პირველი ავტომობილის იდეა ლეონარდო და ვინჩის 1515 წელს გაუჩნდა.მან თავისი ახალი იდეის შესახებ მთავრობას აცნობა.პროექტის მიხედვით,მგზავრებისა და ტვირთის გადასაადგილებელი “პირველყოფილი” ავტომობილის თვლები წინასწარ შეკუმშულ ზამბარას უნდა აემოძრავებინა.ამ იდეის დახვეწა ოდნავ მოგვიანებით ისააკ ნიუტონმა სცადა,მაგრამ პროექტი საბოლოო სახით მაინც ვერ ჩამოყალიბდა.აღსანიშნავია,რომ იმ დროს ავტომობილის გადასაადგილებლად შემუშავებული რამდენიმე პრინციპი დღესაც გამოიყენება ძრავის დამზადებისას.
ზოგი უპირატესობას სისწრაფესა და კომფორტულობას ანიჭებს,ზოგისთვის მნიშვნელოვანი-მინიმალური დანახარჯი და ავტომობილის ზომებია,ზოგიც ახალ ტენდეციებს მიჰყვება და უახლეს მოდელებზე აჩერებს არჩევანს.როგორ ყველგან,აქაც გემოვნებაზე მუდმივად დაობენ.
თვილისურ ავტობაზარზე გაყიდვების რიცხვით TOYOTA ლიდერობს.მას დაახლოებით ბაზრის 46% უჭირავს.მომხმარებელთა უმეტესობა ამ ფირმის ავტომანქანების უპირატესობად დაბალ ფასსა და ფასის კვალობაზე მაღალ ხარისხს მიიჩნევს.
გამოკითხვების თანახმად გაყიდვების რაოდენობით მეორე ადგილზე SKODA-ს მიერ წარმოებული ავტომანქანებია.საშუალო მონაცემებით,თბილისში ერთი წლის განმავლობაში ამ მარკის 300-მდე ავტომობილი იყიდება.
რეალიზაციის მაჩვენებლით SKODA-ს უპირობო კონკურენტი HYUNDAI არის.როგორც ცნობილია,ამ მარკის ავტომანქანებს ქალბატონები ანიჭებენ უპირატესობას.
რაც შეეხება მამაკაცებს,მათი უმრავლესობა ავტომანქანის შეძენისას არჩევანს RANGE ROVER-ის სასარგებლოდ აკეთებს.ამ მარკის ავტომობილის მფლობელები მას ყველაზე მძლავრ,ელეგანტურ და კომფორტულ მანქანად მიიჩნევენ.
კვლევის თანახმად,MITSUBISHI და NISSAN-ის მანქანები გაყიდვების რაოდენობით დაახლოებით თანაბარ პოზიციას იკავებენ.ერთი წლის განმავლობაში ამ ფირმების 200-მდე ავტომანქანა იყიდება.
ერთ დროს ყველაზე პოპულარული-MERCEDES BENZ-საავტომობილო ბაზარზე უამრავი კონკურენტის გარემოცვაში მოექცა და შესაბამისად,ამ ავტომანქანების გაყიდვები შემცირდა.წელიწადში საშუალოდ 40 ერთეული იყიდება.
გამოკითხვების თანახმად,მომდევნო საფეხურზე BMW-ს,AUDI-ს,LEXUS-ის მარკის ავტომობილებია,რომელთა გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის ერთნაირია.