დიდი და ლამაზი თვალები მისი სავიზიტო ბარათი იყო. მათში იმდენი სითბო იყო ჩაღვრილი, რომ შეეძლო გარშემო ყველასთვის გაენაწილებინა. მისი მზერა ერთდროულად მოგგვრიდათ სიმშვიდეს და აღელვებას, გაგრძნობინებდათ სამყაროს სიმძიმეს და მის ჰაეროვნებას. ისინი თითქოს მთელი სიმძიმით განიცდიდნენ ამ სამყაროს ტკივილს და ბოროტებას. მას ჰქონდა თვალები, რომელიც იყო ბავშური და ამავდროულად ბევრის მნახველი, შიშით და სიმშვიდით აღვსილნი. მასში ჰაეროვნად იყო შერწყმული არისტოკრატიული გამოხედვა და სათნო უბრალოება. ეს ოდრი იყო…
ოდრი ჰეპბერნი დაიბადა 4 მაისს, 1929 წელს ბრიუსელში, ბელგია. იგი იყო ერთადერთი შვილი მისი მშობლებისა. მისი მამა იყო ინგლისელი ბანკირი, მისი დედა, ელა, იყო ჰოლანდიელი არისტოკრატი. ოდრის ჰქონდა ბრიტანეთის მოქალაქეობა.
ოდრიმ მიიღო კარგი განათლება. ის იყო მშვიდი, თავაზიანი გოგონა . 1935 წელს, მისმა მამამ მოულოდნელად დატოვა სახლში და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. 1938 წელს, ჰეპბერნის მშობლები განქორწინდნენ. მამის წასვლა იყო ყველაზე დრამატული მომენტი ოდრის ცხოვრებაში. ამის შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდნენ ნიდერლანდებში, ბაბუასთან.
დედა მას ძალიან მკაცრად ზრდიდა. ყოველთვის აკონტროლებდა მის წონას და არ აძლევდა უფლებას მიეღო ის რაც უნდოდა. ხშირად აყენებდა სარკის წინ და მიუთითებდა ზედმეტ კილოგრამებზე, რაც ოდრის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახა. დედა ყოველთვის უმეორებდა, რომ ნამდვილი ქალბატონი 45 კილოზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. იგი ბავშვობიდან ულამაზესი იყო. გამხდარი, წელში გამოყვანილი, ლამაზი ნაქვთებით, მაღალი და მომხიბვლელი.
ოდრის ბაბუა ძალიან შეშფოთებული იყო, მისი ასეთი აღზრდის გამო. მან იცოდა მის შვილიშვილს უყვარდა ბალეტი, ამიტომ დაეხმარა შეესწავლა ბალეტი.
1940 წელს, შემოიჭრნენ გერმანელები ნიდერლანდებში. ეს უკანასკნელები 1 დღეში მოედნენ მთელ დასახლებას და გაანადგურეს. ისინი ჰეპბერნების საკუთარ სახლში შეიჭრნენ, გაძარცვეს და ოდრის ბიძა და დეიდაშვილი მოუკლეს. ახალგაზრდა გოგონამ საკუთარ თავზე გამოცადა ომის სისასტიკე. ოდრი ფარულად მაინც ახერხებდა ცეკვის შესწავლის გაგრძელებას. იგი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. არიგებდა ანტინაცისტურ ბროშურებს. 1944 წლის ზამთარში , ცნობილი ჰოლანდიელი შიმშილობა მოხდა და მოხდა ხალხის ჩაკეტვა. ადამიანები სიცივით და შიმშილით იხოცებოდნენ. ქუჩები გვამებით იყო სავსე. ჰეპბერნი მთელი ზამთარი იკვებებოდა ტიტების ბოლქვებით, რათა სიკვდილს გადარჩენილიყო. ეს პერიოდი გადაატანინა, გამოცდილმა შიმშილობამ, რომელსაც პატარაობას დედა აიძულებდა. მაგრამ უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, მას დაეწყო უწყვეტი ბულემია, რისგანაც მთელი სიცოცხლე იტანჯებოდა. ომის შემდეგ, ოდრიმ განაგრძო ბალეტის შესწავლა. ასრულებდა ძალიან რთულ ილეთებს. მისი მასწავლებლი აღნიშნავდა, რომ მას შეეძლო გამხდარიყო წამყვანი ბალერინა. ოდრიმ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, დათმო ბალეტი, იმისათვის, რომ დაიწყო მონაწილეობის მიღება სპექტაკლებში. მისი სილამაზე და ელეგანტურობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე. იგი შეუმჩნეველი არასოდეს რჩებოდა.
ჰეპბერნი ითამაშა რამდენიმე მცირე როლი, რამდენიმე ფილმში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟები არ იყო მნიშვნელოვანი, ჰეპბერნი ძალიან დიდი სერიოზულობით და პასუხისმგებელობით მუშაობდა. ასევე მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ სპექტაკლებში.
