კულტურაუცნაური

ამერიკული ტელეშოუ: სიკვდილით დასჯა პირდაპირ ეთერში

image41235915

დაუოკებელია დასავლური საზოგადოების წყურვილი მძაფრი შეგრძნებებისადმი. ტელემაყურებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ამერიკული ტელეარხი Discovery უახლოეს დროში აპირებს ახალი, შემაძრწუნებელი რეალითი-შოუს ჩვენებას სახელწოდებით: Death Row

შოუში დეტალურად იქნება აღწერილი სიკვდილმისჯილის დარჩენილი 24 საათი. ზოგიერთი პატიმარი განაჩენის აღსრულებას ათწლეულობით ელოდება. აშშ-ს საპატიმროებში სასჯელს ამჯერად 3189 სიკვდილმისჯილი ელის, მათგან 62 ქალია.

სიკვდილმისჯილს სასჯელის წინ უფლება აქვს შეუკვეთოს მისთვის სასურველი საჭმელი “უკანასკნელი ტრაპეზობისთვის”, დაიბანოს ცხელ აბაზანაში და ერთხელ დარეკოს. სატელეფონო ლაპარაკის შემდეგ მას შეუძლია შეხვდეს მხოლოდ მღვდელმსახურს.

პატიმარს, თუ მას არ სურს გაუკეთდეს ლეტალური ინექცია, შეუძლია აირჩიოს სასჯელის ფორმა – დახვრეტა ან ჩამოხრჩობა. უკანასკნელად აშშ-ში სიკვდილმისჯილი ჩამოახრჩვეს 1996 წ. სახრჩობელა ლეგალურად აკრძალული არ არის, და სიკვდილმისჯილს შეუძლია აირჩიოს ის, როგორც “ალტერნატივა”.

სიკვდილით დასჯა მოქმედებს აშშ-ს 34 შტატში. ამ წელს სიკვდილით დაისაჯა 15 ადამიანი.

წყარო: apocalypse.ge

loow

me var tornike kevlishvili

მსგავსი ამბები

Back to top button