საკითხავისასარგებლო

ნარკოტიკი

ნარკოტიკი
ab8e4791176e

ნარკოტიკების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას რამდენიმე ათასწლეულს მიღმა მივყავართ.

კანაფი
69ea4ccdd958
ნარკოტიკების წარმოშობისა და გავრცელების ისტორიას რამდენიმე ათასწლეულს მიღმა მივყავართ.დაახლოებით 6000 წლის წინ მცენარე კანაფი ავღანეთიდან შეიტანეს ჩინეთში,სადაც მას თოკის დასამზადებლად და სამკურნალო საშუალებად იყენებდნენ(რევმატიზმის,მალარიის,შეკრულობის დროს).ჩინეთში კანაფის ნარკოტიკულ ეფექტსაც იცნობდნენ,მაგრამ ამ ნარკოტიკით გამოწვეული არამოტივირებული სიცილის შეტევები არ შეესაბამებოდა ჩინურ ილოსოფიას და ამიტომ მან ნარკოტის სახით ჩინეთში ფეხი ვერ მოიკიდა.

საზილე ყაყაჩო
5d3de87f988d
საძილე ყაყაჩო კაცობრიობისათვის ცნობილია უძველესი დროიდან.ყველაზე ადრე საძილე ყაყაჩოს იყენებდნენ შუა აღმოსავლეთში – საკვების მომზადებისას,აგრეთვე გაუტკივარების მიზნით.შუმერულ ჩანაწერებში (IV-III ათასწლეული ჩვ. ერამდე) იგი მოხსენიებულია როგორც “მალხენი მცენარე“.1903 წლამდე მედიცინაში იყენებდნენ თვითონ მცენარეს,მოგვიანებით კი გერმანელმა აფთიაქარმა ცენტურნერმა ყაყაჩოსგან გამოჰყო ძირითადი ალკალოიდი,შეისწავლეს მისი თვისებები უწოდეს მორფინი,მითიური ღერთის – მორფეუსის პატივსაცემად.შპრიცის გამოგონების შემდეგ ,მორფინის კანქვეშ შეშხაუნების მეთოდმა ფეხი მოიკიდა თერაპიაში ,რამაც სამწუხაროდ დააჩქარა მორფინიზმის,როგორც ნარკომანიის ერთ-ერთი ფორმის გავრცელება.

ოპიუმი
934aac601cd2
ნაპოვნია ცნობილი ექიმისა და ფილოსოფოსის ავიცენას(XI საუკუნე) მიერ გამოწერილი რეცეპტი ოპიუმის შემცველ სამკურნალო საშუალებაზე,სადაც იგი მიუთითებს,რომ ამ წამლის ხანგრძლივი გამოყენებამ შეიძელა მიჩვევა გამოიწიოს.ეს რეცეპტი, ფაქტიურად პირველი სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ამტკიცებს,რომ ექიმები უკვე მაშინ ცდილობდნენ,წინ აღდგომოდნენ ოპიუმზე დამოკიდებულებას.საინტერესოა ოპიუმის ბედი ჩინეთში: XIX საუკუნეში ოპიუმის მოწევა ჩინეთში არნახული მასშტაბის უბედურებად იქცა.ქვეყანაში ოპიუმის ძირითადად ინდოეთიდან შედიოდა ინგლისელების ხელშეწყობით.1839 წელს დაიწყო და დაახლოებით 5 წელს გაგრძელდა პირველი შეიარაღებული კონფლიქტი ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის: ჩინეთის მთავრობამ გაანადგურა დიდი რაოდენობით ოპიუმის შემცველი ტვირთი,რომელიც ბრიტანელ ვაჭრებს ეკუთვნოდათ.ეს კომფლიქტი ცნობილია “ოპიუმის ომის“ სახელი.ოპიუმით ვაჭრობა შეწყდა XX საუკუნეში.

ალკალოიდი-აზოტშემცველი,მცენარეული წარმომავლობის ფუძე,რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე ,რის გამოც გამოიყენება მედიცინაში.ასეთებია: კოდეინი,მორფინი,ეფიდრინი და სხვა.

ჰეორინი
149a4decce541898 წელს ასევე გერმანელმა ფარმაცევტმა დრეზერმა(ასპირინის ავტორმა),მიიღო მოქმედებით მორფინზე გაცილებით ძლიერი და ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო მავნენარკოტიკი.პრეპარატი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ,რომ “ჰეროიკული“ შესაძლებლობების მქონე საშუალებად მონათლეს და ჰეროინი უწოდეს.თავდაპირველად პრეპარატი ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების,მათ შორის მორფინიზმის სამკურნალოდ ,მაგრამ მასზე მიჩვევისა და დამოკიდებულების განვითარების გამო ,იგი მალევე ამოიღეს ხმარებიდან.

კოკა
379f23b0eeb0
როდესაც ესპანელები ინკების ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნე,ყურადღება მიაქციეს ადგილობრივ მცხოვრებთა უცნაურ ჩვევას – კოკას ფოთლების ღეჭვას.მოგვიანებით ესპანელებმაგადაწყვიტეს რომ ინდიელებისათვის ამ ტრადიციის შენარჩუნება მათთვის მომგებიანი იქნებოდა.ისინი მუშებს ხელფასს კოკას ფოთლებით უხდიდნენ.ინდიელები კოკას ფოთლებს სხვა მცენარეულნარჩენებს უმატებდნენ და ასე “დანაყრებულნი“ უდრტვინველად ასრულებდნენ უმძიმეს სამუშაოს.მოგვიანებით კოკას ფოთლებიდან გამოყვეს ალკალოიდი,რომელსაც კოკაინი უწოდეს.ექიმებმა სცადეს კოკაინის მორფინიზმის საწინააღმდეგო საშუალებად გამოყენება,მაგრამ ამ გზით გაჩნდა ახალი სახესხვაობა კოკაინიზმი,ბევრად უფრო საშისი,ვიდრე ის,რომელსაც ებრძოდნენ.კოკაინის არასამედიცინო მიზნით გამოყენების მაგალითია ყველასთვის ცნობილი “Coca-Cola”,რომელიც შეიქმნა 1886 წელს.მოგვიანებით კოკაინი ამოღებული იქნა “Coca-Cola”_ს რეცეპტიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში 180 მილიონი ნარკომანია,მათ შორის 144 მილიონი კანაბისის მოიხმარს,14 მილიონი – კოკაინსა და 14 მილიონი – ოპიატებს.ყოველი მათგანის უკან ოჯახები,ახლობლები დგანან.ადვილი წარმოსადგენია ,რამდენი ადამიანის პრობლემის წყაროა თითოეული მომხმარებელი.

ადგილობრივი ექსპერტების მონაცემებით ,საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელტა რაოდენობა მერყეობს 250 000-დან 280 000-მდე, აქედან გამომდინარე საქართველოში ყოველი   27-28 ნარკომანია.

 

basiliko02

lasha basilaia

მსგავსი ამბები

Back to top button