არქივი

ინოვაციური ტექნოლოგია: როგორ შეცვლის ადამიანების ცხოვრებას Smart Home?

c3c5da14ddb4

“ჭკვიანი” სახლი, ანუ სახლი რომელიც იმართება დისტანციურად, ან უკეთესი – თავის თავს მართავს “ჭკვიანურად”.

ამ პოსტში სწორედ ამ შესანიშნავ და ინოვაციურ გამოგონებაზე ვისაუბრებთ. სმარტჰოუმზე უკეთესი შთაბეჭდილება რომ შეგექმნათ წარმოიდგინეთ სცენა: შობამდე რამოდენიმე დღეა დარჩენილი. თქვენი დედა ჩამოდის თქვენთან სტუმრად, რათა საშობაო სამზადისში მოეხმაროს თქვენს ცოლს. თქვენ და თქვენი ცოლი სამსახურში ხართ, დედა კი იმაზე ადრე ჩამოდის, ვიდრე თქვენი სამსახური მთავრდება. ამიტომ სმარტფონით სმარტჰაუზს(სმარტჰოუმი, სმარტჰაუზი, ორივე ერთია) დავაპროგრამებთ ისე, რომ დედის სახლთან მისვლისთანავე ავტოფარეხი თავისით გაიღოს, თქვენ კი წყნარად წაბრძანდებით სამსახურში. აჰ, შემთხვევით გამათბობელის ჩართვა დაგვავიწყდა! გაყინულ სახლში ხომ არ იჯდება დედა?! არაუშავს, სმარტჰოუმმა იცის, რომ დედა მოდის(ავტოფარეხი ხომ უნდა გააღოს), ამიტომ იგი სახლს ძალიანაც არ გაყინავს და თერმომაკონტროლებელი სენსორების დახმარებით ტემპერატურას დაახლოებით 20 გრადუსზე დააყენებს, რომ ადამიანს არც შეცივდეს და არც დასცხეს(ეკონომიის მიზნით), ხოლო დედის მოსვლის შემდეგ თავისი მოძრაობის დამაფიქსირებელი სენსორის დახმარებით მიხვდება მის მოსვლას და ტემპერატურას მოუმატებს!

სამსახურიდან მოსვლის დროს, უეცრად ძალიან ლამაზად განათებული სახლის სურათი დაინახეთ რომელიღაც მაღაზიაში და გაგიჩნდათ სურვილი, რომ თქვენი სახლიც ასე იყოს განათებული შობას. ამისათვის უბრალოდ აიღებთ თქვენს მობილურს, გადაუღებთ სურათს იმ ფოტოს, სადაც ეს ლამაზად განათებული სახლია გამოსახული, შემდეგ ამ სურათს გადავუგზავნით უკაბელო ინტერნეტით აღჭურვილ განათების სისტემას, რომელიც გადაეწყობა ისე, როგორც სურათზე იქნება მითითებული!

თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ტექნოლოგიები დღესდღეობით ხელმისაწვდომია, თუმცა შორსაა ფართოდ გავრცელებისგან. მარკეტინგის სპეციალისტები ამბობენ, რომ სმარტჰოუმები შეცვლიან ხალხის ცხოვრებას.

“სმარტჰოუმები მისცემს ხალხს სიცოცხლის უფრო კომფორტულად გაგრძელების საშუალებას. ეს სახლები ადამიანებს გაუმარტივებს ყველაფერს, განსაკუთრებით კი უნარდაქვეითებულ პიროვნებებს. ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია.” – ამბობს ჩის დენსი, BMC Software-ის დირექტორი.

დენსი თავის თავს ყველაზე “კვანტორის ქვეშ მდგომ” ადამიანს უწოდებს. მას ტანზე ათასნაირი სენსორი აქვს. ზოგი მათგანი ემსახურება მისი გულისცემის სიხშირის, ორგანიზმის ტემპერატურის, სამსახურში ეფექტურობის გაზომვას და ა.შ. სწორედ ამიტომაც შეირქვა მან ასეთი სახელი. მისი სენსორები თავის სახლშიც არის გავრცელებული. მის ლოგინს აქვს სენსორი, რომელიც ადამიანის მოძრაობის, ხვრინვის, სუნთქვისა და გულის ცემის სიხშირეს თვლის. დენსის ძაღლებიც კი ატარებენ სენსორებს ყელსაბამებზე!

