არქივი

10 გიჟური შესაძლებლობა, რომ მოკვდე

ways%20to%20die%20Infographic

10 გიჟური შესაძლებლობა, რომ მოკვდე.

გიჟურად სიცილი
უნდა მოერიდოთ დიდხანს ან ბევრ სიცილს. ფილოსოფოსი კრიზიპუსი გარდაიცვალა სიცილისგან, როდესაც ის უყურებდა თუ როგორ ცდილობდა თავისი ვირი ლეღვის ჭამას. იტალიელი სცენარისტი პიეტრო არეტინო გაიგუდა გართობისგან, ხოლო შოტლანდიელი არისტოკრატი დაიღუპა სიცილისგან, როდესაც გაიგო, რომ სამეფო ტახტზე ავიდა ჩარლზს II.

შეეჯახო ფანჯარას, რომ აჩვენო, თუ რამდენად მაგარია მინა
ადამიანი 24-ე სართულზე. შეიძლება არ ღირს შეამოწმოთ ფანჯრის გამძლეობა თქვენი ტანით. გერი ჰოიმ, ადვოკატმა, შეასრულა ეს ტრიუკი 1993 წლის 9 ივლისს. ცხადია მას ეს უკვე მანამდე ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ამჯერად დემონსტრაციამ კიდევ უფრო დიდი ეფექტი დატოვა, მაგრამ არა ისეთი როგორიც მას სურდა. მინა ამოვარდა ჩარჩოდან და ადვოკატი დაიღუპა.

ქმრის კუბო
როდესაც ცოლი აპირებს ქმრის დამარხვას, ალბათ არ ფიქროს იმას, რომ სიკვდილი მასთან ასე მალე მოვა, მაგრამ ასე დაემართა მარსიანა სილვა ბარსელოსს. 2008 წლის 10 ნოემბერს დაკრძალვის მანქანა მიდიოდა სასაფლაოზე ალვორადაში. ბარსელოსი მანქანაში იმყოფებოდა, რომელსაც კუბო გადაჰქონდა, როდესაც შემხვედრი მანქანა შეეჯახა პირდაპირ კატაფალკს. კუბო დაეტაკა მარსიანას პირდაპირ ყელში სასიკვდილოდ.

ლიფტი
დღეს ლიფტები ახდენენ ჩვენი ძალების და დროის ეკონომიას, მაგრამ არ გვკლავენ, მაგრამ ხანდახან ასეთიც ხდება. ზოგიერთი კვლევების შედეგად აშშ-ში ყოველ წელს ლიფტის გამო კვდება 30 ადამიანი, მაგალითად, სამწუხარო შემთხვევა მოუვიდა დოქტორ ჰიტოში ნაკაიდოს. როდესაც ის შედიოდა ლიფტში, კარებები დაიხურა ძალიან ადრე და ის გაჭყლიტეს. ლიფტი მაღლა წავიდა, დოქტორის თავი ერთ მხარეს, ხოლო თავი სხვა მხარეს.

სექსი
ნუთუ სექსი კლავს? სერგეი ტურგანოვის შემთხვევაში ნამდვილად კლავს, რომელიც დაიღუპა 2 ქალთან კამათისას, რომ ის დაკავდებოდა მათთან სექსით მთელი 12 საათის განმავლობაში, მოიგო 4300 დოლარი და მოკვდა. ექიმებმა დაამტკიცეს, რომ მისი სიკვდილი გამოწვეული იყო ვიაგრის მთელი შეფუთვის მიღების გამო. ბოლოსდაბოლოს მან ბოლო 12 საათი ბედნიერად გაატარა.

ვიდეოთამაშები
ვიდეოთამაშებს გართობა უნდა მოჰქონდეთ, მაგრამ ხანდახან საჭიროა ტაიმ-აუტის აღება. 1981 წელს 19 წლის ჯეფ დეილი გახდა ოფიციალურად პირველი გარდაცვლილი ადამიანი ვიდეოთამაშების გამო. ის დაიღუპა ინფარქტისგან, როდესაც მოიგო 16660 ქულა ბერზერკში.

წყალდიდობა, მაგრამ არა წყლის გამო
ჩვეულებრივსამებს წყალდიდობის გაგონებისას ჩვენ გვაგონდება წყალი, მაგრამ არის წყალდიდობასთან დაკავშირებული 2 ინციდენტი, რომელშიც წყლის ერთი წვეთიც არ დაცემულა. ლუდის წყალდიდობა 1814 წლის ლონდონში, დაიღუპა 9 ადამიანი. უბედური შემთხვევის გამო, ქარხნიდან ლონდონის ქუჩებში დაიღვარა უზარმაზარი როდენობის ლუდი, ტექნიკურად მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობისგან, ხოლო დანარჩენი რვა ალკოჰოლისგან.

საკუთარი ხის ფეხი
1649 წწელს ინგლისელი ჯარისკაცი არტურ ეშტონი მსახურობდა ქალაქ დროგედის გუბერნატორათ, ირლანდიაში. სექტემბერში ოლივერ კრომველმა და მისმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს ხოცვა-ჟლეტვა. როდესაც გუბერნატორი დაიჭირეს მათ ჰქონდათ ორი მიზეზი: 1. მოეკლათ ეს ადამიანი. 2. შეემოწმებინათ მისი ხის ფეხი თუკი ის ფეხში ინახავდა ოქროს მონეტებს. მონეტები არ აღმოჩნდა, ხოლო ეშტონი ცემეს სასიკვდილოთ საკუთარი ფეხითვე.

აფეთქებადი ტბა
რა აზრის ხართ სიკვდილზე აფეთქებადი ტბის გამო? ასეთი ხშირად არ ხდება, მაგრამ ზუსტად ასე ტბა ნიოსმა მოკლა 18000 ადამიანი 1986 წელს. მიწისქვეშ სავსე მაგმით 80 კილომეტრით, გროვდებოდა კრატერული ტბის ფსკერზე სახიფათო გაზები. 21 აგვისტოს მოხდა აფეთქება და გავრცელდა სასიკვდილო გაზი სოფლებზე. როდესაც ტბა აფეთქბდა ჰაერში გავარდა გეიზერი წყლიდან და გაზი 75 მეტრის სიმაღლეზე, ამ სასიკვდილო ღრუბლის გამო 24 კილომეტრის რადიუსში ხალხი გაიგუდა.

მტრის მოკვეთილი თავი
ვიკინგი სიგურდ ყოვლისშემძლე დაიღუპა ირონიულად, როდესაც დაბრუნდა წარმატებული ბრძოლიდან. როდესაც მან დაამარცხა საკუთარი მტერი მაელი ბრიგტი, სიგურტმა მას მოაჭრა თავი და მიიბა სავარძელთან და წავიდა სახლში. გზაში ყოფნისას მაელის კბილებმა სიგურდის ფეხი გაკაწრეს, ინფექცია მოხვდა ჭრილობაში და დაიღუპა გამარჯვებული.

მსგავსი ამბები

Back to top button