გართობაკულტურაუცნაური

ტვინის რეცხვა 100 გრადუსით

791066ec9341

ზოგადად ხშირად არ ვწერ ჩემ ბლოგზე, ჩემი შეცდომაა და მომიტევებთ ალბათ, მაგრამ ხანდახან, ათასში ორჯერ, ის მოვლენები და „პონტები“ რომლებიც ჩემს გარშემო ხდება, პირდაპირ მავალდებულებს რომ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიცია დავაფიქსირო. 

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მემგონი იმდენად მივეჩვიე ჩვენ სატელევიზიო სივრცეში არსებული გასართობი გადაცემების ხარისხს, რომ ხშირად, უკვე აღარ ვაკონტროლებ რას ვაჭმევ ჩემ ტვინს. სამსახურებისგან ენერგია და უნარ გამოცლილი ვზივარ ტელევიზორის წინ და აბსულუტური ტვინის გარეცხვის პროცედურას ვიტარებ. ხანდახან მეძინება, ხანდახან არც მეძინება, უბრალოდ დიდხანს ვიზავრ და არც ვუყურებ, უბრალოდ ვიღებ დოზას. რაღაც ეტაპზე, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ტვინი მიეჩვია და პრინციპში ის ხარისხი, რომლითაც ჩემ ტვინს ამარაგებს ჩვენი ტელევიზიები ჩემთვის დამაკმაყოფილებელი გახდა. ნუ ყოველ შემთხვევაში საძილისპირულოდ მაინც, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენს სატელევიზიო სივრცეში გამოანათებს, ხოლმე თანამედროვე ქართული გასართობი ტელეინდუსტრიის ისეთი შედევრები, რომ ჩემი ტვინი, ჯერ ჩერდება, მიღებულ ინფორმაციას ვერ ამუშავებს და მერე უბრალოდ იწყება საშინელი უკურეაქცია, რომელსაც გამოხატვის უამრავი ფორმა გააჩნია, მათ შორის ერთ ერი არის ხმამაღლა გინება და ნერვიული წყლის სმა, უსაზღვრო რაოდენობით.

იმ დღეს დაახლოებით 4 ლიტრი წყალი დავლია და ორი სქელტანიანი წიგნი ვიგინე. ვიცი ბევრი დაიწერა, მაგრამ ისევ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი არ მაძლევს უფლებას არ შევეხო ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემას 100 ცელსიუსით. ღმერთო ჩემო ნოდარ, შენ მართლას ყველას აჯობე, შენ აჯობე პროფილს, დააჩოქე ყოფილი ცოლების კლუბი, დაიმონე სიმართლის დრო, გადალახე რუბიკონი და ტვინის გამრეცხი, ამომჭრელი და გამპრიალაბელი, დეზინფორმაციის ჯარი ტელევიზორის ეკრანიდან პირდაპირ ჩვენს ტვინებში ჩააყენე.

სამწუხაროდ ბევრი წერის დრო არ მაქვს. უბრალოდ მინდა ყველა ფოტოშოპით დამუშავებული ფოტოში მოხვედრილი ახალგაზრდა ემოები, თუ როკერების საყურადღებოთ განვაცხადო, ნე გიშიანიათ მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება, ნოდარი დასრულდება, მაგრამ მანამდე, კარგად დაფიქრდით, ხოლმე სანამ ვინმესთან გადაცემაში მიხვალთ ან თქვენს მეგობარს გააგზავნით, კარგად დაფიქრდით, იქნებ გადაცემის წამყვანი, შავგვრემანი ნერვიულად მოლაპარაკე ახალგაზრდა მამაკაცია, რომლისაც არათუ თქვენ არამედ თავად სატანისტებსაც უნდა ეშინოდეთ, იმიტომ, რომ ეს კაცი ჩვენს ტვინებს 100 გრადუსით აკონტროლებს.

მსგავსი ამბები

Back to top button