TECH & მეცნიერება

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისათვის

95bced26ce52

დამეთანხმებით, რომ გასაუბრება წარმატებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ასობით ადამიანიდან ამოგარჩიონ. პოსტში მოყვანილია მცირე რჩევები, როგორ მოვემზადოთ სამსახურეობრივი ინტერვიუსთვის.

4d66596b53dd

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილების მიღება თანამშრომლის აყვანის შესახებ,  გასაუბრების დაწყებიდან 30 წამის განმავლობაში ხდება. ამიტომ, კარგი იქნება თუ ინტერვიუზე წასვლის წინ , საკუთარ გარეგნობას მიაქცევთ ყურადღებას.

  • ტანსაცმელი – კლასიკური, მაგრამ არა ძველმოდერი. არავითარ შემთხვევაში გამომწვევი და არც მოდიდან გადასული.
  • მაკიაჟი – სადა და ელეგანტური, მსუბუქი, მყვირალა ფერების გარეშე.
  • სამკაულები – არავითარი რკინეულობა, ეცადეთ იპოვნოთ შუალედი ბრილიანტის კოლიესა და იაფფასიან ბიჟუტერიას შორის.

11f6302f1c6c

ადამიანთა 95% ღიმილზე ღიმილითვე პასუხობს, ამიტომ დაბნეულობისა და დაძაბულობის მოსახსნელად თამამად გაიღიმეთ. ღიმილთან ერთად არ დაგავიწყდეთ სუბორდინაციის დაცვე. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა ,არ ნიშნავს, რომ ადამიანი კართან უნდა აიტუზოს და გაკრეჭილი დარჩეს. აუცილებელია სწრაფი რეაგირება. პაუზის მოსახსნელად, კარგი იქნება, თუ მადლობას გადაუხდით, გასაუბრებაზე მიწვევისათვის. არავითარ შემთხვევაში არ დადოთ ჩანთა მაგიდაზე ან მუხლებზე, დადეთ იატაკზე სკამის გვერდით.

2bf3bc9fab04

როგორც წესი, თითქმის ყველა გასაუბრება ნახევარ საათს გრძელდება. ამ დროში გამოცდილმა ინტერვიუერმა რესპოდენტის გაცნობა უნდა მოახერხოს, ისევე როგორც ჭკვიანმა რესპოდენტმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის წარმოჩენა.

ფსიქოლოგების აზრით, გახანგრძლივებული გასაუბრება პრაქტიკულად წარმატების გარანტიაა, რადგან სერიოზული ადამიანები დროს ტყუილად არ კარგავენ .თუ თქვენ თავიანთი ძვირადღირებული დროის დიდი ნაწილი დაგითმეს, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი გამოგივიდათ.

  • 12252611f675

ქვემოთ მოყვანილია ის კითხვები, რომლებიც შესაძლებელია დაგისვან :

  • გვიამბეთ თქვენს შესახებ.
  • რატომ უნდა დაგასაქმოთ მაინცდამაინც თქვენ?
  • როგორ ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?
  • რატომ გადაწყვიტეთ ამ სამუშაოს არჩევა?
  • რატომ დატოვეთ ძველი სამსახური?
  • გვიამბეთ თქვენი ბოლო სამუშაოს შესახებ, რას შეაფასებდით დადებითად და რას უარყოფითად.
  • თქვენი ძლიერი მხარეები.
  • თქვენი სუსტი მხარეები.
  • რატომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით?
  • თქვენი წვლილი ჩვენი კომპანიის მომავალ მუშაობაში.
  • რა მოგწონდათ თქვენს ბოლო სამსახურში?
  • რა ანაზღაურება გინდათ რომ გქონდეთ?
  • აღწერეთ თქვენი ურთიერთობები ყოფილ ბოსთან.
  • აღწერეთ თქვენი ურთიერთობები ყოფილ ხელქვეითებთან.

 

3d84bf908c7a

კითხვები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ დასვათ:

  • რატომ არის ეს თანამდებობა ვაკანტური?
  • რა სიხშირით იცვლებოდა შემსრულებელი ამ თანამდებობაზე და რა არის ამის მიზეზი?
  • ყველაზე რთული პრობლემები,  რომლებსაც შეიძლება ამ თანამდებობაზე წააწყდეთ.
  • როგორ ფიქრობთ რომელია ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა?
  • პროფესიული ზრდის რა საშუალებებია ამ თანამდებობაზე და რა დროის მონაკვეთში?
  • რა ითვლება წარმატებად თქვენს კომპანიაში?

cc89ddc1d4b1

გისურვებთ წარმატებებს…..

c2d1547ef90c

niako

me var 23 wlis, studenti, miyvars musika da wignebis kitxva

მსგავსი ამბები

Back to top button