საკითხავისასარგებლოსურათები

დახუნპაო – ყველაზე ძვირადღირებული ჩაი

177d4220b6ee
2005 წელს შანხაიში გამართულ აუქციონზე ოთხი კოვზი დახუნპაოს ჩაის ფოთოლი 228 000 იუანად გაიყიდა (25 000$).

“დახუნპაო” იშვიათ ჩაის ჯიშს წარმოადგენს მაგრამ ფასის სიდიდე ამ ფაქტორით არაა გამოწვეული.ამ ჩაის თვისებებზე ლეგენდები დადის.მისი ფერმენტების მაჩვენებელი 60% ია.ფოთლებს მზეზე აშრობენ ხოლო მათი ფერმენტაცია კი ჩრდილში ხდება.ამ პროცესის დროს ხხშირად ატრიალებენ და ამიტომაც ფერმენტაცია არათანაბრად მიმდინარეობს,სწორედ ამ მიზეზით მზა ფოთოლი კიდეებზე მუქი ფერისაა ხოლო შუაგული თითქმის უცვლელად რჩება.გამზადებულ ფოთლებს მაღალ ტემპერატურაზე ატარებენ და ახვევენ.

8f0573dd4d8d

რა საოცარიც არ უნდა იყოს მისი ნაყენის გემო ყველას განსხვავებულ არომატს აგონებს,ზოგს კარამელის გემოს,შოკოლადის,ხილის ზოგსაც კი დაძველებული ღვინის არომატს აგონებს.გამორჩეული თვისება კიდევ ის არის რომ ეს გემო კაი ხანს არ შორდება ტუჩებს და დავიწყებაც რთულია.მისი შენახვა დიდი ხნითაც შეიძლება და რაც უფრო ძველდება მით უფრო ემატება სიმძაფრე თუმცა კი ეს ჯიში მძაფრი ჩაის ჯიშებს არ მიეკუთვნება.მისი დალევა ოდნავ შეგრილებულზე ხდება.ამ დროს უფრო კარგად შეიგრძნობ მის არომატს.

7b50eb20d2f7

დახუნპაოს თვისებებზე ბევრი ლეგენდა არსებობს.მისი დალევის დროს ვერაფერს გრძნობ თუმცა შემდგომ რაგაც დროის გავლის შემდეგ სხეულს საოცარი სიმსუბუქე ეუფლება გონება კი ნათდება.მშიერ კუჭზე თუ მიიგებთ, მათრობელა ეფექტის მოწმენი გახდებით თუმცა კი ეს ეფექტიც მალევე გაივლის.მისი დალევის შემდეგ სხეული მოშვებულია მაგრამ გონება სრულიად ფხიზელი რჩება.ამ ჩაის ეფექტების და გემოს სრულიად თუ არა დიდი ხნით მაინც დავიწყება შეუძლებელია.

მსგავსი ამბები

Back to top button