ამ წლის ოქტომბრის გამოკვლევების თანახმად 2020 წელს სმარტჰოუმების გაყიდვიდან შემოსული თანხა იქნება 51 მილიარდი დოლარი წელიწადში.

დღეს სმარტჰოუმის უახლეს ტექნოლოგიად ითვლება თერმოსტატული სენსორი. ამაზე დენსი ამბობს:

“ავტომატურად გაგრილების სისტემა დიდი ვერაფერი ვერ არის. თუმცა გაგრილების სისტემა, რომელიც “საუბრობს” განათების სისტემასთან და ამავდროულად საჭმლის მაღაზიასთან, ეს უკვე სუპერსმარტ გაგრილების სისტემაა!”

საქმე იმაშია, რომ ZigBee-ის Wireless სისტემის დახმარებით, თერმოსტატული, განათების სენსორები და ა.შ. ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ.

ჩვენი სახლის დახვეწისთვის Samsung-მა და LG-იმ იზრუნეს. Samsung-ის სმარტ მაცივარს კარებზე აქვს Wi-Fi-ით განებივრებული ეკრანი, რომლის დახმარებითაც ადამიანს შეუძლია გაიგოს ამინდის პროგნოზი, დატოვოს შეტყობინება, ნახოს კალენდარი და დაათვალიეროს სურათები. ასევე ადამიანს მაცივარში ჩამონტაჟებული მინი-კომპიუტერის დახმარებით შეუძლია გაიგოს, როდის იქნა ესა თუ ის საჭმელი შეძენილი და როდის გასდის მას ვადა, სხვადასხვა კერძის რეცეპტი და ა.შ. ამ მაცივრიდან Twitter-ზე შესვლაც კი არის შესაძლებელი!

თუკი თქვენ LG-ის სმარტ მაცივარს და ღუმელს შეიძენთ, თქვენი ღუმელი თავისით დაყენდება ტემპერატურაზე, რომელიც საჭიროა მაცივრის დახმარებით არჩეული რეცეპტით საჭმლის გასაკეთებლად!

რა თქმა უნდა ეს სმარტ ტექნოლოგიები საკმაოდ კარგია, თუმცა მხოლოდ LG-ის მაცივარი Smart ThinQ LFX31995ST ღირს $3,499.99. შეიძლება ღუმელის ტემპერატურის ხელით დაყენება უფრო პრაქტიკული იყოს, თუმცა ამ სმარტ ტექნოლოგიებს სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

Smart Home – Saves our money and/or lifes!

სწორედაც რომ სმარტჰოუმი ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას იცხოვრონ უფრო კომფორტულად და ამვადროულად ეკონომიურად! ისინი დაზოგავენ დენს, წყალს და გაზსაც კი, ეს ყველაფერი კი ფულის დაზოგვას უდრის. სმარტ ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანები სახლს ზედმეტად არ გაათბობენ და არც გაყინავენ, ანუ ყველაფერი ზუსტად იქნება გათვლილი, სიზუსტეშია მთელი ეკონომიაც. ალბათ ყველას დაგვრჩენია ოთახში შუქი, ჩართული კომპიუტერი ან რაიმე მაგდაგვარი, სწორედ ეს ყველაფერი იქნება სმარტ ტექნოლოგიების დახმარებით გამორიცხული.

Nest არის ერთერთი იმ კომპანიებთაგანი, რომლებიც აწარმოებენ თერმსოტატულ სენსორებს, რომლებიც კომპიუტერებს, სმარტფონებს, ტაბლეტებს უკავშირდება. ეს თერმოსტატული სენსორები ასევე იმახსოვრებენ პატრონის მიერ ხელოვნურად განხორციელებულ ტემპერატურის ცვლილებებს და ამ მონაცემების მიხედვით შეიმუშავებენ კალენდარს, რომელშიც წინასწარგანსაზღვრულია დაახლოებით როდის არის პატრონი სახლში და როდის არა.