ჰეპბერნიმ ითამაშა პირველი წამყვანი როლი ბროდვეიზე სპექტაკლში, რომელის პრემიერაც იყო 24 ნოემბერს, 1951 წელს. მან მიიღო მთავარი ჯილდო ამ როლის შესრულებისთვის. ამით მან კიდევ ერთხელ მიიპყრო რეჟისორების ყურადღება და დაიწყო მისი კარიერის აღმასვლა.
1951 წელს, ის გადაიღეს ფილმში Roman Holiday. ეს იყო მისი ყველაზე დიდი როლი. რეჟისორს სურდა ამ როლზე მიეწვია ელიზაბეთ ტეილორი, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. მოგვიანებით ოდრი იხსენებდა, თუ როგორ ღელავდა როდესაც მივიდა გადასაღებ მოედანზე. ეკრანებზე გამოსვლისთანავე მან მთელი აუდიტორიის გული დაიპყრო. Roman Holiday მალე ძალიან პოპულარული გახდა, ბევრ ქვეყანაში უჩვენეს და ყველასთვის საყვარელი გახდა პრინცესა ანა.
როდესაც ჰეპბერნი თამაშობდა გრეგორი პეკთან Roman Holiday-ში ისინი ძალიან დაახლოვდნენ, თუმცა მათი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს არ გაცილებულა. პეკი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. ამავე წელს მან მიიღო მნიშვნელოვანი როლი, ფილმში ოდრის ბალერინა უნდა შეესრულებინა. ამის შემდეგ დამწყები მსახიობი ბროდვეულ წარმოდგენაზე – “ჟიჟი” – მიიწვიეს.
ეს პარიზელი კურტიზანი ქალის ისტორია იყო. ამის შემდეგ მისმა წარმატებამ და კარიერულმა წინსვლამ პიკს მიღწია.
ამის მიუხედავად იგი არ იყო კმაყოფილი. ოდრი საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო. ის თავს თვლიდა ზედმეტად ცრუპენტელად, სულელად, აუტანლად მსუქნად და გამოუსადეგრად. ყოველთვის თვალწინ ედგა დედა , უკმაყოფილო სახით. ეს ზმანება მას ხშირად სტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა.
შემდეგ მიიღო მონაწილეობა ფილმში “ომი და მშვიდობა”, ძალიან ბევრისთვის მხოლოდ იმიტომ გახდა საყვარელი ეს ფილმი, რომ მასში ოდრი თამაშობდა. შემდეგ იყო “საუზმე ტიფანისთან”. ამ ფილმმა კიდევ ერთხელ ანახა სამყაროს ოდრის ელეგანტურობა და სილამაზე.
იყო თუ არა ბედნიერი ეს გამორჩეული ლამაზმანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა – ფულიც, დიდებაც, ხალხის სიყვარულიც? მოშურნეებიც არ ჰყავდა, “ვასკვლავური” ქედმაღლობაც კი არ შეეძლო… მას არ ყავდა გვერდით საყვარელი ადამიანი. ის იყო პრინცესა, რომელმაც პრინცი ვერ იპოვნა.ყველაზე მეტად ეს სტანჯავდა.უნდოდა მიეღო იმის ნაწილი სითბო რასაც გასცემდა. მხოლოდ სითბოს ითხოვდა, სითბოს, რომელსაც ასე გულუხვად უნაწილებდა გარშემომყოფთ.
ახალგაზრდა გოგონები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი სილამაზით, ამიტომ ბაძავდნენ, მისი ვარცხნილობის და ჩაცმის სტილის იმიტირებით. ოდრიმ მოახერხა შეეცვალა იმ დროინდელი მოდის ტენდენციები.
1953 წელს, ჰეპბერნი შეხვდა ამერიკელ მსახიობს მელ ფერერს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ 1954წლის 24 სექტემბერს. ჰეპბერნიმ განაცხადა, რომ ისინი განუყოფელნი და ძალიან ბედნიერები იყვნენ ერთად. მაგრამ პრობლემებმა არ დააყოვნა და მალე იჩინა თავი. ახლა უკვე ქმარი გახდა მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, იგი ვერ ამჩნევდა ოდრის სინაზეს და ჰაეროვნებას, თავისი უხეში შეჭრით ოდრის სულიერ სამყაროში საშინლად სტკენდა გულს, თუმცაოდრი მაინც ცდილობდა ქორწინება შეენარჩუნებინა. ოდრი ამაშიც თავის თავს ადანაშაულებდა. მან თავი დაანება კარიერას და ოჯახს ახმარდა მთელ ენერგიას, მაგრამ ამაოდ. ქმრის შენიშვნები დედას ახსენებდა, ახსენებდა იმ დროს როცა ყველაზე მეტად უნდოდა თავისი თავის დასჯა. ამ მდგომარეობამ იგი შინაგანად გაანადგურა.
