საკითხავისასარგებლოსურათები

მსოფლიოს სახიფათო აეროპორტები

საერთაშორისო აიროპორტების სია, რომლებიც დისკომფორტს ქმნის გადაფრენისას. ზოგი შეზღუდულია სიგრძეში, ზოდი ამინდის პროგნოზზეა დამოკიდებული. მაგრამ არსებობს რამოდენიმე აეროპორტი, რომელიც ყველა სიაში გხვდება. მაგალითად: ყველაზე საშიში აეროპორტი არის ჰიმალაის მწვერვალებს შორის ზღვის დონიდან 4880 მეტრზე.

რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში განთავსებულია პენტაგონსა და CIA-ს შორის, რათა არ დაეჯახოს სტრატეგიულ ობიექტებს პილოტებს უწევთ მთელი მათი ტექნიკის დემონსტრირება.

აეროპორტი პარო, ბუტანი.
მაშ ასე აეროპორტი პარო, რომელიც მდებარეობს იმავე პროვინციაში პაროში, მხოლოდ ასი კილომეტრით არის დაშორებული ტხიმპხუდან, ბუტანის დედაქალაქი. და მერე რა? იკითხავთ თქვენ.

ბუტანში არ არის რკინიგზა, რადგან 90% ქვეყნისა მდებარეობს ჰიმალაის ქედზე. ამისათვის 20 ქვეყნის სპეციალისტებმა დააპროექტეს და ააგეს ეს ერთადერთი აეროპორტი პარო.

ერთადერთი და ძირითადი თვისება აეროპორტ პაროსია არის ის, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოჭრილი შევიდა მთის ხეობაში, რის გამოც აქვს მოკლე ასაფრენი ბილიკი. მის ირგვლივ არსებული მთების სიმაღლე მიაღწევს 5 000 მეტრს.

მისი გახსნის დღიდან აეროპორტი პარო განთავსდა მსოფლიოს ყველაზე საშიშ აეროპორტთა «შავ სიაში». დასვა თვითმფრინავი პაროს აეროპორტში ეს არის პილოტის ტექნიკის მწვერვალი. სწორედ ამიტომ აქ ჰიმალაის ამ მხარეს საჰაერო ტრასპორტირებას ახორციელებს მხოლოდ რჩეული ავიაკომპანიები.

პრინცესა იულიანას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, კუნძული სენ-მარტენი.
სანაპირო ზოლი “მაჰო”-ს (Maho Beach) სახელწოდებით, მდებარეობს ჰოლანდიის მხარეს კარიბის ზღვის კუნძულზე სენ-მარტენზე. თუ თქვენ გინდათ უყუროთ, როგორ ანხორციელებს აფრენას და დაფრენას თვითმფრინავები, მაშინ ეს ადგილი უნდა იყოს თქვენი მომავალი დანიშნულების ადგილი, იმიტომ რომ ამაზე ახლო კონტაქტი თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკთან არ არის მსოფლიოში.

Maho Beach-თან ახლოს მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი პრინცესა იულიანას სახელობის. თვითმფრინავებმა უნდა განახორციელონ დაშვება ასაფრენი ბილიკის თავთან ახლოს, რადგან ის არის ძალიან პატარა, ამისატვის ისინი ანხორციელებენ დაფრენას ისეთ მინიმალურ სიმაღლეზე, რომ ჩანს თითქოს ეხებიან ადამიანების თავებს, რომლებიც სანაპიროზე არიან.

შეგიძლიათ მშვიდად დაწვეთ სანაპიროზე, მაგრამ როცა რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლეზე მოფრინავს ბოინგ 747 წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი აფრიალებს ყველაფერს ირგვლივ. მაგრამ შეგიძლიათ გადაუღოთ მფრინავ თვითმფრინავს ძალიან ახლო ადგილიდან.

აქ მოდიან მღელვარებისთვის და არა გარუჯვისთვის, ამისათვის ყველაფერია შექმნილი. ყველა ახლომახლო რესტორნებსა და ბარებში განთავსებულია ფრენის გრაფიკი. თითქოსდა ეს არ კმაროდეს Sunset Beach Bar სახურავზე განთავსებულია დინამიკი საიდანაც ისმის პილოტების და დისპეჩერებს შორის გამართული დიალოგები, რომლებიც ემზადებიას დასაჯდომად.

რეიგანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, ვაშინგტონი, აშშ.