Nest-ის წარმომადგენელი მაქსიმ ვერნონი ამბობს:
“ეს პროცესები შეიცავს cloud computing-ს და ამისთვის საჭიროა საშუალო ზომის მეხსიერების ბარათებიც, რომლებშიც შეინახება ყველანაირი ინფორმაცია თქვენს სახლზე: თქვენს მიერ ტემპერატურის ცვლილებები, რომელ საათზე განხორციელდა ეს ცვლილება, როგორი არის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი, ასევე იმახოვრებს ZIP კოდებს.”

Nest-ის კომპანია აცხადებს, რომ მათ მიერ გამოშვებულ თერმოსტატულ სენსორებს შეუძლიათ თქვენი გათბობა-გაგრილების გადასახდი (ანუ დენის გადასახდიდან ის ნაწილი, რომელიც გათბობას ან/და გაგრილებას ხმარდება) 20 პროცენტით შეამციროს.

ასევე ამ კომპანიამ გამოუშვა კარბონის მონოქსიდის, ანუ მხუთავი აირის დამაფიქსირებელი სენსორები, რომელიც სახლის პატრონს შეატყობინებს თუკი სახლში რაიმე მხუთავი აირი შეინიშნება. ვერნონის თქმით, ჩვენ თუ თერმოსტატულ სენსორებთან ერთად ეს უკანასკნელი სენსორიც გვექნება, ისინი ერთმანეთთან კავშირს დაამყარებენ და თუ მხუთავი აირის დამაფიქსირებელი სენსორი რაიმე საგანგაშოს აღმოაჩენს, იგი განგაშს ატეხავს და ამავდროულად გადასცემს ინფორმაციას თერმოსტატულ სენსორებს, ეს უკანასკნელები კი გამორთავენ იმ გამათბობელს, რომლიდანაც მხუთავი აირი ჟონავდა. ეს ყველაფერი კი ამ სმარტ ტექნოლოგიების უსაფრთხოებაზე მიგვითითებს.

პროექტ “Smart Home”-ის ლიდერმა, პროფესორმა ქუქმა თქვა:
“ჩვენ ყველაზე დიდ ყურადღებას მოხუცებს ვაქცევთ, რადგან უმეტეს შემთხვევებში ისინი არიან სახლში, თანაც მარტოდმარტო. მათ უწევთ ყოველდღე სავალდებულო რაღაცეების გაკეთება, როგორიცაა წამლების მიღება და ა.შ. ამ მოხუცების უსაფრთხოებაზე ჩვენი სენსორები იზრუნებენ.”

ქუქი გულისხმობს, რომ ეს თერმოსტატული სენსორები იმახსოვრებენ ადამიანის ყოველდღიურ აქტივობას, ამ შემთხვევაში მოხუცის წამლის დალევას ამა თუ იმ დროს. შესაბამისად თუ მოხუცს დაავიწყდა წამლის დალევა თერმოსტატული სენსორები დაუკავშირდება ტელევიზორს ან რაიმე მოწყობილობას(რომელთანაც ინტერნეტით შეეძლება დაკავშირება) და მათი დახმარებით მოხუცს შეახსენებს წამლების შესახებ.

მართლა არის სმარტჰოუმი უკეთესი ცხოვრების წინაპირობა?

ამ კითხვაზე პასუხს თვით დენსი გაგვცემს, რომელიც როგორც ზემოთ ვთქვი, “სენსორებით ცხოვრობს”. იგი ამბობს, რომ მართლაც უადვილებს ცხოვრებას სმარტ ტექნოლოგიები. მას სასურველ დროს აღვიძებს განათება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დენსის სმარტ მაცივარი ანგარიშობს დროს, თუ როდის უნდა დალიოს მან გამაგრილებელი სასმელი, ისე რომ ძილის წინ მოშარდვა არ მოუნდეს.

შეიძლება თქვენ ეს ძალიან მაგარ ტექნოლოგიად მოგეჩვენოთ, მაგრამ შეიძლება თქვენ ეს უბრალოდ ზედმეტ კომფორტად და ფუფუნებად მიიჩნიოთ, რომელიც ადამიანის ცხოვრებას უფრო “ზარმაცულს” ხდის. ეს თქვენი გადასაწყვეტია, ფაქტი კი ერთია:
ტექნოლოგიები იხვეწება და ისინი მართლაც რომ ჭკვიანები ხდებიან!

JusT1ce

empty
Back to top button