: “ის, ვინც ქვემოთაა, უნდა გახდეს ის, ვინც არის ზემოთ”. “ეს ის არის, ვინც ის გახდება”, – ნათქვამია სატანაზე საიდუმლო მასონურ დოქტრინაში, ანუ დღეს ის ეშმაკია, მაგრამ ხვალ ის იქნება ღმერთი.

ესაიას წინასწარმეტყველების 14-ე თავში მთიების, ანუ ლუციფერის (ეშმაკის) ღმრთითსაწინააღმდეგო განზრახვებსა და ამპარტავნებაზე, ასევე მის სრულ მარცხზე ასეა ნათქვამი: “წარმოთქვამ (ისრაელ) ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას! როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი, რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ! დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს… ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა შენთვის რეფაიმნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.

როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?” (ესაია 14:1-17).

ტრადიციული საეკლესიო განმარტებით, “ისრაელის” ქვეშ აქ იგულისხმება ქრისტეს ეკლესია, ხოლო “ბაბილონის მეფეში” – სატანა, დაცემული ქერუბიმი, რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავივით იყო (ამიტომაც იწოდება ის “მთიებად”), ახლა კი თავისი უგუნურებით აუმხედრდა თავის ღმერთსა და ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედს. როგორც ცნობილია, პირამიდა არის ერთ ერთი უმთავრესი მასონური და საერთოდ, ოკულტური სიმბოლო. “ოქროს პირამიდა” არის ოკულტისტების (ექსტრასენსების, არატრადიციული მკურნალების და სხვათა) პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო. პირამიდის სიმბოლო, სხვა მასონურ სიმბოლოებთან და ლოზუნგებთან ერთად, გამოსახულია დოლარზე და აშშ-ს სახელმწიფო ბეჭედზე. ხოლო აშშ, როგორც ცნობილია შექმნეს მასონებმა და დღემდე ამ ქვეყანას ისინი ხელმძღვანელობენ (ცხადია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რუსეთს – მთარგმნ.).
72642d7e4071

78a39a8753b1

53e3c20ce27a

აქედან უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი დასკვნა: მასონები (მხედველობაში გვაქვს დღევანდელი, განდობილი მასონები, რომლებმაც იციან მასონობის უმთავრესი, ღვთისმბრძოლი არსი, რომელიც გამოიხატება სატანის შეგნებულ მსახურბაში, და არა ლოჟების უმრავლესობის უბრალო წევრები, რომლებიც “თვალის ასახვევად” არიან შექმნილნი, როგორც ეს არის “სიონელ ბრძენთა ოქმებშია” ნათქვამი*), არიან რა სატანის მსახურები (გააჩნიათ მასთან კავშირი და ღებულობენ მისგან მითითებებს) და მომავალი ანტიქრისტეს ლაქიები, ინფორმირებულნი არიან წარღვნამდელი ცივილიზაციის შესახებ და საკუთარ თავს როგორც წარღვნამდელი, ასევე წარღვნის შემდგომდროინდელი, ნიმროდისეული პირამიდების მშენებელთა მემკვიდრეებად მიიჩნევენ. უპირველეს ყოვლისა, ნათქვამი მსოფლიო მასონობის მწვერვალს (ანუ მასონობის უმაღლესი ორგანოს, “მსოფლიოს უზენაესი საბჭოს” წევრებს) ეხება, რომელიც ე. წ. “მსოფლიო მთავრობის” ძირითად ბირთვს წარმოადგენს.

აი, თურმე რაში შეიძლება მდგომარეობდეს, ამ სახელწოდების, “მასონები”, თავდაპირველი და ძირითადი მნიშვნელობა, რომელიც “ქვისმთლელებად” ითარმგნება (ის, რომ ძველი პირამიდების მშენებლებს შეეძლოთ ქვების დამუშავება, ჩვენს გამოკვლევაში უკვე საკმარისად ითქვა), – და არა მასონურ ლეგენდაში ადონირამის შესახებ (“დიდი ოსტატი”, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა მეფე სოლომონის იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაში) ან კიდევ შუასაუკუნეების ინგლისის სამშენებლო გილდიებში. საგნობრივი ატრიბუტიკაც, რომელსაც მასონური რიტუალების შესრულებისას იყენებენ (ფარგალი, ჩაქუჩი, შალაშინი, გონიო (კუთხედი), სახაზავი, კუთხესაზომი, შვეული, წინსაფარი და სხვა), მიმართულია არა უბრალოდ მშენებელთა, არამედ კონკრეტულად, ქვისმთლელ-მშენებელთა გამოსახატავად.

