საკითხავისურათებიუცნაური

დევიდ სმიტი

478d5fd763b0

მთელი მსოფლიო მოიარა დევიდ სმიტის სახელმა და გვარმა, როგორც ადამიანისამ, რომელმაც თითქმის სასწაული შესძლო და 26 წლის ასაკში, მაშინ როცა 268 კგ-ს იწონიდა და დამოუკიდებლად 200 მეტრზე მეტ მანძილს ვერ გადიოდა, 186 კგ დაიკლო და სულ სხვა კაცად იქცა.

დევიდ სმიტი დედაზე დამოკიდებულ ბიჭუნად იზრდებოდა და ეს დამოკიდებულება მოზრდილ ასაკშიც შემორჩა, როცა დედას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დედა მალე გარდაიცვალა, ეს კი დევიდისთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა. მას ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და მათი დაძლევისთვის უცნაურად იქცეოდა, ოღონდ, ძალაუნებურად: ძალიან ბევრს ჭამდა.

4bc2ded37bfa

3.000 კ კალ დღეში – ეს ის იყო, რასაც დევიდი ითვისებდა შედეგმაც არ დააყოვნა… ახალგაზრდა კაცი არჩევანის წინაშე დადგა – ან ქირურგის დანის ქვეშ დაწოლილიყო, ან თავის დაწვა ეცადა, ან კიდევ, ტრადიციული მეთოდებით გახდომისთვის მიეყო ხელი. დევიდმა ეს უკანასკნელი აირჩია და ფიზიკური ვარჯიში დაიწყო.

cb0c516a3d5d

0de21b6465a9

მან ოთხ წელიწადში განსაცვიფრებელ შედეგს მმიაღწია, მაგრამ სკალპელის ქვეშ წოლა მაინც მოუწია: ზედმეტი კანის მოსაცილებლად, რომელიც გახდომის შემდეგ დარჩა. მასალის მთავარ ფოტოზე სწორედ ოპერაციამდელი, გამხდარი დევიდია გამოსახული, სხვა თანდართულ ფოტოებზე კი ერთგან 268 კგ-ია, მეორეგან კი მისი ოპერაციის პროცესია აღბეჭდილი, როცა ქირურგებმა დაახლოებით ათი კგ ზედმეტი კანი მოაშორეს.

980f8ccc7e8c
მართალია, მთელი სხეული დასერილი აქვს, მაგრამ დევიდი დღეს თავს ბედნიერად გრძნობს და საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს: მან კონსულტანტობა დაიწყო ფიტნესში…

7494091e25e2

წყარო: droni.ge

თეგები

lel s

i live in tbilisi,i'm 21 years old and study at ilia state university

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close