აეროპორტი მდებარეობს ორ არასაფრენ ზონებს შორის, ამისათვის პილოტები უნდა იყვნენ ძალიან ეფექტურები, რათა აუარონ გვერდი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს, პენტაგონსა და CIA-ს. აფრენისას მაქსიმალურად სწრაფად უნდა ავიდეს მაღლად და უცბად მოატრიალოს მარცხნივ, რათა არ დაეჯახოს თეთრ სახლს.

გიბრალტარის აეროპორტი
თითოეულ ჩვენთაგანს უმოგზაურია ავტომობილით და მომხდასა ისეთ სიტუაციაშიც როდესაც მოწესრიგებულ რკინიგზის გადასასვლელთან გიწევთ გაჩერება რათა გაგეტარებიათ მატარებელი. ამას ჩვენ უკვე მივეჩვიეთ და ვთვლით აუცილებელსაც, მაგრამ აეროპორტი სხვა საქმეა: ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს არ უნდა ჰქონდეს დაბრკოლება თვითმფრინავის აფრენა-დაფრენის დროს.

თუმცა გიბრალტარში ასაფრენი ბილიკი არის განთავსებული გზატკეცილის გადაკვეთაზე, რომელიც აერთებს ქალაქს ესპანეთთან. როდესაც თვითმფრინავები ანხორციელებენ აფრენას ან დაფრენას, საგზაო მაგისტრალზე იკეტება გზა ბარიერებით და შუქნიშნებით, როგორც ხდება რკინიგზის გადასასვლელებზე.

ასეთი სიტუაცია შეიქმნა გიბრალტარის ზომის გამო, რომელიც შედგება სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში კლდოვანი ვაკესაგან.

მადეირა

მადეირას საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ამავე კუნძულზე პორტუგალიაში. მიუხედავად ცივილიზებული სურათისა იგი მდებარეობს ძალიან საშიშ ადგილზე, კლდეებსა და ოკეანეს შორის. ასაფრენი ბილიკი აგებულია 180 სვეტზე, რომელთა დიამეტრი 3 მეტრია და ზოგიერთი მათგანი ზღვის დონიდან 50 მეტრ სიმაღლისაა.

მატეკანის ასაფრენი ბილიკი, ლესოტო.

ასაფრენი ბილიკის სიგრძე არის 416 მეტრი, რომლეიც მდებარეობს მთის ხეობის ზღვარზე ზღვის დონიდან 2303 მეტრზე, ასე რომ თვითმფრინავი “ვარდება” დაახლოებით 600 მეტრიდან მანამ სანამ დაიწყებს ფრენას.

ლუკლა (ტენცინგის და ჰილარის სახელობის აეროპორტი)

ტენცინგის და ჰილარის სახელობის აეროპორტში მოფრენილი მგზავრები განიცდიან ადრენალინს.

იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2860 მეტრზე კლდეების ხეობაში (ირგვლივ მთების სიმაღლეები არის დაახლოებით 5 კმ) ამიტომ პილოტებს არ აქვთ საშუალება მეორე წრეზე წავიდნენ, მაგრამ დაფრენამდე მათ უწევთ ვარდნის იმიტირება რათა არ შეეჯახონ მთებს. ამ აეროპორტით ძირითადად სარგებლობენ ალპინისტები, რომლებიც აპირებენ ევერესტის დაპყრობას.

კუნძული ბარრა.

კურშეველი

გამოდის, რომ კურშეველი გახდა ცნობილი, არა მხოლოდ როგორც ცნობილი სათხილამურო კურორტი. ასევე აქ არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში აეროპორტი კერძო თვითმფრინავებისთვის. პილოტებს უწევთ 18.5 გრადუსით დახრილი ასაფრენი ბილიკიდან ააფრინონ და დასვან რკინის ჩიტები.

ახალი ლაზარევი

აეროპორტი ჰუანჩო, კუნძული საბა, ნიდერლანდების ანტილის კუნძული.

ჰუანჩოს აეროპორტი არის ერთადერთი აეროპორტი კარიბის ზღვის კუნძულ საბაზე, ნიდერლანდების ანტილის კუნძული. ის არის ცნობილი გამოცდილ პილოტებს შორის მისი ასაფრენი ბილიკის ზომის გამო.

პილოტებს აფრენა-დაჯდომისას გამკლავება უწევს ძლიერ ქართან და ზღვის წვეთებთან. გარდა ამისა ასაფრენი ბილიკის სიგრძე არის 396,5 მეტრი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close