წარღვნამდელი სისტემის პირამიდებისა და სხვა ობიექტების მშენებლები იყვნენ წარღვნამდელი ადამიანები, რომლებიც ამ პირამიდალურ სისტემაში ჩაითრიეს დემონებმა, რომლებიც, სატანის მეთაურობით, ხელმძღვანელობდნენ მათ თავიანთი სისტემის აშენებაში. და ეს ადამიანები, შესაძლოა, ბიბლიაში იწოდებიან “ბუმბერაზებად”. დაბადების წიგნში ნათქვამია იმის შესახებ, რომ საყოველთაო, მსოფლიო წარღვნის წინ იყო დრო, როდესაც დედამიწა აღავსეს ბუმბერაზებმა. ებრაულ ტექსტში მათ სხვა სახელით იხსენიებენ. კერძოდ, ესენი არიან “ნეფილიმები” – ანუ ისინი, ვინც ანგრევს, ამხობს, სხვა აზრით – რყვნის, აიძულებს დაეცეს; კიდევ სხვა თარგმანით: “დაცემული ადამიანები”. ანუ, ესენი იყვნენ ერთგვარი დამამხობელნი, მეამბოხენი, ღმერთს ამხედრებულები. სატანური და ღმრთის საწინააღმდეგო პროექტის მონაწილეები, რომელიც მიზნად ისახავდა კაცობრიობის ჩაბმას სატანის თაყვანისცემის კულტში, კაცობრიობის წარწყმედას, მის სულიერ მკვლელობას.

ხოლო გამოთქმა “დაცემული ადამიანები” (ეს არის სიტყვა “ნეფილიმის” შესაძლო თარგმანი) გვახსენებს დაცემულ ანგელოზებს, დემონებს. შესაძლოა, ეს იყოს მითითება იმაზე, რომ ნეფილიმები, თავიანთი სულიერი მდგომარეობით, ბოროტებაში თავიანთი დანთქმის დონით, მიემსგავსნენ დემონთ. შესაძლოა, ამას ადასტურებდეს ვ. ი. შერბაკოვის ციტატა წიგნიდან “ყველაფერი ატლანტიდაზე”: “პაპუასების რწმენით, დიდი უბედურება (წარღვნა – ავტ.) ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე ცხოვრობდნენ არა ადამიანები, არამედ გონიერი არსებები ჯადოსნური თვისებებით, უჩვეულოდ ძლიერნი და ბრძენნი. ეს არსებები მითებში “დემად” არიან წოდებულნი. განა ძალიან არ გვაგონებს ეს სიტყვა “დემონის” ევროპულ გაგებას?”.

დაბადების წიგნის VI თავში, სანამ წარღვნაზე დაიწყებოდეს ლაპარაკი, დაწერილია: “როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი ბუმბერაზები (ნეფილიმები) იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი” (დაბ. 6:1-4) (ასეა სინოდალურ თარგმანში).

მაგრამ, არსებობს სხვა თარგმანიც (სეპტუაგინტას, ანუ ბერძნული ტექსტის მიხედვით) უფლის სიტყვებისა: “და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ”. როგორც კომენტატორები განმარტავენ: სული, რომელიც ღმერთმა ადამიანში ჩადო, ამიერიდან სხეულს უფრო ადრე დატოვებს, ვიდრე უწინ, კერძოდ 120 წლის შემდეგ, და იმ დროიდან ეს რიცხვი მიიჩნევა მაქსიმალურ ხნოვანებად ადამიანისა (ან კიდევ 120 წელი იყო დარჩენილი წარღვნამდე). დღეს, მხედველობაში ვღებულობთ რა იმას, რომ ჩვენს თვალწინ აშკარავდება წარღვნამდელი ცივილიზაციის არსი (რასაც ეძღვნება კიდეც წინამდებარე გამოკვლევა), მივდივართ იმის შეგნებამდე, რომ ღმრთის ეს სიტყვები სხვა არაფერია თუ არა მითითება წარღვნამდელი ადამიანების მშფოთვარებაზე ღმრთისა და შემოქმედის წინააღმდეგ; მითითება მათ აჯანყებაზე, რომელიც ღმრთისსაწინააღმდეგო, სატანურ პროექტებში მონაწილეობაში მდგომარეობს. ამ ადგილის ამგვარი გაგების დამატებით დასტურად შეიძლება გამოდგეს ის, რომ ამ სიტყვების შემდეგ მყისიერ იწყება ლაპარაკი ნეფილიმებზე.

