არქივი

არქიტექტურული საოცრებანი – ,,მკვდართა განსასვენებელი ცათამბჯენი”

59d105d8b60a

წარმოგიდგენთ ცათამბრჯენს სახელწოდებით Moksha Tower.,მაგრამ ეს მხოლოდ
რიგითი ცათამბრჯენი როდია...
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა დღითი დღე იზრდება,რასაც ვერ ვიტყვით ჩვენი
პლანეტის ზომებზე.ამან გამოწვია მკვეთრი დაპირისპირება ადამინის და ბუნების ინტერესებს
შორის.როდესაც ეს დაპირისპირება ეხებოდა მხოლოდ ფიზიკურ საკითხებს ადამიანი იღებიდა
ბუნებისგან იმას რაც სურდა და არ უფიქრდებოდა შედეგებს,იგი ანადრგურებდა ტყეების
უზარმაზა ტერიტორიებს და არ ფიქრობდა რომ ამით ამ ტყეებში მცხოვრები ცოცხალი
არსებების  სიცოცხლეს  სპობდა მსოფლიოს მოსახლეობის ზრდამ ეს კონფლიქტი ფიზიკურიდან
ზნეობრივში გადაიტანა,ადამიანებს დასჭირდათ მიწის ის ნაწილი რომლებიც უკვე უკავით მათ
გარდაცვლილ თანამოძმეებს.ადგილის სიმცირის პრობლემა გარდაცვლილთა დასამარხად ჯერ
ჯერობით მწვავედ არსებობს მხოლოდ ძალიან დიდი მეგაპოლისებში.მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ ინდოეთი,რომელიც მეორე ადგილზეა ჩინეთი შემდეგ მოსახლეობის რაოდენობით,
მოსახლების სიმრავლესთან ერთად ინდოეთში რელიგური კონცეფციებიც
იზრდება,ბევრი მათაგანი არ არის თანახმა ბუდისტური ჩინეთის მსგავსად კომპაკტურად
გადაწყვიტოს მიცვალებულთა პრობლემა

პრობლემის გადაწყვეტის ძიებამ წარმოშავა სრულიად ახალი პროექტი,სასაფლაოს ახალი
განხორციელება,გარდაცვლილთა ცათამბრჯენი სახელწოდებით "Moksha Tower." თავად
სიტყვა Moksh სულის გათავისუფლებას ნიშნავს.ეს ცათაბრჯენი განკუთვნილია "მუმბაის",
იგივე "ბომბეის" მოსახლეობისათვის,რომელიც 21 მილიონს აღემატება
(22 ათასი მოსახლე ერთ კვადრატულ კილომეტრზე)
ამ ქალაქში ცოცხალი ადამინებისთვის აღარ არის ადგილი,რომ არაფერი ვთქვათ
გარდაცვლილებზე,მაგრამ მათი პატივისცემა ადამიანის გენებშია ჩადებული,მით უმეტეს
რომ მსოფლიოს წამყვანი რელიგიები,ალბათ ზოროასტრიზმის გარდა,გარდაცვლილების და
მათი განსვენების ადგილის პატივისცემას ქადაგებენ

ამ პრობლემის კარდინალურად გადაწყვეტას შეეცადნენ  ილინოისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის წარმომადგენლები Yalin Fu და Ihsuan Lin.პროექტის მიხედვით
მკვდართა სახლ თავის მაღალსართულიან შენეობაში გაინაწილებს 4 ძირითად რელიგიას,
რომელიც მუმბაიშია გავრცელებული ესენია:ინდუიზმი,ისლმაი,ქრისტიანობა და
ზოროასტრიზმი.

48a9c8125a7b

მიხედავდ იმისა რომ დაკრძალვის ცერემონიები ამ 4 რელიგიაში ერთმანეთს უპირისპირდება
(მაგალითად ინდუიზმისთვის მიღებული  დასაფლავება ცეცხლის გამოყენებით სრულიად მიუღებელია
ისლამისთვის და ზოროასტრზიმისთვის) პროექტის ავტორებმა მაინც შეძლეს საკუთარი იდეის
განხორციელება,მათ 4 ნაწილად გაყვეს ცათამბრჯენი და თითოეულ რელიგიას საკუთარი კერძო
ადგილი გამოუყვეს დაკრძალვის ცერემონიალის ჩასატარებლად.ქრისტიანებისთვის და
მუსულმანებისთვის შეიქმნება მიწის ნაკვეთები სადაც ისინი შეძლებენ მიცვალებულების დამარხვას,
ინდუიზმის წარმომადგენლებისთვის გაკეთდება სპეციალური კრემატორიუმი და ასევე ხელოვნური
მდინარე,რომელიც სართულებს შორის იდენს და მიიღებს მიცავალებულთა ფერფლს,ხოლო
ცათამბრჯენის ზედა სართულებზე დამონტაჟდება ე,წ,“ მდუმარების კოშკები“–კონსტრუქცია სადაც
ზარატუსტრის სწავლების მიმდევრები დაასვენებენ საკუთარ მიცვალებულებს.
ყველაზე უჩვეულო მრავალსართულიან სასაფლაოში ის არის რომ საფლავები უკვე აღარ განიხილება,
როგორც მიცვალებულთა სამუდამო განსასვენებელი.ასეთი მიდგომით Moksha Tower_ის გამოყენების
მიზანშეწონილება დაიკარგება და ცათამბრჯენი ერთჯერადი გახდება. ეს არ ეხება ინდუიზმის და
ზოროასტრიზმის წარმომადგენლებს,მაგრამ ქრისტიანების და მუსულმანების საფლავები,დაკრძალვის
სპეციალური მეთოდების წყალობით 5–10 წელიწადში განთავისუფლდება ახალი დაკრძალვებისთვის.
სამშენებლო ტექნოლოგიები,რომლებსაც გამოიყენებ უნიკალურია,განსაკუთრებით ინოვაციური,
მრავალშრიანი შენებოის გარეთა საფარი,რომლის დანიშნულებაა თბოკონტროლი და გარდაცვლილთა
კრემაციის დროს გამოყოფილი ნახშიროჟანგის შთანთქმა,ძველი სასაფლაოების გადაკეთების შედეგად
დარჩენილ მიწას პრექტის ავტორები  ბაღების და პარკების მშენებლობისთვის გამოიყენებენ,მაგრამ
ცოტა თუ ისურვებს წინაპრების ძვლებზე დასვენებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

09ca0fac287c

პროექტი უმცირეს დეტალებამდეა გათვლილი,სარგებლობისა და რელიგიური ფილოსოფიის მხრივ
ყველაფერი გათვალისწინებულია ასევე დაცულია დაკრძალვის ყველა ადათ–წესი და ტრადიცია,რის
გამოც პროექტი  მისი არქიტექტორების სიამაყედ იქცა,მაგრამ მთავარი კითხვა,ისურვებენ თუ არა
თავად ცათამბრჯენის იდეის ავტორები ასეთ სასაფლაოზე დაკრძალვას ჯერ პასუხგაუცემელია?
"შევეცადოთ ისე ვიცხოვროთ რომ როდესაც მოვკვდებით მესაფლავემაც დაგვიტიროს."
                                                                  მარკ ტვენი

მსგავსი ამბები

Back to top button