გამოგონებასაკითხავისასარგებლო

სახლის კონსოლები


ამ  პოსტში მოგიყვებით სახლის კონსოლებზე , რომლებიც კომპიუტერული თამაშებისთვის იყვნენ განკუთვილნი.


პირველი კონსოლი იყო Odyssey,ის 1972 წელს გამოვიდა.მის თამაშებში აკონტროლებდით რამდენიმე პიქსელისგან შემდგარ ვერტიკალურად მდგარ მოკლე ხაზს.გრაფიკის მაგივრად გამოიყენებოდა გადასახურავი, ის ტელევიზორის ეკრანზე უნდა დაგემაგრებინა.მასზე იყო გამოსახული ნახატი.ყოველ თამაშს თავისი გადასახურავი ქონდა.თამაშებს სახელებად რიცხვები ქონდათ.
Odyssey-s თამაშები

Odyssey-ს თამაშები


Odyssey იყო კონსოლების პირველი თაობის პირველი ეგზემპლარი.მას სხვა მოდელებიც მოჰყვა,თუმცა მე მათ არ შევეხები.
კომპანია Atari-მ შექმნა მეორე თაობის ყველაზე პოპულარული კონსოლი – Atari 2600.
Atari 2600
ამ პიონერმა შეძლო კარტრიჯების შეცვლა პოპულარული გაეხადა(პირველ თაობის ბევრ კონსოლზე მხოლოდ ერთი თამაშის თამაში შეიძლებოდა).მან შექმნა ისეთი კლასიკური თამაშები,როგორიცაა Pitfall!,Breakout,Yars’ Revenge,Easter egg და ა.შ..თუმცა,მანვე შექმნა ისეთი საშინელი თამაშები როგორიცაა E.T. the Extra-Terrestrial და Pac-Man(უფრო სწორედ მისი ერთ-ერთი საშინელი ვერსია).ამ კონსოლმა კომპიუტერული თამაშები უფრო ფართო,საზოგადო მოვლენად აქცია.



კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია ძლიერ დაზარალდა 1983 წელს.ამ დროს ზოგ კომპანიას უნდოდათ სწრაფად ეშოვა ფული,ამიტომაც ისინი არ ხარჯავდნენ ფულს იმაზე, რომ თავისი პროდუქცია ხარისხიანი ყოფილიყო.ეს არ იყო მთავარი გამომწვევი ფაქტორი იმისა,რასაც ჰქვია video game crash of 1983,იყო სხვა ფაქტორებიც,მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი.ამ მოვლენამ მოიტანა მილიონობით დოლარი დანაკარგი ისეთი კომპანიებისთვის,როგორიცაა Atari.ამან ფაქტიურად გამოიწვია ამ ინდუსტრიის კოლაფსი.თუმცა, ახალი თაობის კონსოლებმა შეძლო ბიზნესის გადარჩენა.
Nintendo Entertainment System(NES)

მესამე თაობის ყველაზე პოპულარული კონსოლი იყო კომპანია Nintendo-ს Nintendo Entertainment System (NES).მასზე იყო ყველასთვის ნაცნობი Super Mario Bros.მისი ნაკლებად წარმატებული კონკურენტი იყო კომპანია Sega-ს Master System.ამ დროს მკვიდრდება ტერმინი ბითი(Bit).რაც უფრო მეტი ბიტი ქონდა კონსოლს მით უფრო კარგი იყო გრაფიკა. ორივე სისტემა იყო 8 ბითიანი.


მეოთხე თაობა დაიწყო Mega Drive/Genesis-ის გამოჩენასთან ერთად.ის უკვე 16 ბითიანი იყო. ამ დროს ნინტენდოს კონსოლი ჯერ კიდევ NES იყო.სეგამ თავის სლოგანად გამოიყენა genesis does what nintendon’t.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close