ნეფილიმთა წარმომავლობაზე სხვადასხვაგვარი ვარაუდი არსებობს. ენოქის წიგნის მიხედვით (ქრ. შობამდე II ს. აპოკრიფული ნაწარმოები), “ღმრთისშვილები” არიან სულები, რომლებიც დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ მიწიერ ასულებთან და ასწავლეს მათ ჯადოქრობა და შელოცვები, რისი წყალობით “გამოჩნდა უდიდესი უკეთურება” (ენოქი 7-8). ეს განმარტება მიიღო ფილონმა და ეკლესიის ზოგიერთმა მამამ და მოძღვარმა (მაგალითად: წმ. იუსტინემ, ირინეოსმა, ტერტულიანემ, ამბროსიმ). რადგან ბიბლიაში ქორწინება არცთუ იშვიათად ნიშნავს ღმერთთან ერთობას, ანუ რწმენასა და ღმრთის თაყვანისცემას (ოსია 2:16); ეფე. 5:22-23), ადამიანებისა და სულების ქორწინებაში ზოგიერთები ხედავენ წარმართობის ჩანასახს, თავისი დემონთთაყვანისცემით, წარმართულ ღმერთებით, მაგიითა და ჯადოქრობით: ადამიანი ცდილობს თავისი შემოქმედის გარეშე ჩასწვდეს სამყაროს საიდუმლოს. IV საუკუნიდან, გამყარდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც, “ღვთისშვილები” არიან მართალი შეთის (ადამისა და ევასა შვილის) შთამომავლები, ხოლო “კაცთა ასულები” – დედაკაცები კაენის მოდგმიდან (კაენიტები).

სატანა არის პირველი არსება, რომელმაც უარი თქვა ჭეშმარიტ სიცოცხლეზე, რომელიც მდგომარეობს სიყვარულში და ყველას დაღუპვისკენ მიისწრაფვის. ის არის პირველი სულიერი თვითმკვლელი, და როგორც ამის შედეგი, სხვისი მკვლელიც. აი, რატომ იწოდება ის სახარებაში “კაცის მკვლელად”. ძველებრაულიდან თარგმანში სიტყვა “სატანა” ნიშნავს “მოწინააღმდეგეს”, ანუ ღმრთის წინააღმდგომს. აპოკალიფსისში ნათქვამია: “მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ” (გამოცხ. 9:11). ებრაული სიტყვა “აბადონ” და ბერძნული “აპოლიონ” ნიშნავენ: “წარმწყმედელს”, “გამანადგურებელს”, “დაღუპვას”. ძველ აღთქმაში ცნება “აბადონ” გამოიყენება სიტყვების: “ქვესკნელი” (“შეოლ”), “საფლავის”, “სიკვდილის” გვერდით. რაბინისტულ ლიტერატურაში სიტყვა “აბადონ” გვხვდება ჯოჯოხეთის .უქვემოესი განყოფილების გაგებით. და სიტყვა “ეშმაკი” (diabolo) ითარგმნება არა მარტო როგორც “ცილისმწამებელი”, არამედ როგორც “გამანადგურებელი”. სატანა “ცისქვეშეთის უკეთურ სულებთან” ერთად (ეფეს. 6:12) და თავის “საკრებულოსთან” ერთად (იხ. გამოცხ. 2:9; ბერძნულ ორიგინალშია “სატანის სინაგოგა”) – არიან მუდმივი გამანადგურებლები და წარმწყმედელები – “ნგრევა და ვარამია მათ გზაზე” (რომ. 3:16).

