Bugatti Type 57SC Atlantic
ამჟამად ყველაზე ძვირადღირებულ ანტიკვარულ ავტომობილად ითვლება Bugatti Type 57SC Atlantic. 2010 წლის მაისში ეს ავტომობილი Gooding and Company-ის აუქციონზე, რეკორდულ ფასად, 40 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა! თავის დროზე სულ 3 ანალოგიური ავტომობილი დამზადდა. 2010 წლის 10 აგვისტომდე ეს ავტომობილი ინახებოდა ერთ ერთი კოლექციონერის პირად კოლექციაში. ახლა კი არის Mullin Automotive Museum-ის ექსპონატი.
აღსანიშნავია ის, რომ ავტომობილის ყოფილმა მფლობელმა პ.უილიამსმა ის შეიძინა 59 000 ამერიკულ დოლარად, და 40 წლის მანძილზე მისი ფასი გაიზარდა 500-ჯერ. ავტომობილს აქვს უნიკალური დიზაინი, შეიძლება ამიტომაც გაიზარდა მისი ფასი. მისი დიზაინის გამო, ეს ავტომობილი ახლაც იმარჯვებს ბევრ კონკურსში.
ავტომობილის მსუბუქი კონსტრუქცია, და 200 ცხენის ძალის მქონე ძრავი, მას აძლევს საშუალებას განავითაროს 200 კმ/სთ. იმ დროისთვის, როცა Bugatti Type 57SC Atlanticიქნა გამოშვებული, ასეთი სიჩქარე იყო ფანტასტიური, ამიტომაც ჰქონდა Bugatti Type-ს სუპერქარის სახელი გავრადნილი.
წყარო: www.facebook.com/zarios.auto.company