ის იყო უბედური და ამას არ მალავდა ერთ-ერთ წვეულებაზე ყოფნის დროს მან განაცხადა რომ ჯობდა თავი მოეკლა. – კი მაგრამ თქვენ რომ მოკვდეთ ვინღა შეასრულებს ანგელოზის როლს ფილმებში?- იყო პასუხი. ასე გაიცნო მომავალი ქმარი. მასთან თავს უფრო მშვიდად გრძნობდა. ეს გახლდათ ჯონ ჰენსონი.
თუმცა არც ამჯერად გასტანა ბედნიერებამ დიდხანს.ჯონმა არაერთხელ უღალატა ოდრის . ბოლოს და ბოლოს, ოდრი გაეყარა მას 1968 წელს. ამ ქორწინებიდან მას დარჩა პირველი ვაჟი, რომელიც მისი ერთადერთი სიხარული იყო.
ცოტა ხნის შემდეგ მისი განქორწინებიდან, ჰეპბერნი შეხვდა იტალიელ ფსიქიატრს Andrea Dotti-ს და შეუყვარდა იგი თავდავიწყებამდე. ცოლად მას 1969 წელს გაჰყვა. მათ ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, მან გადაწყვიტა შეეწყვიტა მუშაობა. მას შეეძინა მეორე ვაჟი, სახელად Lucas. ქმარს ხშირად ჰქონდა საქმე ახალგაზრდა გოგონებთან. ჰეპბერნი გაეყარა 1982 წელს.
ამ დროს ოდრი კინოში აღარ იღებდნენ. იგი ცდილობდა დაბრუნებას კინოში. 1976 წელს მან თანადაფინანსებთ ითამაშა ფილმში. მაგრამ ძველი დიდება აღარ ბრუნდებოდა. მოგვიანებით იგი გადაიღეს რამდენიმე ფილმში, რომლებიც არ არიან ძალიან ცნობილნი. მან ითამაშა ბოლო როლი ფილმში 1988 წელს, რეჟისორი იყო სტივენ სპილბერგი. შემდეგ მან შეწყვიტა თავისი კინო კარიერა.
1980 წელს, ჰეპბერნი შეხვდა რობერტ Wolders, ჰოლანდიური სატელევიზიო მსახიობი, რომელიც იყო ძალიან დამწუხრებული მეუღლის გარდაცვალების გამო. მათ მრავალი მსგავსება აღმოაჩინეს. ისინი ძალიან დამეგობრდნენ. ერთად უამრავ დროს ატარებდნენ. მალე რობერტთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად შვეიცარიაში. აქ გაატარა ოდრიმ თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეები. უვლიდა ოჯახს სეირნობდა ბაღში გარს ჰყავდა საყვარელი ადამიანები, მეტი რა უნდოდა.
ოდრი მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩარტული იყო ქველმოქმედებაში.
იგი დაინიშნა კეთილი ნების ელჩად, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდში (UNICEF).
მან დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნა გაჭირვებული ბავშვების დახმარებას. ეხმარება ღარიბ ქვეყანებში მცხოვრებ ბავშვებს. ჰეპბერნი მოგზაურობდა და ეს ეადვილებოდა, რადგან იცოდა ბევრი ენები: ფრანგული, იტალიური, ინგლისური, ჰოლანდიური, ესპანური.
1992 წელს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადასცა საპრეზიდენტო მედალი მისი თავდაუზოგავი მუშაობის გამო UNICEF-ში.
1992 წელს 1 ნოემბერს, როდესაც ჰეპბერნი დაბრუნდა შვეიცარიაში სომალიში ვიზიტის შემდეგ, მას დაეწყო მუცლის ტკივილი. ექიმთან არ მიდიოდა იმის გამო, რომ დანიშნული ჰქონდა შეხვედრა უპატრონო ბავშვთა სახლში ლოს-ანჟელესში. უკვე დეკემბერში როდესაც აუტანელი გახდა ტკივილები, მან მიმართა ექიმს. როგორც ჩანს ბავშობის შიმშილს უკვალოდ არ ჩაუვლია. ლაპაროსკოპიული გამოკვლევის შედეგად მას კიბო დაუდგინეს. მისი მეტასტაზები მთელ ორგანიზმში იყო წასული. მას დაუწყეს ქიმიოთერაპია, მაგრამ თვითონ მშვიდად სიკვდილი უსურვა. ოდრიდა უბრუნდა თავის ბაღს, თავის ოჯახს, მათ არ შორდებოდა, აქ ჰპოვა სიმშვიდე.
ჰეპბერნი გარდაიცვალა 20 იანვარს 1993 წელს.
დღესაც ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ ახსოვს მისი სილამაზე, მისი ელეგანტურობა, მისი მოდის სტილი, მისი სიკეთე, მისი სიყვარული.
მისი წვლილი შეტანილი კაცობრიობის წინაშე. იგი იყო ამქვეყნიური ანგელოზი.