იოანეს გამოცხადებაში ნათქვამია, რომ დედამიწის დაღუპვისთვის მოიწევა ღმრთის დიდი რისხვა: “წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს – წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი” (გამოცხ. 11:18). აი რას მოიმოქმედებს ჩვენი უფალი იესო ქრისტე, როდესაც დადგება დღე ღმრთის რისხვისა და საშინელი სამსჯავროსი: “დაღუპავს ქვეყნის დამღუპველთ” – ანუ, სატანური და ღმრთისმბრძოლი პროექტების ყველა მონაწილეს, ყველა ამ დამაქცევართ, მოჯანყეთ, გამანადგურებელთა და მკვლელებს.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სამყაროს მოახლოვებულ აღსასრულზე (რაზეც მიანიშნებენ სახარებები და სხვა ბიბლიური წიგნები), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამყაროს ერთი აღსასრული უკვე იყო, კერძოდ – მსოფლიო წარღვნა. წმიდა მოციქული პეტრე ამბობს, რომ წარღვნამდელი სამყარო დაიღუპა წყალში, ამჟამინდელი სამყარო კი ცეცხლში დაიწვის: “მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი” (2 პეტრე. 3:6-7). მეორეს მხრივ, ვმსჯელობთ რა მსოფლიო წარღვნაზე, მარადის უნდა გვახსოვდეს, კაცის ძის მომავალ, მეორედ მოსვლაზე და მის საშინელ სამსჯავროზე. ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: “დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს” (ესაია 2:17).

მოციქული პეტრე წარღვნამდელ სამყაროს პირველს უწოდებს (სხვა თარგმნით – ძველს), ხოლო წარღვნამდელ კაცობრიობას უკეთურთა სამყაროს: “თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი – ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას” (2 პეტრე 2:5). ნოე აქ იწოდება “სიმართლის ქადაგად”, რადგან ის თავის თანამედროვეთაგან ყველას შეაგონებდა უარეყოთ იმდროინდელი ცოდვილი საქმიანობა და ღმრთისსაწინააღმდეგო ზრახვანი და მოუწოდებდა მათ მართალი და ღმრთივსასურველი ცხოვრებისკენ.

ხოლო წარღვნის შესახებ სიტყვების წინ მოციქულ პეტრესთან არის ასეთი ფრაზა: “ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად” (2 პეტრე 2:4). კომენტატორთა განმარტებით, აქ მოციქული იმოწმებს ენოქის წიგნში ჩაწერილ იუდაურ გადმოცემას, რომლის მიხედვითაც წარღვნის წინ ქმნილი სულები გადმოვიდნენ დედამიწაზე, რათა ეცდუნებინათ ადამიანები, ესწავლებინათ მათთვის მაგია და ჯადოქრობა, რის გამოც სულები ჩაგდებულ და შეკრულ იქნენ ქვესკნელის ბნელში. მიიჩნევა, რომ ეს თქმულება აღმოცენდა როგორც კომენტარი დაბადების წიგნის 6-ე თავის პირველ მუხლებზე (იხ. ზემოთ. დაბ. 6:1-4).

როგორც რამოდენიმე ათასი წლის წინათ, პირველი სამყაროს აღსასრული უფლის გადაწყვეტილებით მაშინ დადგა, როდესაც უკეთურებამ თავის აპოგეას მიაღწია (შესაძლოა, მსოფლიო წარღვნა სწორედ მაშინ დაატყდა თავს კაცობრიობას, როდესაც ის აპირებდა “მთელი სიძლიერით” გაეშვა სატანური სისტემა, პირამიდების ჩათვლით). ასევე, ამ საუკუნის აღსასრულიც მაშინ მოვა, როდესაც სატანა ისევ უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანს კაცობრიობას, რომლის იქით კაცობრიობის სრული და საბოლოო დემონიზაცია იგულვება. ცხადია, სწორედ ეს აზრია ჩადებული ეზრას წინასწარმეტყველების (3 ეზრა) 9-ე თავის შემდეგ ადგილას: “გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს. დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან. ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი” (3 ეზრა 9:20-22).

“დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა… წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ” (დაბ. 6:5-13).

გაგრძელება იქნება…

წყარო:apocalypse.ge

donxn1k

დაინტერესებული ვარ ucnauri.com ით

მსგავსი ამბები

Back to top button